ადმინისტრაცია თქვენს ყურადღებას ითხოვს
მოკლედ წარსულსა და მომავალზე…
ფრიულებზე მსაჯის პირველი სასტვენი მხოლოდ საფეხბურთო მატჩის დასაწყისის მანიშნებელი როდი იქნება. იტალიელმა არბიტრმა რომ იცოდეს, სწორედ იმ წამს აიღებს სტარტს სტუმარი გუნდის ქართული ფანკლუბის ახალი ოდისეა, ალბათ აპენინურ მზით დამწვარ ბეჭებზე დაწოლილი პასუხისმგებლობის ჭაპანი პირდაპირ მიწაში ჩაიტანდა. ერთგულ მომხმარებელს ემახსოვრება, იშვიათად, ახალი სეზონი შემაჯამებელი სტატიით არ დაწყებულიყო. ესეც რომ არა, ერთი ორი სიტყვის უთქმელად მივივიწყოთ უწინდელი საფეხბურთო წელი უსამართლობაც იქნება.
მოკლედ რომ ვთქვათ, ახალ წლამდე ჯახირ-ჯახირ, ბოგირ-ბოგირით მისული იუვენტუსი სეზონის მეორე ნახევარში პირველივე დაბრკოლებას გამოედო და ფეხი მოიმტვრია. ნელ-ნელა, სიდინჯით დაემშვიდობა ჯერ პირველ, შემდეგ მეორე, მესამე (და ასე მეშვიდემდე) ადგილის დაკავების შანსებს. გადიოდა დღეები მომავალი უქმეების მოლოდინში და ჩვენც ორშაბათ დილას სულ უფრო იშვიათად ვხვდებოდით სახეზე ღიმილით. სატურნირო ფსკერისკენ მიმავლებს სულზე მოგვისწრო სეზონის დასრულებამ და მეშვიდე ადგილზე გავჩერდით. ათასჯერ გაჩენილი იმედი ათასჯერვე მოისპო, ავად თუ კარგად სეზონი მივახრჩვეთ, მაგრამ ევროტურნირების მიღმა კი ამოვყავით თავი. მაგრამ, ქართველი კაცი რის ქართველი კაცია, ყველაზე უიმედო მდგომარეობასაც რომ არ უპოვოს პლიუსები: სამაგიეროდ, მთლიანად “სერია ა” -ზე ვიქნებით გადართულებიო -ამბობს ქართველი, იტალიელი კი თავს პირველივე ხეს ახლის და თავისთვის ქვას, მუცლისთვის კი სამართებლის ძებნას იწყებს. თუმცა ეს უკვე წარსულია, ამ შემთხვევაში კი არ აქვს მნიშნელობა რა იყო გუშინ, მთავარია რა იქნება ხვალ. იმედი ვიქონიოთ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე აწ უკვე დავიწყებული გუშინდელი…
მაგრამ ნამდვილი გულშემატკივრობა გასაჭირში მყოფი საყვარელი გუნდის გვერდში დგომაა, თორემ “ბარსა” “ბარსას” ძახილზე ადვილი რაა; ასეთები კი სანთლითაა საძებნი. რომ არ გაგიჭირდეთ, მოკლედ აგიხსნით როგორ უნდა იცნოთ. თქვენთვის თუ მიტასაობთ და ვიღაცას იუვეს ზედა აცვია, ამით არ იცნობა გულშემატკივარი, ასეთს გვერდით ჩაუარეთ. თუ ავტომობილის წინა სარკეზე უკიდია ვიღაცას იუვეს სურნელოვანი ემბლემა, ნერვებისმომშლელად რომ ტრიალებს და ქანაობს, შეიძლება არც მისი პატრონი იყოს ნამდვილი იუვენტინო, ისღა დაგრჩენიათ მასაც გვერდით ჩაუაროთ. კიდე გაივლით რამდენიმე ნაბიჯს და გაიგონებთ, ტოტალიზატორის შესავლელთან როგორ უმტკიცებს ერთი მსხვილი მეორე წვრილს და წვერებიანს სად დელ პიერო და სად რონალდოო, ამასაც გაუარეთ, სავარაუდოდ მანიპულატორი დემაგოგია. როცა ჭეშმარიტი გულშემატკივრის მოძებნის თითქმის იმედგადაწურული ავტობუსის გაჩერებაზე სკამზე მოკალათდებით და თავს ხელებში ჩარგავთ, მარტო დავრჩენილვარ დუნიაზე მე ერთიო, ეს იქნება და ეს, რომ იქვე ჯინსებიან ახალგაზრდას დალანდავთ, გუშინდელი ნადეპრესიებს თვალები გადმოკარკვლაზე ექნება, ცნობისმოყვარეობით მიუახლოვდებით და ნელ-ნელა მიხვდებით, რომ მისი პირის ცმაცუნი და უცნაური ბგერები სინამდვილეში ჩუმი ღიღინია: “იუვეეე, სტორია დი უნდ გრაანდე ამოოოორეეეე”, გაგრძელება აღარ იცის და სიტყვებს თვითონ იგონებს, მაგრამ ეს რაღა მოსატანია, ჩვენებმაც არ იციან ხოლმე სიტყვები მარა შინამანა კენაო, იმის კენა, ამის კენაო და ისეთ ჰიტებს ურახუნებენ, ნუ იტყვი! აუცილებლად მიდით მასთან და მაგრად ჩამოართვით ხელი! ხოდა კიდე, ჩვენი საიტი მოასწავლეთ, ვინიცობაა არ იცოდეს…
და თუმცა აქაც ხშირად ვუმტკიცებთ ხოლმე ერთმანეთს, არა მე მიყვარს მეტად იუვე, ვიდრე შენო, მაინც მგონია, ნამდვილი გულშემატკივრის გარდა ამდენწლიანი წარუმატებლობების შემდეგ ვერავინ შემორჩებოდა იუვენტუსს. მერამდენე წელია, იმედგაცრუების გარდა არაფერი გვინახავს, ხან ერთი უბადრუკი გუნდი გაგვთელავს, ხან მეორე, მაგრამ მაინც იმედით ველოდებით მსაჯის სასტვენს, ახალ შაბათ-კვირას, ახალ სეზონს. ამდენი ცვლილების მერე ყველას აქვს რაღაცის იმედი, მათაც კი ვინც კატეგორიულად განზე დგანან, არადა არ მჯერა დღევანდელი იუვესიო. საბრძოლო განწყობა იგრძნობა, იგრძნობა ესე იგი არის! თანაც, იუვენტუსი ხომ მხოლოდ ის თერთმეტი კაცი არაა, მინდორზე რომ დარბის, ეს ჩვენით იზომება იუვენტუსის სიძლიერე, კარგად დაიმახსოვრეთ, ბატონებო და ქალბატონებო, ეს ჩვენ ვართ იუვე!
ახლა კი საქმე ცოტა ხნით: ყველაფერთან ერთად, ვებ-გვერდს ბრძოლის ახალი ძალებით გასაახლებლად ახალი სისხლი სჭირდება. გვჭირდება ნებისმიერი მსურველი, ვისაც თუნდაც რამით შეუძლია ჩვენი დახმარება. კერძოდ კი მწერალი – ადამიანი, რომელსაც ეცოდინება მინიმუმ რუსული, მშობლიური ენის გარდა, ცხადია, სასურველია სხვა ენებიც. წინასწარ გამზადებულ ინსტრუქციებს სტატიის დადებასთან დაკავშირებით მიიღებს სურვილის გამოთქმის შემდეგ (გაითვალისწინეთ, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას იმ შემთხვევაში, თუ არ მოეწონება თქვენი წერის მანერა, თქვენი უნარები, ჩამოგართვათ სტატუსი, თუმცა, ვეცდებით, ამისგან თავი შევიკავოთ). ადმინისტრაციის თხოვნაა, სურვილის ქონის შემთხვევაში არ დაიზაროთ, დაიხარჯოთ ჩვენი საყვარელი საიტისათვის. გახდით ერთიანი გუნდის წევრი, დავამტკიცოთ სიყვარული საქმით და პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, ეს საქმე თქვენთვის გართობად და დასვენებად იქცევა.
არ დაივიწყოთ, ეს ჩვენ ვართ იუვე…
აუ ყველას გენაცვალეთ რა ვინ ამ გუნდს ბალეშიკობს რომც წააგოს მარა ეს სეზონი ყველაფრიდ გამორჩეული იქნება

