ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტამ “ბაიერთან” მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა

სულ რამოდენიმე წუთის წინ მილანში ტურინის “იუვენტუსისა” და ლევერკუზენის “ბაიერის” წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს არტურო ვიდალის ბებერ ქალბატონში ტრანსფერთან დაკავშირებით.ჩილელი ფეხბურთელი უკვე შეიძლება ჩაითვალოს ჯუზეპე მაროტას მეხუთე შენაძენად, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება მას შემდეგ, რაც ვიდალი ტურინს ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ნახევარმცველის ანაზღაურება 3 მილიონი ევრო იქნება.Sky Sport 24 – ის ინფორმაციით, ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის მაროტა 12 მილიონს გადაიხდის თუ ტრანსფერში რომელიმე მოთამაშეს ჩართავს, საუბარია ვინჩენცო იაკინტას, მომო სისოკოს ან ფელიპე მელოს ბარტერზე.ლევერკუზენელთათვის საუკეთესო ვარიანტი მალელი ნახევარმცველია, რამეთუ ვიდალის ყველაზე უკეთ ჩანაცვლება სწორედ მას შეუძლია.არტურო ვიდალის აგენტი, ფერნანდო ფასილევიჩი ჯერ კიდევ ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობასთან კავშირშია და კონტრაქტის ფორმალობებს აგვარებს.

წყარო : Tuttojuve

94 thoughts on “მაროტამ “ბაიერთან” მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა

  1. მელო გასაშვებია და მაგაში კონტესკენ ვარ 100% აი სისოკო მაინც უნდა დარჩეს რა და ვიდალი დაგვხატავს იმენა საგოლ :forza: :juvee:

  2. ამ როსიმ და მისმა აგენტმა უკვე ნერვები დამაგლიჯეს რა. ვეღარ გავიგე რას აპირებენ. აგენტი ამბობს მალე იქნება ტრანსფერიო როსი ამბობს ვილიარეალში მინდა დარჩენაო. ნერვი აღარ არის

  3. gio_juventino

    ორივე თუ დავიმატეთ, გასული სეზონის ორ საუკეთესო მოთამაშეს ვიყიდით, ვიდალს გოლებიც გააქვს და პასებსაც აკეთებს..როსის სტატისტიკა კი ვიცოდი, უმაგრესია, მაგრამ ვილიარელიდან წამოსვლა არ უნდა

  4. :juvee: სადაც ზიდანი გავუშვით მელოზე გული არ მწყდება :lool: თუ დარჩება კაი იქნება მარა რას ვიზამთ დონ კონტეს არ უნდა და ჰე :lool:

  5. ვიდალის სტატისტიკა 2010-2011
    გოლი-11
    საგოლე პასი-21
    ყვითელი ბარათი-4
    წითელი ბარათი-1
    როსი:
    32-გოლი
    28 საგოლე პასი
    6 ყვითელი ბარათი ეს 2010-2011 ის სტატისტიკაა

  6. მე მისი 2 თამაში მაქვს ნანახი და ასევე რამოდენიმე ვიდეო მარტლა უნივერსალური და ძალიან პერსპექტიული ნახევარმცველია წლევანდელ კოპაზე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო .. ასე რომ კეთილი იყოს მისი მობრძანება “ვეკია სინიორაში” :juvee:

  7. sulxani

    არაფერიც ეგრე არ იქნება, მელოსა და სისოკოს წასვლა რაც არ უნდა სამწუხარო იყოს გარდაუვალია, ისინი ამერიკულ-კანადურ ტურნეშიც არ იმყოფებიან, წასვლას ისინიც ადასტურებენ

  8. ვისაც ამ ფეხბურთელის თამაში უნახავს ყველა დამეთანხმება, რომ უსერიოზულესი შენაძენია. ამ კაცის ძალიან ბევრი თამაში მაქვს ნანახი, სადაც უმაღლეს დონეზე შეასრულა ყველაფერი. გილცავთ იუვენტინოებო ამ ტრანსფერს

  9. ესეიგი ეს გადაწყვეტილი ამბავია! კრასიჩს ვერავინ შეცვლის! ნახეთ მომავალ სეზონში ააწიოკებს მეტოქის კრაის… :modee: :juventus:

  10. ბუფონი ცინგლერი კაიერი კიელინი ლიჰშტაინერი კრასიჩი პირლო მარკიზიო ვიდალი მატრი როსსი როსი და კაიერი უნდა იყიდონ იდალური სასტავი იქნება ზამენა დელ პიერო დეჩელიე ბონუჩი პაციენცა

    1. გააჩნია ვის ვის ხარჯზე იძენ. ამის გამო მელო და სისოკო მოკვეთეს გუნდიდან და რამდენად ღირდა ეგ გამოჩნდება… მთავარი არის ხარისხი და არა რაოდენობა…

  11. ესეიგი ვინ გადმოვიდა უკვე?
    პირლო
    ციგლერი,
    ლიჰშტაინერი,
    პაციენცა,
    ვიდალი…

    სხვა ვინმე დავიმატეთ? (ნუ გამოსყიდვებს არ ვგუყლისხმობ, მატრის და კვალის და ა.შ.)

    და გვინდა, ბასტოსი, როსი, და აუცილებლად ჩემი აზრით მცველი გვინდა მაღალი დონის. ასე იყო თუ ისე შედეგის მიხედვით ვერ გაქაჩა ცენტრმა საბოლოო ჯამში შარშან. (ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, კაი სახელებია მარა შედეგი ვერ დადეს)

  12. vidalis yidva კარგია მაგრამ სისოკო ან მელო უდა დატოვოს კონტემ ეგეტი მაგალი ჩამშლელი გვჩირდება ვიდალი კრაიზე შეცვლის კრასიჩს აი ნახეტ ესე ტუ არ იქნა

  13. ბუნდესლიგაში რომ ამართლებს მართლაც არ ნიშნავს იმას რომ სერია A – ში გაიბრწყინებს, მაგრამ ჩილელია, ძალიან ტექნიკურია და იმის ხარჯზე ველი სწრაფ ადაპტაციას..მაგარი კაცია ძალიან :love:

  14. მაინცდამაინც არ ვარ ჩახედული ამის არც წარსულში და არც თამაშის სტილი ვიცი და არც ხარისხი… მაგრამ ბუნდესლიგაში რომ ვინმე ქაჩავს, არ ვთვლი რომ სერია ა-შიც აუცილებლად გაქაჩავს…
    იმედია ღირს ამის სანაცვლოდ მელოს დაკარგვა (თუნდაც სისოკოსი) და მჯერა რომ ჩემზე მეტი იცის კონტემ თავის საქმეში…

    აბა მობრძანდი და გვასახელე არტურო :forza:

Leave a Reply to albertoaquilani Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.