კიელინი: ” ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებს “
ჩაგდებული სეზონის შემდეგ “იუვენტუსს” მომავალ წელს მხოლოდ “სერია ა” -ში მოუწევს ასპარეზობა. მიუხედავად ამის უამრავი უარყოფითი მხარისა, კიელინი მდგომარეობას სხვა კუთხითაც უყურებს…
” ფაქტი, რომ ევროპული ტურნირებს მიღმა ვართ, შეიძლება რაღაცებში დაგვეხმაროს, ისევე, როგორ რანიერის “იუვეში” მოსვლის წელს მოხდა. ბოლო ორი სეზონი რთული იყო და ჩვენზეც იქონია გავლენა, მაგრამ ახლა მზად ვართ, ვიმუშაოთ. ამას მომავალშიც იმავე შემართებით ვაპირებთ, როგორითაც აქამდე ვაკეთებდით. ჩვენ ნულიდან ვიწყებთ, არც გრანდიოზულ მიზნებს ვისახავთ მისაღწევად, თუმცა ბრძოლის საოცარი ჟინი გვაქვს. ეს ახალი გუნდია და ჩვენგან სასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდეთ.”
” “იუვენტუსის” დე ენ ემი და სული მხოლოდ სიტყვები არ არის, ბოლო ორი წელი რაღაც გვაკლდა. აიღეთ “ნაპოლი”, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა არცერთი არაა მსოფლიო დონის, როგორც “მილანსა” თუ “ინტერში”. გუნდში ფინანსები ჩაიდო და მეშვიდე ადგილოსანი გუნდი არც ქაღალდზე ვართ. გასულ სეზონთან შედარებით, რაღაც უნდა შეიცვალოს და კონტეც სწორედ ამაზე მუშაობს. “
” რაც შეეხება მწვრთნელს, პირველი შთაბეჭდილება ანტონიოზე , ძალიან კარგი იყო. საკუთარი იდეები დამუშავებული აქვს და მათში დარწმუნებულია. ფაქტი, რომ ის “იუვეში” თამაშობდა და ამ გუნდის ლიდერი იყო ყველასათვის ბევრს ნიშნავს. ახლა კარგად უნდა გავუგოთ მის აზრებს და სწორი გეზის აღებას ვეცადოთ. გვინდა, მომავალ სეზონში მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ. “-აცხადებს კიელინი.
მიდით ბიჩებო თქვენი იმედი მაქვს

ინტერის ოფიციალურ ვებ გვერდზე არანაირი კამბიასოს ინტერვიუ არ დევს და რამდენჯერ ვთქვა რომ ოფ ტოპიკებს მოეშვით სტატიაში სადაც მაგისი ადგილი არ არის ? არ მაინტერესებს აგუეროზე და ტევესზე რას წერენ , გადმოვა რომელიმე იუვეში და მერე დაიწერება , მანამდე თავში ქვა უხლია ერთსაც და მეორესაც
სურპრიზი მხოლოდ ის იქნებაა როსსი და აგუეროო ერთად და ამაური და ან ტონი ან იაკინტას გაგდება გუნდიდან ….. მიდიიი ანიიიელიი მიდიიი მაროოტაა მე მჯერა თქვენიი

როსი და აგუერო ერთად რათ უნდა გუნდს?
ერთი სავსებით საკმარისია
მატრი,კუალი,ტონი, აგუერო ან როსი და რა თქმა უნდა კაპიტანო
5 თავდამსხმელი საკმარისია ამ ეტაპზე (ლიგაზე რო გავდიოდეთ სხვა საქმეა)
და მაგ ორის ყიდვას სხვა ტრანსფერი გააკეთონ აჯობებს
“სიურპრიზები” არ მიყვარს :)

რა მნიშვნელობა აქვს როგორი სახით მოვა? მთვარია მოვიდეს, ის რასაც ყველა (იუვენტინო) ველოდებით!!!