ეხლა წავიკითხე მთლიანად კომენტარები,ალბათ შეამჩნიეთ რომ კომენტარს იშვიათად ვწერ,მაგრამ ეხლა რომ არ დავწერო არ შემიძლია,ყველას გენაცვალეთ თქვენ,ასეთი მაგარი საიტი არ არსებობს,ყოველთვის როცა კომპთან ვარ პირველი საიტია სადაც აუცილებლად უნდა შევიდა და ვნახო რა ხდება,აქ სხვანაირად ვგულშემატკივრობთ არა მარტო იუვეს არამედ მთლიანად ფეხბურთს,ასე კარგად ფეხბურთზე ვერცერთ საიტზე ვერ მსჯელობენ,დიდი მადლობა ამ საიტის ადმინისტრაციას და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ საიტზეა და ვინც იუვეს ისევ გულშემატკივრობს მიუხედავად ყველაფრისა,ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ კლავიატურასთან არ შემიძლია,შევიკრიბოთ ერთხელ და თან ფეხბურთი ვითამაშოთ თან ერთმანეთეს გავიცნობთ და ჩავეხუტებით.ერთს დავამატებ კიდევ ჩემი ცოლი ერთადერთი იუვეზე ეჭვიანობს სხვა არაფერზე ისე მიყვარს ეს გუნდი რომ ჩემი ცხოვრება ვერ… Read more »
დიდი ხანია მეც მაგას გავიძახი, შევხვდეთ ბურთი გავაგოროთ
ადრე ვთამაშობდით და ტურნირზეც გავდიოდით და ეხლა კვირაში ერთხელ შეიძლება ვითამაშოთ
ბევრი ვმუშაობთ და ბევრს სხვა საქმეეი გექნებათ, მაგრამ კვირა დღე ასე თუ ისე ყველას თავისუფალი გვექნება, საღამოს მაინც
მე თანახმა ვარ რომ სევიკრიბოთ დავილაპარაკოდ და ბურთიც გავაგოროთ ამას რამდენი ხანია ვიძახი ორი დღის უკანაც ვუთხარი ბიჭებს ვისაც შეუძლია და ასაკი უწყობს ვითამაშოდ
თუ იმის რცხვენია რომ კარგათ ვერ ითამაშებს არ არის პრობლემა ჩვენ მოყვარულები ვართ და იუვეს სიყვარულში გავაგოროთ ძალიან მაინტერესებს ამდენი იუვენტინოსთან ერთად არასდროს არ მაქვს ნათამაშები.
ძმებო ერთი ვერ გავიგე სლაიდზე სურათის ზომა როგორ უნდა გავაკეთო?
https://forzajuve.ge/2011/06/11/%E1%83%A1-2/
ამის მიხედვით იმოქმედე და თუ რამე ვერ გაიგე მკითხე მერე ; )
მივხვდი
აქ რა მოსატანია მაგრამ მარკიზიოს ბანერი ძან მაგარია მარკიზიო

