ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

580 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
12 years ago

პარმას და სიენას 10 კაცით მოვუგეთ, აბა ჯაკერინი უკან აბრუნებდა ბურთს და ვერ უტევდა და… ერთი გოლის ეპიზოდში გაიქნია ფეხი და გადამაყოლეთ მთლად რა, სანამ მატრიმდე მივიდოდა პასი 2 კაცი შეეხო კიდევ ბურთს და იძახით აქ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობაო :lool: :lool: :lool:

Giorgi kasrashvili
12 years ago

albertoaquilani

იმიტომ რომ კრასიჩი დიდ ძალას წარმოადგენს… :kiss:

შენი კომ წავიკითხე, ასვენებს კრასიჩს და მილანთან დააყენებსო, კაცო მილოშს ფორმაში შესასვლელად თამაში არ უნდა??? თითო-თითო ტაიმები მაინც ეხლა ბოლონია-კატანიასთან, რომ მილანთან ფორმაში იყოს… ასევე ელია უნდა გაუშინაურდეს გუნდს…

MOLA
12 years ago

დაიცა ესეიგი პეპეთი და ჯაკერინით მოვიგებთ და ელიათი წავაგებტ ? :D

მაგარი ლოგიკაა ვერაფერს იტყვი … :blin:

12 years ago
Reply to  MOLA

პეპეთი და ჯაკერინითი ბოლონიას მოუგებ მილანს ვერა და ამიტომ ბოლონიასთან კრასიჩი არ უნდა ათამაშო და მილანთან კიდევ პეპე ასე რომ კონტემ თუ მილანთანაც პეპე და ჯაკერინი დაგიყენა მერე აკრიტიკეთ და არა ეხლა როცა პარმასთან და სიენასთან მაგათითაც იგებს…

G M
G M
12 years ago
Reply to  MOLA

მაგას ვინ ამბობს ძმა ?
უბრალოდ ვთქვი რო შეგიძლია პეპე და ჯაკერინით მოიგო რად გინდა ელია?
მთავარი მოგება არარის თუ ? ხოდა იგებს ეს კაცი აცალეთ რა იცის თავისი საქმე … :forza:

12 years ago

რა არ მესმის თქვენი იცით რა გირჩევნიათ კრასიჩით და ელიათი წაგება თუ პეპეთი და ჯაკერინით მოგებაა? და მეორეც წინა წელს ყველა იმას გავიძახოდით კრასიჩი დაიღალა და უნდა დაასვენოსო დელნერიმ ეხლა კონტე რაც შეიძლება მაქსიმალურად ზოგავს ძალებს და იძახით მთავარ ჩვენ დამრტყმელ ძალას რატომ არ ათამაშებსო? ციგლერს რაც შეეხება კონტეს გადაწყვეტილებას მანდაც სწორედ ვთვლი კი მაგარი იყო რეტო მარა კონტეს მაგაზე მაგარი ჭირდება იცოდა რომ მაროტა არავის არ იყიდიდა რეტოს და დეჩელიეს იმედზე მაგ ორიდან კიდევ არცერთი არ არის ის დონე რაც ლიგაზე გამოგვადგება ასე რომ ეხლა მაროტას კოლაროვზე ან ცაპდევილაზე ჩალიჩი უეჭველი მოუწევს მაგედან კი ორივე მირჩევნია რეტოს… შეიძლება თქვათ… Read more »

