ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

580 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

კრასიჩი არ დავინახო მეორედ ძირითადში თორე იმ თამაშში აღარ უგულშემატკივრებ გუნდს.. პროტესტის ნიშნად.

ეხლა ბარსელონას ფანთან ერთად ვუყურებ თამაშს და მეკაიფება ეგ კლოუნი სად იშოვეთო..

khurtso
12 years ago
Reply to 

შარშან მეორე ადგილზე რო დაგვამთავრებინა სეზონის პირვლეი ნახევარი მაშინ არ იყო კლოუნი?

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

მსაჯმა გაუჩალიჩა იუვენტუსს და იმიტომ

საბა შიოშვილი

კონტრ – შეტევებზე უნდა ვითამაშოთ !

ბლინ ეხლა დი ვაიო შემოვა :blin:

david alkhanishvili
12 years ago

george
გეტყობა ჯიგრულად გიყვარს იუვე,სულ აკრიტიკებ და მეტი გინდა მარა ვაცადოთ ცოტაც,ჯერ ახლა დაიწყო სეზონი,გაიხარე ჯიგარი ხარ :up:

lasha naxucrishvili
12 years ago

დებილია და მაგიტო

Juvent1no
12 years ago

ბიჭებო ეხლა მოვედი სახში,ვერ ვუყურებდი თამაშს, ვუჩინიჩი რატო გააგდეს ?

lasha tkeshelashvili
12 years ago

აუ თქვენი ვერ გავიგე ვერაფერი რა გინდათ კონტესთან თქვით რააა,ესეიგი არა ჯერ ის ხალხი მზად ვინც ვერ ხვდება სასტავში,ან არაა ღირსი ჯეჯერობით,კაროჩე რა მაინც ცუდს ეძებთ რა ყველაფერში

jjj jjj
12 years ago

აუ მაგარი გაგვიჭირდებაააააააააააააააააააააააა :loool:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

არა ბიჭო ეხლა ფერებას დაიწყებდა მოედანზე . ჯერ პირველი ყვითელი რისთვის მისცა ვაფშე ? მსაჯი აფუჭებდა თამაშს და ეხლა საერთოდ გააფუჭა ! მოედანზე როცა ხარ , ხარ ბოლომდე და ეხმარები გუნდს ყველგან . დასადები იყო პატკატი და დაუდო !

lasha tkeshelashvili
12 years ago
Reply to  Dutch

ჯიგარი ხარ რაა,აბა რააა ეგრე უნდას ყველამ ვისაც შავთეთრი მაისური აცვია.ბრძოლის უნარი უნდა ქონდეს გუნდს.

Di Francesco # 1
12 years ago

კრასიჩს რა უნდა ორჯერ მიიღო ბურთი და იმხელაზე გაიგდო მოედანს გადააცილა, ვიდალმა უნდა შეცვალოს

saba tsertsvadze
12 years ago

აი რაც ვუჩინიჩმა გააკეთა არი არაპროფესიონალიზმი რაა.. სოფლელობა გამოამჟღავნა

khurtso
12 years ago

აუ ჩემი ესე არ შეიძლება რა :| ელიას ნახვა მინდა ტიპი დაალპეს სკამზე

giorgi kodua
12 years ago

თამაშს ვერ ვუყურებ ბიჩებო დადეთ ვინმემ ლინკი ან ამ ადმინისტრაციას უთხარით დადოს ლინკი რა! უვარგის ლინკებს დებენ რა

საბა შიოშვილი

ვიდალი – მარკიზიო
ალე – მატრი
პეპე – ელია

ეს ცვლილებები კონტე !!!

lasha tkeshelashvili
12 years ago

ვენაცვალე მირკოს აბა რაა ეგრე ბოლომდე უნდა იბრძოლოს ნებისმიერმა იუვეს ფეხბურთელმა,პროსტა სუდიას დედაც რააა:mrgreen::mrgreen::mrgreen::mrgreen:

Di Francesco # 1
12 years ago

მილანი აგებს, დინატალემ შეუსრულა

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

George

კაცურად რა გინდა ? რაზე გვანერვიულებს კონტე ? ბურთს ფლობს სულ იუვენტუსი დაცვაში თამაშობს მშვენივრად . წინაც რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით

სულ კრიტიკით არ დაიღალე კაცურად ?

Giorgi kasrashvili
12 years ago

აუუუ მოკვდება ეხლა, ისედაც მკვდარი თამაში. კიდევ კარგი გოლის გატანა მაინც მოვასწარით…
ვეღარც კრასიჩით დავტკბებით ეხლა და აღარც ელიას არ შემოიყვანს…

ეხლა გაიყვანს კრასიჩს და ვიდალი შემოვა. რადგან პეპე დაცვასაც კარგად ეხმაება…

მე მაგალითად ვიდალს შემოვიყვანდი ეხლა პეპეს ნაცვლად და დელპიეროს გავიყვანდი, მატრი შემოვიდეს…

——————ბუფონი

ლიხშტი——ბარძალი—კიელინი—-დეჩელიე

———-მარკიზიო—პირლო—-ვიდალი

—-კრასიჩი

——————–მატრი

ესე გავაგრძელოთ…

ყრუ დაცვაც არ ივარგებს, თორე გაგვი გოლი და დაგვერხევა…
აუ ნეტა გავუძლოთ რა…
ესა ხარ კონტე მთლად??? ბოლონიასთან გვანერვიულებ სახლში… თფუიიიიიიიიიიიიიიიი

khurtso
12 years ago

აუ ჩემი ვიცოდი რა 2 ყვითელი რამ მოაფიქრებ ინა თავდამსხმელი ხარ დაააყენე რა

Tornike Iosava
12 years ago

მსაჯმააა რა ქნააააააა ბიჭოოოოოოოოოოოოოოოო მაგის დედას დაემხოოს მთელიი იუვეეე რა ძალიიით გააგდოო ტიპიი ჩემი ვაიმეეეეეეე

levan beglarishvili
12 years ago

მოგვიწევს ეხლა ნერვიულობააააააა:)

david alkhanishvili
12 years ago

პირდაპირ წითელი მისცა თან,ვერაა საქმე კარგად

giorgi kodua
12 years ago

ხალხი არახართ ლინკები დაამატეთ ვერ უყურებ ამ ლინკებით არც ერთი არ მუშაობს

david alkhanishvili
12 years ago
Reply to  giorgi kodua

http://www.livescorehunter.ro/streams/ss/02.html ეს ყველაზე კარგია რაც მე ვნახე,არ ჭედავს

Tornike Iosava
12 years ago
Reply to  giorgi kodua

სოფკატის ლინკი მუშაობს მაგრაად თან კაი ხარისხიცაა და რუსულიაა პახოდუ

Gurami Tkebuchava
12 years ago

დაცვაზე თუ გადავედით კარგად არ დამთავრდება ეს თამაში : ელია მინდა მოედანზე! :)

| Newsphere by AF themes.
580
0
Would love your thoughts, please comment.x