ამ სიახლესთან ეს კომენტარი რა შუაშია მაგრამ მაინც გაგცემ პასუხს და ამაზე დავამთავროთ
კუალიარელა , მატრი , პეპე და მოტა ჯამში გუნდს სადღაც 45-50 მილიონამდე დაუჯდა
პლიუს 10 მილიონი ვიდალი
პლიუს 14 მილიონი ვუჩინიჩი
პლიუს 9-10 მილიონი ლიხშტაინერი
რამდენი გამოდის ?
გუნდმა ტრანსფერებზე გამოყო 70 მილიონამდე და არა 120 … კარგად უნდა წაგეკითხათ ის სტატია . 120 მილიონამდე სახელფასო ფონდი გაზარდა იუვენტუსმა , ტრანსფერებზე კი არ გამოყო
კვალია, მოტა, მატრი, პეპე გუნს ოთხივე ერთად დაუჯდა 37 მილიონ 300 ათასი ევრო … მაგრამ მაგათი სატრანსფერო თანსხის ნაწილი ხომ წინა სეზონში გადაიხადეს ???
არაფერი არ გადაუხდიათ
მე ეგრე მახსოვს რომ 45 დაჯდა … 16 16 მარტო მატრიარელაშია გადახდილი , 7 – ია პეპეში და 2 მოტაში
ისე ცნობისთვის მილანესე რო იყო ეგ ვარ, მაგრამ მე იტალიის გადამკვდარი ფანიც ვარ და იუვეც შედის იტალიაში.. თან ეს საიტი მაგარი დამევასა, ძაან მაგარი ხალხია და ყველა სწორად ლაპარაკობს ფეხბურთის შესახებ… კიდე სტატიების წერა ძალიან მაგრა მიზიდავს და მოგეხმარებით.

