ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


580 thoughts on ““იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )

  1. დაცვაში კი არა ბურთს არ ანახბეენ ბოლონიას :givi: დაცვაში არ ჩადგება კონტე, კუალია უფრო პროდუქტიული მგონია ამ შემთხვევაში, მატრი დაცვითი კუთხით პიტაჩოკია, არადა ბევრი მოძრაობა მოუწევს. ვნახოთ, უფრო საინტერესო ხდება :modee:

  2. დღეს მსაჯი ძალიან ცუდად უძღვება თამაშს . არ შეიძლება ასე . კატასტროფა ხდებოდა პირველ ტაიმში . საერთოდ არ ათამაშებდა არცერთ გუნდს

  3. აი ეხლა გამოჩნდება ისევ ფერარას და დელნერის დროშია იუვე ჩარჩენილი თუ არა… იმიტომ რომ მაგ ორივეს დროს განსაკუთრებით დელნერის დროს 10 კაცით თამაშს მაგრად ვასხამდით ეხლა დელპის ნაცვლად უეჭველი მატრი გვჭირდება მარკიზიოს ნაცვლად ვიდალი და ელია ალბათ მართლაც ბოლოსთვის ვა ბანკზე წასასვლელად კიდევ კვალიარელას შემოყვანაც გამოგვადგება

  4. ეხლა გადავა 4-4-1-ზე დელპის ნაცვლად მატრის შემოიყვანს ან კვალის, მე უფრო კვალი მინდა რადგან ეგ უფრო შემქმნელია და სიღრმიდან თამაშობს და თან ნახევარ დაცვას დაეხმარება… ვიდალი კრასიჩის და ელია პეპეს ნაცვლად და 3 ქულა გარანთირებული გვაქვს………. :juvee:

  5. ძაან გვჩაგრავენ სუდიები ზედმეტი მოსდით იუვესთან მიმართებაში,ეგრე მუდინგაიზე არ იყო ჯარიმა მაგის გამზრდელი გაქრა ამ ქვეყნიდან :lool: :lool: :lool:

  6. არაუშავს ამ მატჩს მაინც მოვიგებთ თან 1 ბურთს კიდევ გაიტანენ ეხლა ვიდალი გვინდა რომ ბურთი აკონტროლონ ცენტრში სხვა არაფერი უშველის დაცვაში ჩადგომა გუნდს უარყოფითად წაადგება.

    1. რა მინდა და სტადიონის ხაზებს ვერხედავს.. სამჯერ გაიგდო ბურთი და სამივეჯერ კუთხურის ხაზს იქით გაექცა.. გაგონილა ასეთი რამე კაცოოო..

      1. არაუსავს ისწავლის დი ლივიოც ეგეთი იყო დადებდა თავს და ლოსივით დარბოდა მერე ხაზზე ძლივსღა ჩერდებოდა მთავარია გუნდს დაეხმაროს და უაზროდ არ ირბინოს.

    1. ელია მე როგორც მახსოვს მარცხენა ფლანგელია და კრასიჩის შეცვლა არ დასჭირდება მისით ყველაზე მეტად ესტიგარიბია მაინტერესებს არადა განაცხადში არ ყავთ.

Leave a Reply to ika..juve..10 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.