სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 დღე დარჩა
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე , სულ რაღაც ათიოდე დღე რჩება და თუ დავუჯერებთ , ბიანკონერის გენერალურ დირექტორს ჯუზეპე მაროტას , 2-3 მნიშვნელოვან შენაძენს გუნდი აუცილებლად გააკეთებს …
ვფიქრობ , არ წარმოადგენს სიახლეს , რომ ამ სამიდან ორი ყველასთვის არის ცნობილი . უპირველესი კანდიდატი გახლავთ ბრაზილიელი ალექსი , რომელმაც გუშინ არცთუ ისე დამაჯერებლად ითამაშა ლონდონის ჩელსის რიგებში , თუმცა ეს მის სათამაშო კლასს ხაზს ნამდვილად არ გადაუსვამს. იტალიური პრესის ინფორმაციით , ჯუზეპე მაროტამ მიიღო თანხმობა ცენტრალური მცველისგან და ეხლა უკვე მოლაპარაკება უშუალოდ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობასთან უნდა გაიმართოს . სავარაუდოდ ალექსი , უკვე მომავალ კვირაში მოირგებს ბიანკონერის შავ თეთრ მაისურს …
პ.ს. ბოლო ინფორმაციით , ბიანკონერი გეგმავს ტრანსფერში მარკო სტორარის ჩართვას და ბარტერის განხორციელებას , რაზეც არც ლონდოური კლუბის ხელმძღვანელობაა წინააღმდეგ .
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა დღევანდელ იტალიურ გამომცემლობებში . ბიანკონერი კვლავინდებურად დაუბრუნდა ელჯერო ელიას საკითხს , რომელსაც როგორც ჩანს საკმაოდ სერიოზულად დაეძაბა ურთიერთობა ჰამბურგის ხელმძღავენლობასთან . ამას ის ფაქტიც ადასტურებს , რომ გუშინდელ შეხვედრაში ბაიერნთან , ის მოედანზე ბოლო წუთებში შემოვიდა . მაროტა აპირებს ახალი , 10 მილიონიანი წინადადებით მიმართოს ჰოლანდიელის თაობაზე გერმანელ კოლეგებს , რომლებსაც თავის მხრივ არ სურთ ელჯეროსთან განშორება და როგორც ჩანს ძალით აპირებენ მის გერმანიაში დატოვებას . მოარული ხმების თანახმად , კი ელიას თაობაზე მინიმალური წინადადება უნდა შეადგენდეს 15 მილიონს , რასაც მაროტა არ დასთანხმდება .
ალტერნატივა კი არც მეტი არც ნაკლები იბრაჰიმ აფელაია . პარატიჩი/მაროტას დუეტი , აქტიურად აკვირდებიან სიტუაციას , რომელიც ბარსელონას ფლანგელის გარშემო ხდება . ალექსის სანჩესის მოსვლის შემდეგ და პლიუს ალკანტარას მშვენიერი ასპარეზობის ფონზე , აფელაის შანსები მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში ფაქტიურად 0-ს გაუტოლდა . ეს კი მისი ასაკის ფეხბურთელისთვის არაფერი კარგის მომამსწავლებელი არ არის და შესაბამისად , საკმაოდ დიდია იმის შანსი რომ იბრაჰიმი გამოიცვლის კლუბს . ანტონიო კონტე კი გაშლილი ხელებით შეხვდება ამ მოთამაშეს . როგორც ჩანს ბარსელონას მაინც არ სურს ამ ეტაპზე მისი საბოლოოდ გასხვისება და შესაძლოა რომელიმე კლუბში არენდის წესით გაუშვან . აი მაგალითად გუშინ გავრცელდა ინფორმაცია , რომ სევილია აპირებს მის აყვანას , რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჟურნალისტებში , მათი აზრით აფელაი პეროტის შეცვლის , რომელსაც ასევე იუვენტუსი აკვირდება . მაგრამ დღეს უკვე სიტუაცია შეცვლილია . თავად იუვენტუსია დაინტერესებული ჰოლანდიელით და საქმე არა არენდას , არამედ ყიდვას ეხება . 8-10 მილიონი ისევე როგორც ელიაზე , ასეთი იქნება მაროტას წინადადება .
ვარგასის საკითხს რაც შეეხება , რომელიც ბოლო პერიოდში ყველამ მიივიწყა . იუვენტუსი მას ბოლო ვარიანტად განიხილავს და თუ ბოლო წამამდე იუვემ ვერ მოახერხა ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშის გაფორმება , მაშინ პერუელთან გააფორმებს კონტრაქტს .
და ბოლოს , ემანუელე ჯიაკერინი . ჩეზენას ფეხბურთელი , რომელიც ბოლო პერიოდში არაერთი გუნდის ინტერესის ქვეშ მოხვდა . 26 წლის , საკმაოდ სწრაფი ფლანგელი მოთამაშე , შესაძლოა უკვე მომავალი კვირის პერიოდში ოფიციალურად ჩაირიცხოს იუვენტუსში . გუშინ პირველად განხორციელდა ამ ორი კლუბის წარმომადგენლების შეხვედრა , სადაც ფაქტიურად მიაღწიეს კიდევაც შეთანხმებას …
აქვე ერთი პატარა ინფორმაცია , რომელიც ალბინ ეკდალს ეხება . დღეს, ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ შვედი ფეხბურთელი კარიერას კალიარიში გააგრძელებს . ფეხბურთელი ამ ეტაპიდან ორი კლუბის თანამფლობელობაში იმყოფება .
