ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” რამდენიმე პოზიცია კვლავინდებურად საჭიროებს გაძლიერებას”

იუვენტუსთან ერთად კიუზო პეზიოში , ჯუზეპე მაროტაც იმყოფება , რომელსაც კვალვინდებურად სატრანსფერო საქმიანობაზე მოუწია კომენტარის გაკეთება : ” სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ამ პერიოდის პროდუქტიულად გამოყენებას . მინდა დაგარწმუნოთ , რომ შემადგენლობა კიდევ გაძლიერდება , რადგან არის გუნდში პოზიციები რომელიც ამას საჭიროებს . შევეცდებით ყველა ის მოთამაშე დავიმატოთ , რომელიც ანტონიო კონტეს სურს . პლიუს ამასთან გათვალისწინებული იქნება უშუალოდ სატრანსფერო ბაზრის სიტუაცია , სადაც რამდენიმე კლუბი ათეულობით მილიონს ხარჯავს . ბონუჩი ? ზენიტმა ოფიციალური წინადადებით მოგვამრთა , მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ ლეოს გასხვისებას , ჩვენ გვჯერა მისი და დიდ იმედებსაც ვამყარებთ . ჯერ ჯერობით გაურკვეველია მანინგერის და სორენსენის ბედი , შესაძლოა რამდენიმე დღეში რაიმე შედეგს მივაღწიოთ , მაგრამ დღეისათვის სიტუაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას . რაც შეეხებათ დანარჩენ ფეხბურთელებს , ვისი მომავალიც ასევე ბურუსით არის მოცული , შევეცდებით რამდენიმე ვარიანტი შევთავაზოთ , რომლებიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს “ .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

33 thoughts on “მაროტა : ” რამდენიმე პოზიცია კვლავინდებურად საჭიროებს გაძლიერებას”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.