G M
G M
12 years ago
Reply to 

მართალი მგონიხარ მარა ეგეთი კომნტარები არ უნდა დაწერო აქ რაიცი რას მოაყოლებენ. მთავარია მოვიგეთ და გინდა გროსო იყოს სასტავში და გინდა ჯაკერინი. ვინც დაიმსახურებს ის ითამაშებს. მაგას არ ვამბობ ან კრასიჩი ან ვინმე არ იმსახურებს თამაშს მაგრამ აცალეთ კაცს რა ტრამვა აქ პეპე მშვენივრად ცვლის მას და რას ერჩით ამ კონტეს ვერ გამიგია რა .. ეგეთი ძლიერები ძლიერი გუნდებისტვის შემოვინახოთ მაგ : მილანი , ნაპოლი… ინტერს რა დავარქვა არ ვიცი : ))) იბრძოლოს მაგან სერია ა ში დარჩენისთვის ისეთი რაგაცეები მესმის მის გარშემო რო ეგეთი წარმოდგენა მრჩება მართლკა რო 90 წლების ინტერი გვიბუნდება მარა მაგარი მკიდია : )) მთავარია იუვე… Read more »

Nodari gogaladze
12 years ago

კონტეს თავი დაანებეთ , იცის რას აკეთებს

Nodari gogaladze
12 years ago

მელუუ :chuk:

12 years ago

ბავშვებო იმის მერე რაც კრასიჩის სასტავში ყოფნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ჩვენი კუში 1.29ზე ჩამოვიდა…

Giorgi kasrashvili
12 years ago

ერთი რამე ვაღიაროთ რომ შედეგის მიუხედავათ აქ მყოფთა 70-80% უკმაყოფილოა კონტეს გადაწყვეტილებით… მინდა ანალიზი გავუკეთო კონტეს საქციელებს და შესაბამისი ვარიანტები შემოგთავაზოთ… 1.კონტე რასისტია – 10% 2.კონტეს უნდა თავი გამოიდოს იმით, რომ ვააა, კასიჩი და ელია სკამზე დასვა და ჯაკერინი და პეპე აათამაშაო, ანუ თავი მოიწონოს, 2 ტური გამოუვიდა მეტოკის სისუსტიდან გამომდინარე, მაგრამ მალე ჩაისვრის მაგათზე დაყრდნობით… შესაბამისად ამ ვარაუდის სისწორეს – 60% მივანიჭებ 3.კონტე მალავს გუნდის სიძლიერეს, ხვდება რომ სიენასა და პარმას ნაირ გუნდებს ჯაკერინი-პეპეთი მოუგებს, თუ არადა ზამენა მის ხელთ არაა… ასე რომ ჯერ ელია ადაპტაციას გადის, ენის ბარიერს აგვაებს და მილოში ტრამვას ბოლომდე იშუშებს და დღეს ძირითადშიც ველოდები..… Read more »

Nodari gogaladze
12 years ago

პიტბულა რაა :lool: :lool: :lool:

lasha naxucrishvili
12 years ago

nodari აუ ჩემმა ფელიპე მელომ შეაგდო საღოოოლ აუ რაფერ აღნიშნა მაგარია ძაან მაგარი ვიდეოა :lool: :lool: :up: :up:

Nodari gogaladze
12 years ago

აბა ამას თუ იცნობთ ნახეთ :modee: :bugi: http://www.youtube.com/watch?v=3NrTF5SvZCU

lasha naxucrishvili
12 years ago

კაი თამაში თუ გამოდგა ვიდეო ჩანაწერი დადეთ რა მაგარი მისწორდება ხოლმე ყურება :)))))

mishka berianidze
12 years ago

მთავარია 1-0 არ მოიგონ და გოლი არ გაუშვან და ყველა ანგარიში გამიხარდება ყველაზე სასურველი იქნება 3-0 რადგან ეს ჩემი საყვარელი ანგარიშია მინდა რომ ალექსამ გოლი გაიტანოს 3 საგოლე გადაცემა უკვე მიითვალა აქედან პეპემ გამოიყენა 2 კი ვიდალმა და მატრიმ გააცუდეს.