ახლა ამდენი მწერლები რო ხართ სტატიებს როგორ გაიყოფთ
(ეს ხუმრობით)
ხვალ ნაჩკე აგიხსნის ძმა
კარგი
სტატუსის მიღების მერე სიახლის დამატება სად დაიწერება ?
რა ნიკით წერ calcio -ზე
C a l c i o
საღო კარგი სტატიაა
დახმარება ძალოან მინდა მაგრამ თქვენ სტატიებს რომ ვუყურებ მაგდენი სად შემიძლია
მარტო გადათარგმნა რას შველის ისე კარგად გადმოსცემთ აზრს. ასე გააგრძელელთ

IKO
სკაიპი ან რამე საკონტაქტო ინტერნეტ საშუალება დაწერე და შეგეხმიანებით თუ გცალია ძმა )
—
ხო რაც შეეხება ბუფონის ბანერს ) ვერსად ვერაფერი ვერ ვიპოვნე ისეთი და თუ გაქვთ რამე ისეთი რომ საიტს დიზაინს მოუხდეს მომაწოდეთ და დავდებ
ivakhtangishvili@gmail.com – ამ მეილზე შეგიძლიათ შემომეხმიანოთ.
Nachke
ბიჭებო,ჩოგბურთზე დავდე აჭარაში და livescoreze ის ტამაშები საერთოდ არაა,არადა დაწყებულია,ვერ მეტყვით კიდევ სად შეიძლება ვნახო ანგარიშები? ძმურად დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ ბილეთი მაქვს მაგით გადაზღცვეული და აუცილებლად უნდა ვნახო
FlashScore.com
სტატუსის მსურველებმა სკაიპი დაწერეთ და დაგიკავშირდებით : )
შენ ბრატ ახალი ხარ თუ სახელი შეიცვალე?
ნაჭღეა
აააააააააააა გასაგებია ამდენიხანია ასეთი ნიკით არავინ მინახია და გამიკვირდა დათკა მეგონა ისე უთხარით ადმინს კუალიარელას ორ სურა|თს ერთი ბუფონის და ერთი ფაბიოს დაედო ჯობდა.

ხო.. ზევით როა კუალიასი, იმის მაგივრააად კარგი იქნებოდა
არაუშავს, 4 ამაზრზენი წელი გადავიტანეთ, ამდენივე სეზონი, და ამის შემდეგ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვიყვიროთ ფორცა იუვე და დაველოდოთ გენიოს კონტეს, რომელსაც ყველანი თვალებში შევყურებთ.
იუვენტინოებო ერთი თხოვნა მაქვს ადრეც ვთქვი და მინდა ეხლაც გითხრათ
ვისაც ძალა შეგწევთ და ასაკიც ხელს გიწყობთ ერთი დღე გამოვნახოთ და ბურთი გავაგოროთ იმედია დაფიქრდებით თან ერთმანეთსაც გავიცნობთ და ახლოდან დავუმეგობრდებით.
არ იქნებოდა ცუდი
კაი იდეაა

დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით :) რუსულს თავისუფლად გავქაჩავ; ინგლისურზე ცოტას ვიწვალებ და იტალიურზე რამეს მოვიფიქრებ :)

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ სურვილი მაქვს, წერის გამოცდილებაც – საკმაოდ და დროს ყოველთვის გამოვნახავ
შემიძლია მე სიახლეების წერა რუსული საიტებიდან და მომცემთ მწერლის სტატუსს?
And we, we all believe in her
We all believe