ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება ( როსი , ბასტოსი , ვიდალი )

La Gazzetta Dello Sport – ის ინფორმაციით , დღეს ფედერიკო პასტორელო ვილიარეალის ხელმძღვანელობას უნდა შეხვედროდა და ” იუვენტუსის ” წინადადება გადაეცა ჯუზეპე როსის საკითხზე – 25 მილიონი ევრო და პლიუს ერთი ფეხბურთელი . ამ ტრანსფერის განხორციელებას ,  ხელს  იტალიელი ფეხბურთელის წლიური ანაზღაურებაც უწყობს  . თუ აგუერო/ტევესი – გუნდს წელიწადში 7.5 მილიონი ევრო დაუჯდება , როსი სულ რაღაც 3.5 მილიონ ევროზეა თანახმა . ყველაფერთან ერთად , ავტორიტეტული გამომცემლობა მიიჩნევს , რომ წინადადება საკმაოდ მიმზიდველია ესპანური კლუბისთვის , რადგან 25 მილიონთან ერთად , მათ შეუძლიათ ამოირჩიონ ერთი ფეხბურთელი შემდეგი სიიდან : მარკო მოტა , ზდენეკ გრიგერა, ხორხე მარტინესი , ტიაგო მენდეში და სერხიო ალმირონი . სავარაუდო კანდიდატებად ფელიპე მელო და მოჰამედ სისოკოც სახელდებიან . მენდეშთან დაკავშირებით კი მისი მამა შემდეგ განცხადებას აკეთებს : ” იუვენტუსს არ სურს ტიაგოს დაბრუნება , ხოლო თავის მხრივ არც ჩემს შვილს უნდა კარიერის ტურინში გაგრძელება . მისით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული , რომლებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს “ . ( გაგრძელება სრულაიდში )

არტურო ვიდალი მზადაა კარიერა ტურინის “იუვენტუსში” განაგრძოს.გერმანიაში გავრცელებული ჭორების თანახმად, ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი “ლევერკუზენს” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს, ბებერი ქალბატონი კი ნახევარმცველის შეძენასთან ყველაზე ახლოსაა.“გააგრძელებს თუ არა კარიერას ვიდალი იუვენტუსში ? – ამ კითხვით შეგიძლიათ ჯუზეპე მაროტას მიმართოთ, მას ორი კვირის წინ შევხვდი და ვუთხარი, რომ არტურო მზადაა ტურინში გადაბარგდეს.31 აგვისტომდე ჯერ კიდევ დიდი დროა.” – აცხადებს ფეხბურთელის აგენტი, ფერნანდო ფელილევიჩი.ჩილელის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

Corriere Dello Sport – ის მტკიცებით კი , ჯუზეპე მაროტამ ფაქტიურად გაიფორმა მიშელ ბასტოსი . ეს საპნის ოპერა , უკვე ერთ წელზე მეტია რაც გრძელდება . ბოლო პერიოდში პრესაში გაჩნდა ინფორმაცია თითქოს ანტონიო კონტემ საერთოდ დაბლოკა ეს ტრანსფერი . მაგრამ , ავტორიტეტული გამომცემლობების ინფორმაციით , ფაბიო პარატიჩიმ და ბასტოსის აგენტმა , როგორც იქნა მიაღწიეს შეთანხმებას მის პირად კონტრაქტზე , რომელიც ძალაში ოთხი წელი იქნება . ეხლა კი დროა , მოლაპარაკება უშუალოდ ორ კლუბს შორის შესდგეს . ლიონი ითხოვს 16 მილიონს , მაშინ როდესაც იუვენტუსი 12-ს სთავაზობს .

არა ოფიციალური ინფორმაციით , ბიანკონერის სურს ტრანსფერის დასრულება 1 აგვისტომდე , მანამ სანამ გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება მორიგი მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად .

