ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი : “დებიუტით კმაყოფილი ვარ”

La Gazzetta Dello Sport – თან საუბარში ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა, არტურო ვიდალმა ტროფეოს თასთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცლად ისაუბრა : “ჩემი დებიუტით კმაყოფილი ვარ.შავ-თეთრი მაისურის ტარება ჩემთვის დიდი პატივია, გუშინდელი საღამო არასოდეს დამავიწყდება”. ზუსტად 45 წუთში ჩილელმა ნახევარმცველმა საოცარი გოლი გაიტანა და გრძელი პასით ალესანდრო მატრის გაატანინა : “მესმის, როგორ თამაშობს იუვენტუსი და ვცდილობ, მწვრთნელის დავალებები მაქსიმალურად შევასრულო.თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და იმედი მაქვს, თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.ჩემი პოზიცია ? – პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველი ვარ, მაგრამ მოედნის ნებისმიერ წერტილში თამაშის გამოცდილებას ვფლობ და მზად ვარ იქ ვითამაშო, სადაც მწვრთნელი მოინდომებს.ალესანდრო დელ პიერო და ანდრეა პირლო ნამდვილი ჩემპიონები არიან, მათ გვერდით თამაში ფანტასტიურია.ძლიერი გუნდი გვყავს და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვთამაშობ.იუვენტუსს შეუძლია გახდეს უკეთესი, ვიდრე მილანი და ინტერი არიან.ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ სკუდეტო.

წყარო : Tuttojuve

16 thoughts on “ვიდალი : “დებიუტით კმაყოფილი ვარ”

    1. მაგის პენალზე უფრო რუჯეიროს აცილებული გამიტყდა… მაგრად ჩამოიღო და ყველაფერი მაგრად გააკეთა

  1. კრასიჩზე რატო არაფერს ამბობთ? კარგად ითამაშა, აიკლო ინტერის დაცვა, სისწრაფეში ყველას აჯობა… მე კრასიჩის თამაში მომეწონა ძალიან :)) ეგ და სტეფანე ერთად ძალიან მაგრები არიან და იქნებიან !!

  2. ისე ეხა შეხედეთ კაცი ახალი გადმოსულია და იძახის იუვენუსი უფრო მაგარი იქნება ვიდრე მილანი და ინტერიო . კილინი ამ კაცს უნდა მიბაძო

  3. სალამი ყველას.

    ვის შეუძლია ამიხსნას როგორ დავდო პოსტი? (ან სადმე თუ გიწერიათ რო წავიკითხო)

    წინასწარ მადლობა :)

    1. შენ ხო წერდი სტატიებს? რაღაც ეგრე მახსოვს. თვის ბოლომდე მოიცადე ძმურად, სტატია დაიდება ახალი მწერლებისთვის და მაშინ გამოგვეხმაურე, მეც ქალაქში ვიქნები და დეტალურად აგიხსნი, ახსოვს აქაურებს შენი სტატიები თუ არ ვცდები…

      1. კი კი ვწერდი მაგრამ ახლა შეცვლილია აქ რაღაცეები და მაგიტომ ვეღარ გავერკვი რაღაცეებში :))) ოკ მოვიცდი :))

        1. ვაჰ რა კაცი )) როგორ ხარ ძმა ? სად დაიკარგე რომ აღარ ჩანდი ))) აი ჩამოვა გიო და ერთ სტატიას მიუძღვნის ამას ))

          აწი კიდევ უფრო ბევრი ადამიანის დახმარება დაგვჭირდება მომავალი სეზონიდან

Leave a Reply to Dutch Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.