ფილიპი კონტეს მუშობის სტილით აღფრთოვანებულია
ბიანკონერის მეკარეთა მწვრთნელმა , კლაუდიო ფილიპიმ , ინტერვიუ მისცა Juventus Channel – ს , სადაც მოახლოებულ სეზონზე ისაუბრა …
საბედნიეროდ , კლუბი ახალ სეზონს , ტრავმირებული მეკარის გარეშე ხვდება …
” საკმაოდ სასიამოვნო ფაქტია . გვეძლევა დრო , წინასასეზონო მომზადების პერიდოში , გუნდი მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვდეს ახალ სეზონს . ეს ყველაფერი გუნდს დამატებით უპირატესობას შესძენს , რადგან გაიხსენეთ ელემენტარულად შარშანდელი სეზონი , როდესაც ბუფონი კლუბს მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებში დაუბრუნდა . იმედი მაქვს ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება და რაც მთავარია შედეგიანად ” .
ვარჯიშებზე , თქვენ ყოველთვის აქტიურობთ ანტონიო კონტესთან ერთად . არიან კი მზად მეკარეები ახალი – შემტევი ტაქტიკისთვის ?
” იცით , სამწვრთნელო პროცესებში , შარშანდელთან შედარებით მართლაც შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ცვლილება . დღეიდან , კლუბის მეკარეებს გაცილებით მეტად მოუწევთ ფეხით ასპარეზობა და წვრთნები , რომლებიც ამ ეტაპზე ხორციელდება , სწორედ ზემოთხსენებული ასპექტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს . ეს ყოველივე , დამატებით თავდაჯერებულობას შემატებს მოთამაშეებს , ისინი მზად იქნებიან შეხვედრის დროს , ნებისმიერი არასასიამოვნო ეპიზოდისთვის ” .
წინასასეზონო მომზადების პერიოდში , მეკარეების მწვრთნელმა და გუნდის მთავარმა ფიგურამ ანტონიო კონტემ , უნდა განიხილონ მოთამაშეების ფიზიკური კონდიციები შვებულების შემდეგ . რა შეგიძლიათ თქვათ , თქვენს ფეხბურთელებზე ? და როგორი ტიპის ვარჯიშებს იყენებთ დღეისათვის ?
” სიმართლე გითხრათ , სიტუაცია ზუსტად ისე გამოიყურება როგორსაც მოველოდი . მოტივირებული ფეხბურთელები ვიხილე , რომელთაც მუშაობა სწყურიათ . ვფიქრობ , ეს ასპექტი უმნიშვნელოვანესია . შვებულება აუცილებელი იყო მორალური კუთხით დასვენებისთვის , თუმცა უკლებლივ ყოველი მათგანი ცდილობდა შეენარჩუნებინა ფიზიკური კონდიციები ” .
თქვენ სამწვრთნელო შტაბში შედიხართ და გვაინტერესებს , როგორია ანტონიო კონტესთან ერთად მუშაობა ?
” არაჩვეულებრივად ჩაიარა იმ დღეებმა , რაც ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა . სამწვრთნელო პროცესი მიმდინარეობს ბრწყინვალეთ და მე არ მაქვს პრეტენზიის გამოხატვის საბაბი . ერთი სიტყვით მხოლოდ დადებით შეფასებას მივცემ . კონტეს სათამაშო გეგმა , ზედმიწევნით კარგად შევისწავლეთ . ვფიქრობ , ახალი კონცეპცია შესანიშნავია როგორც პირადად ჩემთვის , ისე მეკარეებისთვისაც ” .
წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი
ბუფონი ყველაზე მაგარი მეკარე!!!!!!!!!!