ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ციგლერი: ” ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელთაა “

რეტო ციგლერმა ტურინული კარიერა ოცნებას შეადარა. “სამპდორიას” ყოფილმა მცველმა “იუვენტუსის” რიგებში თავისი პირველი პრეს-კონფერენცია გამართა, ჟურნალისტებთან შეხვედრა პირველი სავარჯიშო სესიის შემდეგ შედგა…

” აქ ყოფნა და “იუვეს” მაისურის ტარება ნამდვილი ახდენილი ოცნებაა. ვიცი, რა პასუხისმგებლობა მაკისრია, მაგრამ ფაქტი, რომ ამ გუნდში ვირიცხები ძალას მმატებს. ჩემი კანდიდატურით სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ, ტრანსფერი “მილანსა” და “ლაციოს” სურდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. “იუვენტუსს” კი უარს უბრალოდ ვერ ეტყვი.”

” რაც შეეხება კონტეს, ანტონიომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. “იუვესთან” ერთად მას უდიდესი წარმატებებისთვის მიუღწევია და პირველივე ვარჯიშზე საჭირო ენთუზიაზმი ჩაგვინერგა. სურს, რომ კლუბი ჩვეულ სიმაღლეებზე დააბრუნოს. ვარჯიშები დამღლელია, მაგრამ ეს ბედნიერებაში ხელს არ მიშლის. მწვრთნელი გვეხმარება, გავიგოთ რას ნიშნავს “იუვეში” თამაში. ” იუვენტუსი” ახლა ძლიერი გუნდია, რომელშიც ბევრი ჩემპიონი ირიცხება, ასე რომ, ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელთაა. “

” ლიხტშტაინერი? 2003 წელს მის გვერდით “გრასჰოპერში” ვთამაშობდი, მაშინ შვეიცარიის პირველობა გვერდიგვერდ მოვიგეთ. შვეიცარიული ფეხბურთი პროგრესირებს და ბევრი ჩემი თანამემამულე უკვე პრესტიჟული ევროპული გრანდის ღირსებას იცავს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ქვეყანას ასეთ დიდებულ გუნდში თამაშით წარმოვადგენ. “ -აცხადებს ციგლერი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

28 thoughts on “ციგლერი: ” ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელთაა “

  1. რაღაც ეჭვი მეპარება წელს იუვენტუსი ელემენტარულად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც ნახო :lool:

    1. ისე ხო :| რა უაზრობა დავწერე :D
      2ჯერ უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ და სკუდეტო ხო ჩვენია :) ვეერვინ შაგვეცილება :juvee:

  2. წელს იუვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაინც უნდა ვნახო (სკუდეტოზე აღარ მაქ საუბარი) Nachke მომეწონა შენი სტატია – გრამატიკულ შეცდომებს არ უშვებ:D :forza:

    1. შეიძლება ახდეს ეს კომენტარი ორი ლიდერი იყიდოს მაროტამ, კუნი და როსი, ამ შემტხვევაში შვეიცარიელების შეცდომით ერთი 3 ბურთი თუ გაუშვით ესენი ორმაგს გაიტანენ

  3. ციგლერი თავის პოზიციაზე პირველია :forza: ოღონდ შვეიცარიაში, მინიმუმ ერთი კაი მცველი საჭიროა, თავდასხმა რო მინიმუმ იტალიაში საუკეთესო იქნება ამის ტქმა უკვე შეიძლება :italy:

  4. ციგლერ უფრო შენს ხელთაა იმიტო რო დაცვაში შენ იქნები აბა შენ იცი არ გაგდირკონ და ავტოგოლებით არ აავსო იუვე :lool:

  5. პირველივე ვარჯიშზე საჭირო ენთუზიაზმი ჩაგვინერგა.

    რაღაც იმ ვიდეოში ენთუზიაზმი და თავგანწირვა ვერ დავინახე :lool:

    უფრო ზარმაცობდნენ :D :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.