წყარო : Football Italia, Gazzetta Dello Sport, Corriere Dello Sport

103 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება ( როსი , ბასტოსი , ვიდალი )

  1. steklo

    კარგი , როგორ თუ არ ჰყავს : )

    პაცინი , მატრი , კასანო, კუალიარელა … მამენტ ჯილარდინოც … კი მაგრად არ მევასება : D

    მაგრამ დავუშვათ კარგი , არ ჰყავს სიტყვაზე არავინ კონკურენტი : ) ხო თამაშობს და შედეგს დებს ?

    1. პაცინი და მატრი ყავს, კუალიერა1წელია არ თამაშობს, კასანო კიდე უკან დაწეულს თამაშობს.. წარმატებას რაც შეეხება ფაქტი სახეზეა, 3თამაში 3 გოლი ;)

      1. ვისთან კოსტა რიკასთან ? : ) კუალიარელა ერთი წელი კი არა ნახევარი სეზონია არ თამაშობს და ნაკრებს ამ პერიოდში 4-ამდე თამაში ჰქონდა სათამაშო …

        კასანო უკან დახეულს არ თამაშობს : ) ორი ფორვარდია წინ აწეული

        კასანო – როსი

        როსი სუფთა სისხლის ცენტრ ფორვარდი მამენტ არ არის … მიუხედავდა იმისა რომ აწეულს ათამაშებენ …

        აგუერო რომელიც 24 წლის არის და ნაკრების მონაგას რომ კოსტა რიკასთან დადებულ შედეგს მიდებ , თავად მეტყველებს ყველაფერზე

        1. და როსის მონაგარი ვისთანაა?? ესტონეთან? ყველაფერს რო თავი დავანებოთ რონალდოს და მესის მერე ვინ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი?? აგუერომ

          1. da ronaldos mere rosi iyo tu ar vcdebi tan ertaderti iyo rosi romelic barsas da realis fexburteli ar iyo da ise moxvda simbolurshi… datka sheni komebi ro wavikitxe getanxmebi raa arc me mjera ro agero ufro gaqachavs iuveshi vidre rosi mitumetes 2014 wlistvis italia rosize iqneba tavdasxmashi gatvlili da is sauketeso iqneba mag dros amitom yvelaze uketesi variantia cemi azrit is moiyvanon an kide iovetichi ege araa cudi tmca aravin icis im tramvis mere rogor itamashebs amitom es didi riskia am momentshi….

          2. da ronaldos mere rosi iyo tu ar vcdebi tan ertaderti iyo rosi romelic barsas da realis fexburteli ar iyo da ise moxvda simbolurshi… datka sheni komebi ro wavikitxe getanxmebi raa arc me mjera ro agero ufro gaqachavs iuveshi vidre rosi mitumetes 2014 wlistvis italia rosize iqneba tavdasxmashi gatvlili da is sauketeso iqneba mag dros amitom yvelaze uketesi variantia cemi azrit is moiyvaნონ

  2. დათკა როგორ არ მახსოვს… იუვეზე მეტად ბრეშას თამაშებს ვუყურებდი მაგ სეზონში… ა თრევა მაგას ერქვა და ეს როცა ნანახი მაქვს როგორ ვთქვა აგუერო ატლეტიკოს ატრევს თქო…

  3. 25 მილიონი + მელო ან სისოკო ძაან ძვირია .. თან ამა აგერო ბევრად ჯობია .. ჩემთვის ეგრეა როველ შემთხვევაში. ვიდალს მივესალმები .. ბასტოსი რავიცი :blin: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  4. აგუეროს ადაპტაცია უფრო გაუდვიალდება ვიდრე როსის ? მიზეზი მითხარი ერთი მაინც წონადი : )

    ტიპი ჯერ ჯერობით ესპანეთს არ გაცილებულა , ამას ყველანაირი გაგებით ვიძახი … ნაკრებში ეხლა და ეხლა ჩნდება აგუერო , თორე მანამდე ხან ვის ზამენაზე იჯდა და ხან ვისაზე … როსის თავისმხრივ გამოცდილება გაცილებით მეტი აქვს , ნაკრებში სისტემატიურად არის ბოლო პერიოდში , გოლებსაც იტანს … ესპანეთში , ინგლისში და იტალიაში აქვს ნათამაშები … სერია ა-ში პარმა დატოვა მაგან და რანიერიმ უმაღლეს დივიზიონში … აგუეროზე მეუბნებით აქ გუნდს ათრევდაო და პასუხს ვერ მცემთ კითხვაზე , მეშვიდე ადგილი ნუთუ გუნდის თრევას ეძახით ?

