ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


580 thoughts on ““იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )

  1. მე მაგრად არ დამევასა ეს ჯაკერინი.სამი თამაშია ვუყურებ და ხეა იმენა ტიპი…ორჯერ ცადა ფინტის გაკეთება და ორჯერვე აებლანდა ფეხებში..ელია უნდა ათამაშოს კატანიასთან უეჭველი..

  2. ყველაზე დებილი ვუჩინიჩი გამოდგა და მერე კონტე და მერე დე ჩელიე.
    მოდით ნუ ინერვიულებთ ხდება ხოლმე რას ვიზავთ არ გაგვიმართლა !
    ზოგ ფეხბურთელებს კონტე პატივს არ სცემს, კიდევ კაი სხვებმაც ვერ მოიგეს !!!!

  3. აუ ჯაკერინიმ გამაკვირვა ყოჩაღ :up: გუნდი არი ძმაო ეს მთავარია ათი კაცით 10-მდე საგოლე მომენტი შექმნეს პროსტა ბურთი არ შევიდა და დამაწყდა ნერვები :mad:

  4. აი არ ვიცი რა ვთქვა,იმიტო კი არა რო თამაშით და მონდომებით უკმაყოფილო ვარ მარა არ ვიცი როდემდე გაგრძელდება ეს კონტეს უზარო საქციელები.ჯერ ერთი პეპეს რა უნდა ძირითადში,მისცეს შანსი ელიას და ესტიგარიბიას,მერე მეორე მომკალი და არ მევასება ეს მარკიზიოს დანგრეული თამაში რაააა….. ვიდალი ვიდალი და ვიდალიიი ძირითადში და კიდევ სასწრაფოდ მარცხენა მცველი თორე ეს დე ჩელიე “სასწაულია”…..არ ვიცი რააა,ნაციონალისტია ეს კონტე თუ რაარი,უკლასოა პეპეც და ჯაკერინიც,ორივე ძაან მებრძოლი და მონდომებულია მარა ეს არაა საკმარისი რო ძირითადში ითამაშონ,იდეალური ზამენა იქნებიან….

  5. ბრავო ბიჭებს, ეს იყო ნამდვილი იუვენტუსი მიუხედავად შედეგისა, ბოლო წლებია იუვეს შტურმები არ მახსოვს, დავახრჩეთ ბოლონია უაბრალოდ არ გაგვმართლა, კიდევ ერთხელ ბრავოოოო, ეს გუნდი საჩემპიონო გუნდიაა :forza:

  6. მოგება გაასწორებდა ) მაგრამ ასეთი ემოციური თამაში მე არ მახსოვს იუვესგან ) 10 კაცით , ბურთი დავახიეთ თავზე … არ გაგვიმართლა რა უბრალოდ … იმენა არ გაგვიმართლა

  7. მადლობა ბიჭებს-10 კაცითაც კარგი თამაში აჩვენეს!!

    არც თავიდან მქონდა დიდი იმედი,მაგრამ ნელ-ნელა კიდევ უფრო ვკარგავ მატრის იმედებს……..

  8. როგორ მეძახდიიით?
    იგებს ამ სუსტ გუნდებთან პეპე-ჯაკერინითო და რას ერჩი კონტესო…
    აი რას ვერჩი, სულ კი არ გაუმართლებს…
    7 ქულა იქნებოდა სხვაობა მილანთან და ნაპოლსაც გავექცევოდით… ფუიიი :blin:

  9. ჯაკეტინი კი გამოაცოცხლა მარა ნუ არაა რა დონე კლასნი იგროკი არაა ბევრ შეცდომას უშვებს ;) რატო არ დატოვა ციგლერი ?

  10. მაინც პირველზე გადავედით…. არა რაა მსაჯმა კარგად იმასქნა რაა ეს თამაში… და კიდევ აშკარად მეორე ტაიმშიც ვჯობნიდით და პირლო საღოლ ეგ კაცი ნედვედის და დელპის იუვეს მახსენებს და არა ამ ჩამყაყებულ ფეხბურთის ხანას რომელიც 2006 დან დაიწყო და ბოლომდე მიასიკვდილა ფეხბურთი…

  11. კაროჩე რა,არასწორად მსაჯობამ დაგვღუპა და უიღბლობამ,მიუხედავად ვუჩინიჩის გაგდებისა მშვენივრად ითამაშეს ბიჭებმა და საღოლ მაინც!!! :forza: :forza: :forza:

Leave a Reply to david_david Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.