ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

580 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
levan beglarishvili
12 years ago

ვაიმე დივაიო შემოყავს:)

12 years ago

sad uyurebt linki yvelam dawereet gtxovt dzalian

david alkhanishvili
12 years ago
Reply to 
david alkhanishvili
12 years ago

ვააიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

zviadi zviadauri
12 years ago

au ra cotati acdaa auu ra

jjj jjj
12 years ago

მალე ვიდალიც შემოვააააა

jjj jjj
12 years ago

აუ რას აგინებდა კონტე გასახედელში ვუჩინიჩს…:D:D:D

Giorgi kasrashvili
12 years ago

——————ბუფონი

ლიხშტი——ბარძალი—კიელინი—-დეჩელიე

———-მარკიზიო—პირლო—-ვიდალი

—-კრასიჩი

——————–მატრი

lasha naxucrishvili
12 years ago

მსაჯი შენიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :mad: :mad: :mad: :mad:

12 years ago

გეხვეწებით, ლინკი მითხარით რომ არ დავიტანჯო ისეთი. გთხოვთ

jjj jjj
12 years ago

მატრი შემოვიდა მაგრამ მაგას მიკრო ტრამვა, რომ აქვს არ გაიმიზეზოს

zviadi zviadauri
12 years ago

dacvashi ar unda chavsget ver gavudzleb 45 wuti rogorc vtamashobdit ise unda gavagrdzelot tore :blin: :blin: :blin:

zviadi zviadauri
12 years ago

anu 1 golic da egaa ra :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

დღეს მსაჯი ძალიან ცუდად უძღვება თამაშს . არ შეიძლება ასე . კატასტროფა ხდებოდა პირველ ტაიმში . საერთოდ არ ათამაშებდა არცერთ გუნდს

12 years ago

აი ეხლა გამოჩნდება ისევ ფერარას და დელნერის დროშია იუვე ჩარჩენილი თუ არა… იმიტომ რომ მაგ ორივეს დროს განსაკუთრებით დელნერის დროს 10 კაცით თამაშს მაგრად ვასხამდით ეხლა დელპის ნაცვლად უეჭველი მატრი გვჭირდება მარკიზიოს ნაცვლად ვიდალი და ელია ალბათ მართლაც ბოლოსთვის ვა ბანკზე წასასვლელად კიდევ კვალიარელას შემოყვანაც გამოგვადგება

jjj jjj
12 years ago

ეხლა გადავა 4-4-1-ზე დელპის ნაცვლად მატრის შემოიყვანს ან კვალის, მე უფრო კვალი მინდა რადგან ეგ უფრო შემქმნელია და სიღრმიდან თამაშობს და თან ნახევარ დაცვას დაეხმარება… ვიდალი კრასიჩის და ელია პეპეს ნაცვლად და 3 ქულა გარანთირებული გვაქვს………. :juvee:

Doc Doc
12 years ago
lasha tkeshelashvili
12 years ago

ძაან გვჩაგრავენ სუდიები ზედმეტი მოსდით იუვესთან მიმართებაში,ეგრე მუდინგაიზე არ იყო ჯარიმა მაგის გამზრდელი გაქრა ამ ქვეყნიდან :lool: :lool: :lool:

mamuka makharadze
12 years ago

მატრი სჰემოყავს ბლინ… კვალის აცჰმორებს იმენა.. :D

saba tsertsvadze
12 years ago

კონტე შეატევინებს მეორეს გასატანად. დარწმუნებული ვარ!

LEVANKA
12 years ago

ეხლა გამოჩნდება ჩვენი დაცვითი პოტენციალი

mishka berianidze
12 years ago

არაუშავს ამ მატჩს მაინც მოვიგებთ თან 1 ბურთს კიდევ გაიტანენ ეხლა ვიდალი გვინდა რომ ბურთი აკონტროლონ ცენტრში სხვა არაფერი უშველის დაცვაში ჩადგომა გუნდს უარყოფითად წაადგება.

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

რა გინდათ ამ კრასიჩისგან ვერ გავიგე … გაანებეთ რა თავი

saba tsertsvadze
12 years ago
Reply to  Dutch

კაი ბიჭია მარა მოედანი არ ყოფნის ხოლმე :D

12 years ago
Reply to  Dutch

რა მინდა და სტადიონის ხაზებს ვერხედავს.. სამჯერ გაიგდო ბურთი და სამივეჯერ კუთხურის ხაზს იქით გაექცა.. გაგონილა ასეთი რამე კაცოოო..

mishka berianidze
12 years ago
Reply to 

არაუსავს ისწავლის დი ლივიოც ეგეთი იყო დადებდა თავს და ლოსივით დარბოდა მერე ხაზზე ძლივსღა ჩერდებოდა მთავარია გუნდს დაეხმაროს და უაზროდ არ ირბინოს.

12 years ago

რა კონტრშეტევებზე კაცო.. დაიწყება თუ არა უნდა დავაჭიროთ და მეორე გავუტანოთ.

საბა შიოშვილი

ან პეპე გაიყვანოს და ვიდალი შემოიყვანოს …

ალეს მაგივრად მატრი უეჭველი

და ბოლო ცვლილება 76 წუთზე სადღაც ელია შემოვიდეს კრასიჩის ნაცვლად

mishka berianidze
12 years ago

ელია მე როგორც მახსოვს მარცხენა ფლანგელია და კრასიჩის შეცვლა არ დასჭირდება მისით ყველაზე მეტად ესტიგარიბია მაინტერესებს არადა განაცხადში არ ყავთ.

Tornike Iosava
12 years ago

კვალიარელა შემოიყვანონ რაა

| Newsphere by AF themes.
580
0
Would love your thoughts, please comment.x