რათქვადა იტალიაში არი თაობა უბრალოდ მწვრტნელები შანსს არ აძლევენ და გამზადებული ფეხბურთელების ყიდვა ურჩევნიათო, იმედია კონტე მიცემს შანსს ბონუჩის
მეც ადრეე მინდოდა აფელაიიიიი
რა რა თქვა კალაძემ?
კალაძემ რა თქვა ნახე? იტალიურ ფეხბუერთზე?
1juve ვინ არის ტაობა ჯოვინკო ვერასოდეს ითამაშებს მაგ ფეხბურთით ტურინში და იგივე ბონუჩი რანოკიაც მაგარი ლამერია დაცვაში არ არის იტალიელები არ გვყავს ამ ეტაპზე და ალექსის მოსვლა გამართლებული იქნება ბონუჩი ძირითადში დამგუპველი იქნება და იტალიელი კი არა თუ გინდა ტაჯიკი იყიდონ მთავარია ითამაშოს
დამიჯერეტ აფელაი დიდი ტალანტია…ვიყიდოტ ჯობია
აფელაები, ელიები, თუნდაც რობენები (ფიზიკურად სუსტები) იტალიაში ვერ გაქაჩავენ.. მაგიტოა რობინიო რო ფაფხურობს მილანში.. ამ 3-დან ვარგასი მირჩევნია ყველას..
ზამენაზე არ გააფუჭა ალექსამ ნიჭიერი რო იყო
შენაძენებს კი გააკეთებს ეს მაროტა მაგრამ ვინებს მოიყვანს ეგაა მთავარი
კაი რა 2 კვირი წინ ყველა ვარგასს ვაქებდით და ახლა აფელაის, ესეიგ რომელიც უფრო ახლოსაა იუვესთან იმ მომენტში იმას ვაქებთ?
აფელაი არის ყველა კაი ვარიანტი დანარჩენი ხარახურაა ფეხბურთელებია ..
ხოდა რუნის და რონალდოს რო ვერ ჯობდა მიტო არ დატოვეს როსი მანჩეში
მერე ნანის და ბერბატოვს მაინც როგორ ვერ აჯობა??
მაგი კაი რო იყოს ბარსა გამოუშვებს?
სანჩესს არ ჯობია და ფაბრეგასს ამიტომაც გამოუშვებს აფელაი ვერ ამოაგდებს 55 მილიონიან 3 ფებხურთელს ფაბრე ხავი ინიესტას
ლოგიკური აზრია.. მაგრამ ბარსაში ისეთი კონკურენციაა ალბად ხავისაც მოუწევს ძირითადისთვის ბრძოლა. მითუმეტეს აფელაიმ ტყუილად უნდა დაკარგოს 1 წელი. ასე რომ ჯობია დავიმატოთ, ჯერ კიდე პეევედან მინდოდა ჩუვაკი აფელაი : )
გიო_ჯუვენტინი აფელაის მოსვლა გაგიხარდება?
კი გამიხარდება ძალიან
ელია არ დამანახოთ მაგან იუვეზე ისეთი იბაზრა რაც არ უნდა მაგრა ითამაშოს იუვეში მე სასტიკად წინააღმდეგი ვარ, დალპეს ჰამბურგში ახლა რომ მეორე ბუნდელიგაში გავარდებიან !!!!!!!!!!!!!!
ამ ვარიანტებიდან მე აფელაის ვარიანტი მომწონს, ალექსი თავისთავად უნდა ვიყიდოთ, ხოლო სტორარის საბარტეროდ გამოყენების სასტიკი წინაააღმდეგი ვაარ
ამ ეტაპზე იუვეში არ მოვა ის ლეგიონერი რომელიც იუვეს დონეს დააკმაყოფილებს, ჯერ ვინც გყავს ის ხალხი ამოწურე და თუ არ დაგაკმაყოფილებს მერე დაუძახე ალექს და ელიას
ერთი ის იტალიელი დამისახელე რომელიც თან მოვა და თან იუვეს დონეს დააკმაყოფილებს. რაარი კაცო შენ იუვენტუსი იტალიის ფარმ კლუბად გინდა???
როსი
ჯუზეპე?? მაგას აგუერო ჯობია და არ გვინდა რა თქემის გაფუჭება ბანს დამადებენ . გეუბნები როსის აგუერო კიარა კვალიარელაც მირჩევნია.
მაგი რო კაი ყოფილიყო მანჩესტერი გაუშვებდა??
1juve – დიდი ბოდიში მარა ძაან ჩაციკლული ხარ ამ იტალიელებზე, მე პირადად არ მინდა არცერთი იტალიელი გუნდში ვინც იუვეს დონეს ვერ დააკმაყოფილებს, ან უბრალოდ ვერ მოერგება გუნდს..
ნედვედის და ტრეზეგეს თამაშზე ვარ გაზრდილი და ძალიან მეამაყება რო ეს არაიტალიელი ფეხბურთელები იუვენტუსის ღირსებას იცავდნენ.