ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუალიარელას არ აშინებს კონკურენცია

ფაბიო კუალიარელა – იტალიელი ფორვარდი , რომელიც ტურინულმა კლუბმა გასული წლის აგვისტოში , სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტახნით ადრე აიყვანა არენდით ნეაპოლიტანური ” ნაპოლიდან ” . უნდა ითქვას  , რომ ფაბიომ 100 % – ით გაამართლა იმედები და რომ არა ტრავმა , რომელიც პარმასთან დაპირისპირებაში მიიღო , ვინ იცის კიდევ რამდენ გოლს და ქულას მოუტანდა საკუთარ კლუბს . ეხლა კი ფაბიო ” იუვენტუსის ” სრულფასოვანი წევრია და დიდი ენთუზიაზმით ხვდება მოახლოებულ სეზონს …

” უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს , რომ 8 სექტემბერს ” იუვენტუსისთვის ” ახალი და მნიშვნელოვანი რამ განხორციელდება . ეს არენა იქნება სიმბოლო ერთიანობის , სადაც გულშემატკივრები საკუთარ ოჯახის წევრებთან ივლიან მატჩებზე . ამის განსახორციელებლად დიდი შრომა და ენერგია იქნა ჩადებული და დარწმუნებული ვარ მიზანს აუცილებლად მიაღწევს . ძალიან სიმპატიური და კომოფრტული არენაა , ისეთი როგორიც ესპანეთშია და ინგლისში , ეხლა აუცილებელია ზუსტად ისეთივე გარემო იქნას შექმნილი , როგორც ზემოთ ნახსენებ ორ ქვეყანაში . სიმართლე გითხრათ , თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი , მაგრამ ნანახმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა . ერთი სული გვაქვს მეც და პარტნიორებსაც , როდის ვიასპარეზებთ ახალ , სუპერ თანამედროვე სტადიონზე , სადაც კიდევ უფრო ახლოს ვიქნებით საკუთარ ქომაგებთან ” .

” თუმცა , მხოლოდ სტადიონი ვერ მოგვიტანს წარმატებას , ეხლა უკვე ჯერი ჩვენზეა და სწორედ ფეხბურთელებმა უნდა გამოავლინონ სწრაფვა გამარჯვებებისკენ . კლუბს დიდი მიზნები აქვს და ამისთვის , ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ . კონტე ? მწვრთნელი რომელსაც გააჩნია , საკმაოდ მკაფიო გეგმები და მიზნები – მთავარი მოთხოვნა არის , გამარჯვებების მოპოვება და მუხლჩაუხრელი შრომა . წვრთნებზე ის ძალზედ მომთხოვნია და ეს სრულიად ბუნებრივია , იუვენტუსი რაც შეიძლება მალე უნდა დავაბრუნოთ მწვერვალზე ” .

” კონკურენცია  ? სავსებით არ მაშინებს ეს საკითხი . ყველა ძლიერ ევროპულ კლუბში , ეს აუცილებელი რამაა წარმატების მისაღწევად . ჩვენი წინა ხაზი კი ვფიქრობ , ერთ ერთი უძლიერესია ამ ეტაპზე . ვუჩინიჩი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია , რომელსაც იუვენტუსში გადმოსვლამდეც ვიცნობდი . მისი საფეხბურთო მახასიათებლები განსაცვიფრებელია ! ნებისმიერ შემთხვევაში , აუცილებლად ვაჩვენებ მწვრთნელს , რომ ვიმსახურებ ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობას ” .
” კონკურენტები ჩემპიონატში ? უმთავრესად რა თქმა უნდა მილანური კლუბები უნდა დასახელდეს , შემდეგ ნაპოლი და ასევე რომაული კლუბები , რომლებმაც საკმაოდ სიმპათიური შევსება მიიღეს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში … ” .

წყარო : tuttojuve

8 thoughts on “კუალიარელას არ აშინებს კონკურენცია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.