ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


580 thoughts on ““იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )

  1. KoBeSha..
    შენ რომ თქვი კუშზე მახსოვს,შარშანდელი თამაშები ამოვყაროთ და 1.4 სადაც გვქონდა უმეტესი გავტეხეთ,დამპალი კუშია მაგარი,მითუმეტეს იუვეს ტამაშებზე როცა ერთიანშია

  2. მარკიზიოსგან მეტს ველოდი, დაცვა კაი იყო,
    და საერთოდ ჯობია არავინ არ ჩაერიოს კონტეს გადაწყვეტილებებში, ან ჟურნალისტებს ვინ აკითხებს, რო შეუჩდნენ კრასიჩს რატო არ ათამაშებო, არ იმსახურებდა და მიტო.
    ყველაზე სუსტი იყო დღეს კრასიჩი
    ჯაკერინი შეეჩვევა და ახეხიებს მაგას სკამს, პეპეც და ესტიგარიბიაც.
    შეიგდებს ბურთს იმხელაზე რო, მერე ვეღარ ეწევა
    კონტე კვალი სასტავში და სკუდეტო ჩვენია

  3. ძაან კარგი ცივი შხაპი მიიღეს ბიჭებმა,რასაც კონტე ამბობდა ის მოხდა,არ უნდა ჩავარდნენ ეიფორიაში,ეხლა მთავარია კატანიასთან ქულები ავიღოთ,კიდე რასაც ვფიქრობ კაროჩე ეგრე შვება უეჭველი კონტე რა,ძალების მინიმალური დახარჯვით უნდა რომ მოიგოს თამაშები,თორე იგივე გუნდმა თან 10 კაცით ასე მაგად ასწიოს თამაშის დონე სახუმარო არაა,მაგარი სტრატეგია ჩვენი ანტონიო რააა.

  4. შემოვა და ყოველთვის კარგად ჩაერთვება ეგეთი ფეხბურთელები ბევრია რომლებიც გრანდებში ზამენაზე ცეცხლს ანტებენ მარა ძირითადისთვის შეუფერებელი ფეხბურთელია,არსებობს რამდენიმე კატეგორია ფებურრთელების,ჯაკერინი საშუალო დონის გუნდში ძლიერი იქნება მარა იუვეში ძაან მაგარი იქნება ზამენაზე,ეს შეურაცხყოფა კი არაა ზამენას დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდისთვის მარა როცა ელია გყავს ნაყიდი და 3 თაამაშია კლაავ ყურებით და არ შეგყავს,ეგ უკვე ცუდია ჩემი აზრით.ვიდალი ძირითადში უნდა იყოს,ისეთი მგელია რო ეეგეთი უნდა გყავდეს მოედანზე….რაც შეეხება კრიტიკას,ინგლისში ფერგიუსონი რო ფერგიუსონია ყველა წაგებული თამაშის მერე არიტიკებენ და ყველა თავის აზრს გამოხატავს,რაარი ამაში ცუდი???? თუ კონტე ხელშეუხებელია და კრიტიკა არ შეიძლება???

  5. ერთია რაა წელს რომ იუვემ იმედები არ გაამართლოს რავი ეგ იქნება ყველაზე დიდი სირთულე ფანებსა და გუნდს შორის.. ამიტომ ჩვენც ავიშენეთ ოცნების კოშკები და რავი რაზე აღარ ვიფიქრეთ ფაქტია რომ გუნდი თამაშს აუმჯობესებს და ერთი რამ უნდა შევიგნოთ რომ ამ ტუღსი ვიქნებით პირველზე თU წინა ტურში ვიყავით არაფერს წყვეტს არ გვინდა მოთმინება მარა გვინდა თუ არა ჩვენზე არ არის დამოკიდებული წლის ბოლოს ყველაფერს ფარდა აეხდება ასე რომ ცხრილს უბრალოდ არ შEვხედოთ და თამაშ თამაშ ვისიამოვნოთ…

  6. ვუჩინიჩმა გამოავლინა არაპროფესიონალიზმი და ეგაა რა. გუნდს უღალატა. მოსაგები თამაში იყო და მაგიტო წყდება გული. გუნდმა კარგად ითამაშა და 2 კონკრეტული ფეხბურტელის გამო ვერ მოვიგეთ

  7. იუვე !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ცუდად ვარ !!!! :forza: სულ ასე ბიჭებო , სულ ასე და მივაღწევთ წარმატებას ! ეხლა კიდე უფრო დამუხტავს კონტე ! წაგებაა მაგისთვის ფაქტიურად ეხლა ეს ანგარიში და ერთ ამბავს დაატეხავს იმათ თავზე ! შემდეგ თამაშზე კიდევ უფრო უკეთესი იუვე გამოვა !!