    ხოდა კონტემ თუ მობილური ნახევარდაცვა ვერ შექმნა და ჩვენი რჩენა აგუეროზე იქნება დამოკიდებული , მაშინ დაგვერხევა მაგრად ! ერთი ფეხბურთელის გარშემო რო ავაწყეთ დიეგოს მოსვლისას , იმიტომაც დავიჭირეთ ხეირი ! ტრეზეგეზე კიდე უბრალოდ რას ამბობთ კარგით რა , არ შეიძლება ასე … შეიძლება ნედვედი და კომპანია ყველანაირად ცდილობდნენ მისთვის იდეალური გადაცემების გაკეთებას , მაგრამ თავად ტრეზეგეს რეალიზაციას შეხედეთ როცა მასსზე ლაპარაკობთ … მისნაირი რეალიზაცია ამ ეტაპზე არა აქვს არცერთ ფორვარდს … აი იგუაინს თუ არ ჩავთვლით რომელსაც მართლა მაგარი მკვლელი ფინიშინგი აქვს ! როსის და აგუეროს შორის განსხვავება დიდი არ არის … არ გინდათ ეტყობა დანახვა და რა ვქნა მე : ) აგუეროს ძალიან ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი და ის რომ საკუთარი გუნდი სადღაც ჭ კლასის გუნდს გააცდინა არაფერს არ ნიშნავს

    1. ბაზარი არაა როსი უფრო მეტ თამაშს თამაშობს ნაკრებში მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია კონკურენტები ვინ ყავს.. როსის ფაქტიურად არავინ, აგუეროს მესი, ტევესი, იგუანი… აგუერო როსისთან შედარებით სწრაფი და უფრო ტექნიკურია :kenwvla: ეს ჩემი პირადი აზრია

  5. დათკა სააღოლ ძმა, კაცი იძახის არ მევასება როსიო მაგრამ არ უკარგავს ნაშრომს და ლოგიკურადაც მოყავს მაგალითები, უყურებს ეს კაცი ფეხბურთს… :boli:

    ჯერ რომ მარადონას სიძე იქნები… :lool: :givi: და მერე გაპიარებული და ლეგენდებ აკიდული…

    ვილიარეალის დაახლოებით 30 თამაში ვნახე წელს და ატლეტიკოს სადღაც 20 მდე და ვიცი რასაც ვიძახი…

    თრევაზე მინდა ვთქვა 2 სიტყვა, აგუერომ ათრია ატლეტიკო და მე-7 ადგილზე გავიდა და როსიმ ათრია და ლიგაზე გაიყვანა გუნდი… და თან არ დაგავიწყდეთ სერიოზული კონკურენცია გაუწია რეალს და ბარსას…

    1. თრევის მნიშვნელობას ვერ ვხვდები პირადად მე საერთოდ: ) სხვას არ ვიცი და შენ ვიცი რომ გემახსოვრება ბაჯოს ბრეშია :) აი თრევა რა იყო, კაცმა სერია ა-ში ხო დატოვა ბრეშა და პლიუს 10-ეულშიც ამყოფებდა ხოლმე … წავიდა რობი და საცოდავი ბრეშა ეგრევე მოკვდა … აგუეროზე მეუბნებიან კიდე ათრევსო : )

      ალბათ ბურთს რო გაიგდებს და ფეხს რო გადაატარებს და ესპანელ მცველებთან რო გამოდის პერიოდულად , ჰგონიათ რომ აქაც გამოუვა : )

      დელ პიეროს მემკვიდრედ რომ მიიჩნევენ ეს საერთოდ ცალკე თემაა :)

  6. KoBeSha…

    კოსტა რიკას მოუგო და მაგას ეძახი გმირობას? ან რომ იძახი ტრეზეგეს ლუკმას უღეჭავდნენო, აგუერო რეები გაიტანა ბოლო თამაშში? დაღეჭილი და დამზადებული არ იყო…

    ვილიარეალის და ატლეტიკოს თამაში წინა სეზონში რამდენი ნახე?

