ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


580 thoughts on ““იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )

  1. კრასიჩი არ დავინახო მეორედ ძირითადში თორე იმ თამაშში აღარ უგულშემატკივრებ გუნდს.. პროტესტის ნიშნად.

    ეხლა ბარსელონას ფანთან ერთად ვუყურებ თამაშს და მეკაიფება ეგ კლოუნი სად იშოვეთო..

  2. ისეთი მიზიდველი საპატკატე იყო რო ცდუნებას ვერ გაუძლო :lool: და კონტეს დავალებაა ასეთი სადაც შეიძლება ყველგან ფეხებში უვარდებიან, ძმაა ვუჩინიჩი ნუ მიცუდკაცებთ აქ ალალია მაგაზე

  3. აუ თქვენი ვერ გავიგე ვერაფერი რა გინდათ კონტესთან თქვით რააა,ესეიგი არა ჯერ ის ხალხი მზად ვინც ვერ ხვდება სასტავში,ან არაა ღირსი ჯეჯერობით,კაროჩე რა მაინც ცუდს ეძებთ რა ყველაფერში

  4. არა ბიჭო ეხლა ფერებას დაიწყებდა მოედანზე . ჯერ პირველი ყვითელი რისთვის მისცა ვაფშე ? მსაჯი აფუჭებდა თამაშს და ეხლა საერთოდ გააფუჭა ! მოედანზე როცა ხარ , ხარ ბოლომდე და ეხმარები გუნდს ყველგან . დასადები იყო პატკატი და დაუდო !

  5. თამაშს ვერ ვუყურებ ბიჩებო დადეთ ვინმემ ლინკი ან ამ ადმინისტრაციას უთხარით დადოს ლინკი რა! უვარგის ლინკებს დებენ რა

  6. George

    კაცურად რა გინდა ? რაზე გვანერვიულებს კონტე ? ბურთს ფლობს სულ იუვენტუსი დაცვაში თამაშობს მშვენივრად . წინაც რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით

    სულ კრიტიკით არ დაიღალე კაცურად ?

  7. აუუუ მოკვდება ეხლა, ისედაც მკვდარი თამაში. კიდევ კარგი გოლის გატანა მაინც მოვასწარით…
    ვეღარც კრასიჩით დავტკბებით ეხლა და აღარც ელიას არ შემოიყვანს…

    ეხლა გაიყვანს კრასიჩს და ვიდალი შემოვა. რადგან პეპე დაცვასაც კარგად ეხმაება…

    მე მაგალითად ვიდალს შემოვიყვანდი ეხლა პეპეს ნაცვლად და დელპიეროს გავიყვანდი, მატრი შემოვიდეს…

    ——————ბუფონი

    ლიხშტი——ბარძალი—კიელინი—-დეჩელიე

    ———-მარკიზიო—პირლო—-ვიდალი

    —-კრასიჩი

    ——————–მატრი

    ესე გავაგრძელოთ…

    ყრუ დაცვაც არ ივარგებს, თორე გაგვი გოლი და დაგვერხევა…
    აუ ნეტა გავუძლოთ რა…
    ესა ხარ კონტე მთლად??? ბოლონიასთან გვანერვიულებ სახლში… თფუიიიიიიიიიიიიიიიი

  8. მსაჯმააა რა ქნააააააა ბიჭოოოოოოოოოოოოოოოო მაგის დედას დაემხოოს მთელიი იუვეეე რა ძალიიით გააგდოო ტიპიი ჩემი ვაიმეეეეეეე

Leave a Reply to pinturichio Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.