სატრანსფერო ჭორი ( ტიაგო )
ესპანური გამოცემა As – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსმა” ტიაგო კარდოსო მენდეშთან არსებული კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა, რის შედეგადაც პორტუგალიელი ნახევარმცველი მადრიდის “ატლეტიკოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.აქამდე ჯუზეპე მაროტა ტიაგოს უფლებათა პაკეტის გასხვისებას არ ჩქარობდა, რადგან სურდა იგი სერხიო აგუეროს ტრანსფერში გამოეყენებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც არგენტინელმა საკუთარი აზრი ღიად დააფიქსირა, პორტუგალიელის კონტრაქტი გაწყვეტილ იქნა.ტიაგო უკვე 18 თვეა არენდის წესით თამაშობს მადრიდულ კლუბში და როგორც მოსალოდნელია, იგი კიდევ რამდენიმე წელი ითამაშებს ესპანეთში.შუახაზელი პრიმერა დივიზიონში 2010 წლის იანვრიდან გამოდის, 2009/10 სეზონის მეორე ნახევარი მან მართლაც წარმატებულად ჩაატარა, 2010/11 სეზონის დასაწყისში კი არენდის ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.
ვიღაცამ დამიწეროს სკაიპი კაცურად ვინც იცის და ამიხნას რა ძმურად …თორე თავს შევწირავ ამ ანიმაციას