    და როსის და მატრის ერთმანეთს როგორ ადარებთ, ფეხბურთს არ უყურებთ კი მაგრამ?

    პ.ს. ადაპტაციის ამბავში როსის უფრო გაუჭირდება ვიდრე აგუეროსოს ხო… :lool: :lool: :lool:

  7. ბასტოსის ამბავი გამიხარდა ძალიან.. ვიდალიც არსად გაგვექცევა.. მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი ინტრიგა დელ პიეროს ეგრეთ წოდებულ შემცვლელის ძებნა ჯერ გახურების პროცესშია, ერთი თვე ალბად კიდე ტვინი უნდა გვიბურღონ : ))) ან კოპა ამერიკამდე : ) )

  8. დათკა როსის დამიჯერე შენ თU დიდი ხანი არ დაჭირდეს ადაპტაციაა დაიმახსოვრეეე ….აგუეროო არის ხარიი როსსი ძაან სუსტია პიზიკურად სიმართლე რო გითხრა ….აგუეროო კარგი ვარიანტია ჩვენთვის ნამდვილად როსიც კაცო მაგიც არაა პრობლემა როსი მოიყვანონ მარა მაგათ შორის თU არჩევანი მოხდა აგუერო უნდა აირჩიონ …. დარწმუნებული ვარ მაროტა აკვირდება ორივეს და გადაწყვიტავს რომელი აიყვანოს როსისე იმიტო პურცუკობს რო იცის იტალიელია მერე ნაკრებში იუვენტინო იქნება და თორე უპრობლემოდ გვექნებოდა გაფორმებული ახლა კუნიიი…..რაც შეეხება ტრეზეგეს ტრეზეგეს დელპიერო და ნედვედი ან კამორანეზი დაუღეჭავდა ბურტს და მიუტანდა და ისე გოლს იტანდა ძმაო მაგ კაცი მომენტს ვერ ქმნიდა და აგუეროს მომენტის შექმნა შეუძლია მას აქ დრიბლინგი და რაც შეეხება როსის აგუეროსნაირი მონაცემები არ აქ მას დრიბლინგში ..აგუერომ მთელი ნაკრები გაიყვანა შემდექ ეტაპზე კოპაზეე…როსსი კი ამას დარწმუნებული ვარ ვერ შეძლებდა მას არ აქ მაგნაირი სულისკვეთება ჯერ განვითარებული და არ ვიცი ექმენა თუ არა როდესმე სიმართლე გითხრა მე იშვიათად უყურებ პრიმერა დივიზიონს მაგრამ უყურებ თამაშებს ატლეტიკო ვილიარეალი სევილია ატლეტიკო ვილიარეალი სევილია ბარსა რეალი რეალი ატლეტიკო აიი ამნაირ თამაშებს და მე როსიზე კაი ჩდაბეჭდილება არ მრჩებააა ….ეგ არამგონი იტალიაში გაქაჩოს როგორც ვილიარეალში იყო ისე …და აგუერო უფრო პერსპექტიული ფეხბურთელია და როსისე და აგუეროზე თu archevani dadga me agueros mirchevnia mere ra 7 . 5 milioniii puli ar aklia ekdal da aniels tu ar vcdebii magi araperi araaa ….tkven ra 7.5 ro gkondet bevri puli magas ar gaaketebdit ? peresma sheidzleba iyidos aguerოოო რაც იქნება იმ პასათო … ამიტომ აგუეროო კარგიაააა ! მე აგუეროს მოსვლას უფრო მივესალმები ვიდრე როსის …. მაგრამ როსისეც რათქმაუნდა უარს არ ვიტყვი.!

