ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალური განცხადება : არტურო ვიდალი ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელია !

საფეხბურთო კლუბი , ტურინის ” იუვენტუსი ” იუწყება , რომ მიღწეულია  შეთანხმება ლევერკუზენის ბაიერთან არტურო ვიდალის თაობაზე . კონტრაქტის მიხედვით , ჩილელის სანაცვლოდ გადახდილი იქნება 10.5 მილიონი ევრო , რომელსაც იუვენტუსი ეტაპობრივად დაფარავს : 5 მილიონი ევრო გუნდმა მომენტალურად გადაიხადა , როდესაც უშუალოდ ხელშეკრულება გაფორმდა , 3 მილიონი ევრო 2012 წლის 30 ივნისამდე უნდა დაიფაროს და 2012 წლის 31 დეკემბრამდე დარჩენილი 2.5 მილიონი ევრო . იმ შემთხვევაში თუ კლუბი გარკვეულ წარმატებებს მიაღწევს , ეს თანხა შესაძლოა დამატებით ორი მილიონით გაიზარდოს . თავად არტურო ვიდალთან კი ჯუზეპე მაროტამ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

54 thoughts on “ოფიციალური განცხადება : არტურო ვიდალი ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელია !

  1. Datka

    ვილიარეალი ლიგის საკვალიფიკაციოს რა ეტაპზეა ხო არ იცი დათკა ? იმის მერე აპირებენ ეგენი როსის გამოშვებას

  2. albertoaquilani

    ეგაა გაჭიმული თანხები არაბი შეიხების დამსახურებაა..ბრიტანეთში დიდი თანხების გადახდა და მიღება უყვართ..თორე კეროლიც არ ღირს ჩემი აზრით 35 მილიონი..

    1. შენი აზრით კი არა , ეგ ტიპი უნამუსო ვიყო თუ 15 მილიონი ღირდეს :lool: პროსტა კუნძულია რა : D იქ იმენა სტოლბას რო დაადო გაბერილი ფასი , იმას იყიდიან :lool:

  3. albertoaquilani

    – – – დააკლიკე – – –

    აი ლინკი ნახეთ ჩელსი 20 მილიონიან წინადადებას ამზადებდა ელიას სანაცვლოდ, ჰო კიდევ, ელიას ჰამბურგთან კონტრაქტი 2014 წელს უმთავრდება, სტატიაში წერია ეგეც..

    აი დავდე კონკრეტული ლინკი და რა არი გაბაზრებული ნახე..იქ პეპეზე საშინლად უაზრობას ამტკიცებ კიდე, იუვემ პეპე 7.5 მილიონად გამოისყიდა და უდინეზესთვის 11 მილიონად პეპეს ზენიტში გაყიდვა მეტად მომგებიანი იქნებოდა..მაგრამ პეპეს კონტრაქტში ედო სეზონის ბოლომდე ვერ წავიდოდა ვერსად სანამ იუვე ვთქვათ უარს არ იტყოდა მის გამოსყიდვაზე

      1. ფული თქვი შენ თორემ ტორესი სულ არ ღირდა 56 მილიონი ევრო მარა ჩელსიმ გადაყარა ფული ასერომ ეგ ჩელსის ნებაა რამდენ ფულს შეთავაზებს ჰამბურგს და კიდევ ჩემს მოცემულ ლინკზე კონკრეტულად სატრანსფერო ფასი ეწერა შენსაზე კიდე ჩელსის შეთავაზებული ფულის რაოდენობა….

        1. ნუ ეგრე ზოგადად ფეხბურთელების ფასები ყველგან გაბერილია … ერთია რამდენი უნდა ღირდეს და მეორეა რამდენად გაყიდიან

Leave a Reply to Dutch Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.