ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი ახალ სეზონს იწყებს

დღეს ტურინის იუვენტუსი ახალ 2011/12 სეზონს დაიწყებს . ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან ,  ტურინის სპორტულ  სამედიცინო ინსტიტუტში . სწორედ დღეს გახდება ცნობილი იმ ფეხბურთელების ვინაობა , რომლებიც ბარდონეკიუში გაემგზავრებიან . ტურინში ათამდე ფეხბურთელი დარჩება და მათ შორის არიან : ალმირონი , ტიაგო , პასკუატო , ეკდალი და ჯანდონატო .  დღევანდელი ღონისძიებები ამით არ სრულდება . თბილისის დროით 19 : 00 ზე , კლუბი ოფიციალურად წარადგენს ახალ მაისურებს , რომლითაც მოახლოებულ სეზონში იასპარეზებს . ეს ყოველივე კი , ბებერი ქალბატონის  ახალ არენაზე გაიმართება , რომელსაც გუნდის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტაც დაესწრებიან . ფორმებს კი  წარადგენენ ალესანდრო დელ პიერო და ბიანკონერის ახალწვეული ანდრეა პირლო , რაც შეეხება მეკარის ფორმას , მას სავარაუდოდ ჯანლუიჯი ბუფონი წარმოგვიდგენს .

უკვე ხვალ ფეხბურთელები ბარდონეკიუში გაემგზავრებიან , სადაც წინასასეზონო მომზადებას გაივლიან . 11 ივლისს კი გუნდი ოფიციალურად წარსდგება საკუთარი გულშემატკივარის წინაშე .

წყარო : Tuttosport

12 thoughts on “იუვენტუსი ახალ სეზონს იწყებს

  1. ეგ არ ვიცი მაგრამ აგუეროს ნაღდი ტვიტერი ოფიციალური საიტი და ფეისბუქი ვნახე და იქ მივწერე გადადი იუვეში რა გინდა რეალში თქო 10 ნომერს მოგცემტ მეორე დელპიერო იქნები თქო თან ატლეტიკოს გულშემატკივარი გიწყენს რეალში რო გადახვიდეტქო :lool: იუვეში კი მე02 დელპო იქნები თქო :mrgreen:

  2. აეეე ნეტა როდის მოვა 16 საათი რაა მაგრა მაინტერესებს როგორი ფორმები გვაქვს თAნ პირლოს პირველად ვნახავთ იუვეს ფორმაში და თან სტადიონსაც შევათვალიერებთ… ისე პირდაპირს თუ ვინმე იპოვით დადეთ რაა ძაან მინდა პირდაპირით ვუყურო და არა მერე მიჭრილ მოჭრილი ვიდეოთი…. :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.