  9. მდა … საინტერესოა … საკამოდ მცირე ნაწილი ვაფასებთ როსის … რას წარმოვიდგენდი ისე როსის თუ დავიცავდი , ტიპი მაგრად არ მევასება : D მაგრამ …

    როდესაც ამბობთ რომ რა მდგომარეობაშიც იუვენტუსი არისო , აგუერო გვჭირდებაო , უბრალოდ არ მესმის თქვენი … ასეთ სიტუაციაში , ჩვენ მაშინ გვჭირდება მინიმუმ იბრაჰიმოვიჩი , რომელიც გარანტირებულ , 100 % – იან შედეგს დადებდა … აი ვისზე ღირს ინვესტიციის განხორციელება ! იგივე ტევესი , რომელიც შეიძლება ბევრს არ გვევასება საკუთარი უაზრო გამოხტომების გამო , მაგრამ შედეგი ხომ აქვს ? გვეცოდინება რომ სეზონში მინიმუმ 20 გოლს დადებს და იბრძოლებს ნადირივით მოედანზე !

    როსის ყველაფრით ჯობიაო იძახით და ამ დროს შედეგი გაცილებით სხვა არის .. უბრალოდ აქ ზოგს ჰგონია რომ რადგანაც სწრაფად მანევრირებს ბურთთან ერთად ესეიგი მაგარია : ) გაიხსენეთ ტრეზეგე , რომელიც ბურთს იშვიათად იღებდა , მაგრამ გოლები იმაზე მეტი გაჰქონდა , ვიდრე იმ ფეხბურთელს გააქვს რომელიც 90 წუთის მანძილზე , ლამის ნახევარ ტაიმს ატარებს მრგვალ სფეროსთან ერთად :) ჩვენ გვჭირდება , ადამიანი რომელიც გოლებს გაიტანს და ადაპტაციისთვის ერთ სეზონს არ მოანდომებს , ადამიანი რომელსაც კარგი საგოლე ალღო ექნება და არაჩვეულებრივი რეალიზაციის უნარი … როსის რეალიზაციას ვერავინ ვერ დავუწუნებთ , რაც აქვს აქვს ! და ჩემთვის მაგალითად საგოლე მომენტის რეალიზაცია გაცილებით მეტად ფასობს ვიდრე ფეხების სწრაფად გადატარება ბურთზე და არაფრის მომცემი ფინტაობა მოედნის ცენტრში …

    და კიდევ უმთავარესი !!! წელს იუვენტუსს უნდა უშველოს კონტემ , სწორედ ანტონიო უნდა იყოს მთავარი მოქმედი გმირი , ისე არაფერი არ გამოვა !! და კიდევ , თუ გუნდის ცენტრალური ზონა – ნახევარდაცვა , ათამაშდა ისე როგორც მწვრთნელს სურს , მაშინ დამიჯერეთ , თავდასხმას მხოლოდ რეალიზაცია დაევალება და მეტი არაფერი … არანაირი გმირობები და 5 მცველის ერთიად მოტყუებები , უბრალოდ საგოლე გადაცემების ლოგიკური დასრულება და ეგ არის !! ამ მხრივ , მატრის მიაქციეთ ყურადღება , ტიპი გოლების მანქანად ყალიბდება და კუალიარელაზე არაფერს არ ვიტყვი საერთოდ

    1. კაი რა რას ამბობ? აგუეროს არ გააქ 20 გოლი სეზონში?? თუ ვინმემ ათრია ატლეტიკო სეზონში სწორედ აგუეროა. და როსის ნაირი გვყავს მატრი კვალიარელა

      1. ამ კომენტარის მიხედვით , კიდევ ერთხელ ადასტურებ , რომ საერთოდ არ უყურებ ატლეტიკოს თამაშს და უბრალოდ იუთაბზე ნახულობ ჰაილაითებს

