ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძოფი : ” ვუჩინიჩი ტოპ ფეხბურთელია “

Calcionews24.com – ი , ბიანკონერის ყოფილ , ლეგენდარულ მეკარეს დინო ძოფს დაუკავშირდა და  კომენტარის გაკეთება თხოვა იუვენტუსის მიმდინარე სატრანსფერო პოლიტიკაზე და ზოგადად გუნდში არსებულ სიტუაციაზე : ” ვფიქრობ , წელს იუვეს უკეთესი სეზონი ელოდება , რადგან ამაზე უარესი მემგონი უკვე აღარაფერი მოხდება . კარგით ხუმრობა გვერდით გადავდოთ . მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , გუნდმა სწორი სვლები განახორციელა , რაც მიუთითებს იმ ფაქტზე , რომ ხელმძღვანელობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იმ ” იუვენტუსის ” დაბრუნება , რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ბოლომდე იბრძოდა . ვფიქრობ გუნდი ამ ეტაპზე ისეთ მდგომარეობაში იმყოფება , რომელიც მისცემს საშუალებას იბრძოლოს სკუდეტოსთვის , მაგრამ მინიმალური მიზანი უნდა იყოს მესამე პოზიცია . ვუჩინიჩი ? გენიალური ფეხბურთელია და ორი აზრი არაა ის რომ ტოპ მოთამაშეა , მაროტამ მორიგი სწორი და ხმაურიანი შენაძენი განახორციელა . კონტე ? იუვეს გულშემატკივრებს სანერვიულო არაფერი აქვთ , რადგან ანტონიოს კარგად მოეხსენება , რას ნიშნავს ატარებდე ბიანკონერის მაისურს , გამარჯვებული კლუბის მაისურს ! “ .

წყარო : Calcionews24.com

3 thoughts on “ძოფი : ” ვუჩინიჩი ტოპ ფეხბურთელია “

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.