  8. დღეს გაზეთში ეწერა, რომ შეიძლება კრასიჩი და ბონუჩი წავიდნენ ზამთრის სატრანსფეროზე, ასევე კონტეს უნდა ჯოვინკოს დაბრუნება მაგრად

  9. ასეთი რამ რაც დე ჩელიემ ქნა ეგ მხოლოდ მაგას მოტას და ლენჩ გრიგერას შეეძლო, გროსო ანგელოზია მაგათთან !!!! კონტეს გროსოს უპატივცემულობაში ვადანაშაულებ! როცა ჭირდება მაშინ იძახებს არა!!!!!
    ელიას ისე ექცევა გეგონება პრიმავერას ფეხბურთელი იყოს!!!!! :mad:
    პირლომ ფანტასტიკა ჩაატარა დაუჯერებელი ფეხბურთელი, ბურთის ფლობა აქ უმაგრესი !!!! მგონი პირველზე ვართ :buhee:

  10. მილანმა ნიჩია ითამაშა სახლში მესამე თამაშია ვერ იგებენ, ინტერზე ლაპარაკიც ზედმეტია. ნაპოლიმ წააგო. იუვეც ყველა თმაშს ვერ მოიგებს. ეს ფეხბურთია სადაც ყველაფერი ხდება ამიტომ ძალიან უკმაყოფილოებიც ნუ ვიქნებით. თამაშით ცუდად არ უთმაშიათ 10 კაცით

    1. არ უნდა დაკმაყოფილდე მინიმუმით! ყოველთვის წინ! სამი კიარა, თუ საწირო იქნება ოთხი ქულაც უნდა დავიწეროთ ერთ თამაშში.
      მერე ხო ვიცი —>>> _აი ის ერთი ქულა რომ გქვონოდა, _აი ის თამაში რომ მოგვეგო.

      P.S “კრასიჩის გოლი ლაციოსთან”

  11. BuFFoN. . . ! ! ! says:
    სექტემბერი 22, 2011 at 00:44

    კაცურად ბეთქლიქის კუშებზე სტატია აღარ დადოთ რაა, იმ სტატიაშიც ავღნიშნე, რამდენჯერაც ეგეთი სტატია ვნახე იმდენი ვერ მოვიგეთ. და 2:0-ებიდან დაგვიტრიალეს თამაშები
    პასუხი
    მეც მაგას ვამუღამებ :D

  12. მართლა არ ველოდი ჯიაკერინისგან ასეთ თამაშს და ვფიქრობდი რომ უფრო სხვა ტიპის იგროკი უნდა შემოეყვანა ., მაგრამ როჟამ ძალიან ძალიან კარგად ითამაშა კრაიზე . მეორე საკითხია პეპე … შემდეგ თამაშზე მაგას სკამზე დასვას 100 % . ელია გამოვა კატანიასთან . ამ შეხვედრაში კიდე უბრალოდ აი მართლა არ გაგვიმართლა ! ნუ დემაგოგობს აქ ზოგიერთი , უკვე ნერვების მომშლელია ეს საუბარი

    1. დათკა ტყუილად ნერვებს ნუ მოიშლი არაუშავს ჩავთვალოდ რომ არ გაგვიმართლა ამაზე ნუ ავიღებთ ხელს მართალია თამაშს ნორმალურად ვერ ვუყურე მაგრამ მაინც მინდა რომ ბიჭებს მადლობა გადავუხადო ბოლომდე ბრძოლისთვის აი ამ დეჩელიესი კი რა მოგახსენო არ ვიცი ფაქტია რომ ყველაზე სუსტი წერტილია მარცხენა მცველი ამ ეტაპზე.

  13. 2 ქულსი დაკარგვაზე არ ვბრაზდები მე..ელიას თამაში მაინტერესებდა მაგრად პროსტა :D თორე წინ მთელი ჩემპიონატია..მთავარია სკუდეტო მოვიგოთ და თუ გინდა ჩეზენასთან წავაგოთ სახლში…ჯერ გუნდს შეწყობა უნდა..დარწმუენბული ვარ ისე ათამაშდებიან დაადედის…. ყველას:)აი ნახავთ

  14. საღოოოლ ჯაკერინიის მაგრად ითამაშა ნაღდად არ მოველოდი მაგისგან ეგეთ თამაშს, მართალია ტექნიკა აკლია მაგრამ მაინც საღოოლ : ) და აი პეპემ ცოტა ჩაწოდება ისწავლოს და კანფეეტ : )))) მაგრად გული დამწდა ელიამ და კვალიმ რო არ ითამაშეს რა :(

Leave a Reply to david_david Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.