        ატლეტიკო წელს აგუერომ კი არა მთელმა კომპანიამ ათრია და თრევას რას ეძახით , მეშვიდე ადგილს ? ათრია როსიმ და ლიგაზეც გაიყვანა

        1. სხვათაშორის ვუყურებ და აგუეროს ნაირი შედეგი არც ფორლანს აქვს რომელიც წინა წელს საუკეთესოდ ითვლებოდა აღიარე წელს აგუერომ დაგლიჯა ყველაფერი მაგან გაიყვანა არგენტინა ჯგუფიდან ძალიან მაგარი ფორმა აქვს და როსის მე მირჩევნია. როსის ყიდვას საერთოდ არავინ ვიყიდოთ ჯობია ეგეთები გუნდში გვყავს

          1. როსიზე არაფერს არ ვიტყვი საერთოდ , მე არ მევასება ეგ როჟა , მაგრამ მაგის ნაირები ბევრი ნამდვილად არ გვყავს

            აგუეროს დაგლიჯვას რაც შეეხება , არგენტინის ნაკრების ჯგუფიდან გაძვრენა რომ ერთ ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული და თან ჭ კლასის გუნდებთან , სიმაგრეს არ ნიშნავს : |

            ფორლანი არ იყო ფორმაში , მაგრამ სამაგიეროდ სხვა ფეხბურთელები იყვნენ ფორმაში , მაგალითად იგივე რეიესი … ნუ რას მიმტკიცებ არ ვიცი , გეუბნები თუ თრევაზე მიდგა , როსიმ წელს პროცენტულად უფრო მეტი ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს ვიდრე აგუერომ საკუთარს და შენ მაინც ჯიუტად აგუეროო ამბობ და ამ დროს რეალურად ორივენი ერთ საფეხურზე დგანან

  10. აუ მე ვატყობ ატლეტიკოს ლიონის და ლევერკუზენის პრეზიდენტები იმათ შორის მოხვდებიან ვინც ოდესრაც მაროტას შეეწირა ისე დაადებილებს და ისე დააკლებიებს ფულს ამ საცოდავებს ინფაქტი დაარტყამს :lool:

  11. ტოტენჰემს როსი უნდა 30 მილიონად და ხელფასი 4,5 მილიონიო ალბათ მოდრიჩს გაყიდიან 30 მილიონად იმედია ტოტენჰემი იყიდის როსის და მაროტას გამოსავალი რო არ ექნება აგუეროს დაითრევს აბა მატრიელას იმედზე ვერ ვიქნებით რომელიმე დაიტრამვოს და იაკინტა გვიშველის? დელპი ასე ყოველ ტამაშს ვერ ითამაშებს

      1. მარტო გიოს სახე კი არა მილიონობით გულშემატკივრის სახე მანახე სიხარულისგან ხტუნვას რომ დაიწყებენ…. ნუ გავაზვიადე ძალიან ცოტა იხტუნავებს მარა პირადად მე წავალ და ავღნიშნავ სადმე ჯიგრულად…. :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

          1. ეჰ შენ ვერ წარმოიდგენ რა დღეში ჩავვარდები აგუერო მეც მესიზმრება მაროტას ხელს ართმევს და ალმაცერად იყურება :lool:

  12. აუ ეს სამი ფეხბურთელი დაგვხატავდა სერიოზულად რაა, ერთი ცენტრალური მცველის დამატებაც შეიძლება :juvee:

    1. ხო ისე ვინმე ერთი საიმედო ცენტრალური მცველი გვჭირდება რომელიც სტაბილურად თAმაშობს ნორმალურად…

      1. გასტადელო ან სილვესტრი და ეგ არის … ამათზე მაღალი დონის მამენტ არ მოვა მეოთხე ცენტრ ბექად

  13. როსის გოლები წელს და პასები სჰეადარეთ აგუეროს მონაგარს და ნახავთ როსი უფრო მაგარი თუ არ აის, თან როსი მეტად მონდომებულია, ეგ კი ფულის როჟაა, 7,5 ჯერ ბევრია ხელფასად, მერე მე2 მაგაში 45ის გადახდას, 7-8მლს დავამატებთ და ვიდალს, როსის, და ბასტოსს ვიყიდით. ასე რომ ეს 3 ფეხბურთელი თუ მოვიდა გაისად სკუდეტო ჩვენია და მაროტას ტაშს დავუკრავ და ვიტყვი რომ იუვე ყვარებია… ეგ 3 მოვიდეეეეეეეეეეეეს და წუწუნი არ გამაგონოთ :lool:

  14. მე აგუეროს მესიად არ მივიჩნევ და იგივეს გეტყვით თქვენც : ) რეალურად გადახედეთ და მითხარით რა შედეგით და რიგი ჯობია ელემენტარულად როსის რომელიც მე პირადად არ მევასება : | არ მითხრათ ეხლა ევროპა ლიგა მოიგო …. იქ მაგის გარდა არაერთი მაღალი დონის ფეხბყრთელი თამაშობდნენ … სიმაო , ფორლანი … ეს უკანსკნელი ვაფშე გიჟ ფორმაში იყო , ტიპი მართლა მარტო იგებდა თამაშებს … აგუერო ძალიან კარგი ფეხბურთელია , მაგრამ მე არ მინდა დიეგოს შემთხვევა განმეორდეს , გაიხსენეთ რას აკეთებდა დიეგო ! გაცილებით უკეთესი იყო თავის წლებში , ვიდრე აგუერო ეხლაა …

    არ არის მართებული მთელი ბიუჯეტის ერთ მოთამაშე გასროლა , როცა რამდენიმე პოზიციაზე გვჭირდება შევსება … ამ ეტაპზე განსაკუთრებით მარცხენა გარემარბი გვჭირდება – ბასტოსი !

    1. როსის აგუერო ყველაფერში ჯობია ისეთი ფეხბურტელი რომელსაც ჭირდება პასი და გოლს იტანს გვყავს უკვე თან ორი და მაგას ამაურიც კარგათ შეასრულებს ისეთი ვინმე გვინდა ვინც თავის ტავზე აიღებს თამაშს მოატყუებს რამოდენიმე ფეხბურთელს და გაიტანს გოლს ეხა შენ მითხარი
      როსის მოტყუებული რამოდენიმე კაცი და გოლი გაქ ნანახი?

    2. რა სიტუაციაშიც იუვეა აგუერო გვჭირდება და რატო… ავტორიტეტი არასდროს გვაკლდა და ახლაც არ აკლია იუვეს უბრალოდ ამდენი ჩაგდებული სეზონის მერე ყველას მაგარი ბანძი გუნდი გონია აგუერო თუ დავითრიეთ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება, ფეგბურთელებს თAვდაჯერებაც მოემატებათ კონკურენცია გაიზრდება და პარმასნაირ გუნდებთან 4:1 აღარ წავაგებთ…
      როსის დიდ პატივს ვცემ ძალიან მესიმპათიურება მაგრამ ახლა იუვეს აგუერო სჭირდება და ჩემი აზრით მაროტამ ეს ჩვენზე კარგად იცის…

  15. აგუერო დაივიწყეთ … ეგ წავა სიტიში ფულის გასაკეთებლად , არ არის ამბიციური პიროვნება

    როსი მოვა სავარაუდოდ …

    1. მართალია. აგუეროს ფულის კეთება აქაც შეუძლია არ დაავიწყდეს იგივე ფულს სთავაზობს რასაც სიტი

  16. აგუერო მე ფიქრობ ჩვენია იმიტორო რეალმა ტევესს სერიოზულად შეუტია და თან რაგაც კანონი ყოფილა და საბოლოო ჯამში რეალს აგუერო 130 მილიონი უჯდება 6 წლის განმავლობაში…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.