Giorgi kasrashvili
12 years ago

დღეს კრასიჩი ელია ძირითადში იყოს და ლამაზი თამაშით მოვიგოთ, მერე კი შემოათრიოს ჯაკერინი და პეპე, რადგან შაბათს კატანიაში ჩავდივართ და ამ 2 თამაშში აუცილებლად 6 ქულა გვაქვს ასაღები… მერე კი მოდი მილანოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

იუვეს ორივე ტაიმის 1 მგონია

საბა შიოშვილი

და მეტი გოლი მგონია :)

lasha naxucrishvili
12 years ago

4 0 რა გამოიტენოს მაგარი გაასწორებს :lool: მაგრამ არა მგონია ეგრე ძაან თავები მოიკლან

საბა შიოშვილი

3-1 3-0 მგონია : )

lasha naxucrishvili
12 years ago

დელ პირო თუ გაიტანს გაასწორებს :)

საბა შიოშვილი

დღეს ჰანდიკაპით ვიგებთ! !! :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

აუ ნეტა სოპ კასტის ლინკი გაეძროს

lasha naxucrishvili
12 years ago

pintu-ricchio
ბუს კვერცხებიც ხო არ უნდათ :lool: :lool: :lool: :lool:

12 years ago

მილანს კრასიჩი მონდომებია…

Gio Darja
12 years ago

იმდენად არადამაჯერებელია ინტერის შემადგენლობა ისიც საკითხავია მწვრთნელის შეცვლა თუ უშველის, მითუმეტეს დელეო როსი ან რანიერი დაინიშნებაო..კლაუდიო არ მინდა ნერიაძურიში მაგრად მევასება ეგ მწვრთნელი მენანება ინტერისთვის, დელეო როსი კიდევ ყველამ ვიცით რა ნაგავია პალერმოდან :lool:

12 years ago
Reply to  Gio Darja

მეც ეგ დავწერე ზუსტად, არ მინდა რანიერი ინტერში თქო… ორი ვარიანტია, ან თავს გაიბანძებს საბოლოოდ, ან და მართლა ძლიერ ინტერად აქცევს

12 years ago

გასპერინი გადააყენა მორატიმ… ცოტაც ეცლია რა, რამდენიმე ქულას კიდე დააკარგვინებდა ინტერს… :-)))

12 years ago
Reply to 

კლაუდიო რანიერი და დელიო როსი სახელდებიან კანდიდატებად და ნეტა რანიერი არა რა… არ მინდა მაგ გუნდში მივიდეს კლაუდიო…

12 years ago

————- ბუფონი ————-

——- ბარძალი — კიელინი ——-

ლიხტშტაინერი ————- დეჩელიე

—-ვიდალი—-პირლო—-მარკიზიო—-

—-ვუჩინიჩი———–კვალიარელა—
—————მატრი—————

ანუ 4-3-3

ფლანგების მთლიანი კონტროლი ლიხშტაინერს და დეჩელიეს მხრიდან ტავის შეტევაში ჩართვით, მარკიზიო ვიდალის დაზღვევების იმედად… თავდასხმა შესაბამისად შემტევია…

ეს ტაქტიკაც გამოადგება როდესმე

BESO BARAMIA
12 years ago
Reply to 

————- ბუფონი ————-

ლიხტშტაინერი——- ბარძალი — კიელინი

—-ვიდალი—-პირლო—-—-

კრასიჩი—-მარკიზიო—-ესტეგარიბია

—-ვუჩინიჩი———–კვალიარელა—

Gio Darja
12 years ago

გილოცავ მარსელო, შენი დიდი იმედი მაქვს :love:

lasha naxucrishvili
12 years ago

გაანებეთ ამ პეპეს თავი რაც შეუძლია აკეთებს ყოველთვის თამაში არ მისდის ვსიო :lool: :forza:

vaxo turqadze
12 years ago

ხო,მართლები ხართ,პეპე არაა ცუდი ამ ეტაპზე,ძალიან მშრომელია,უბრალოდ ჩაწოდებას და ერთი-ერთზე კაცის მოტყუებას თუ დაამუღამებს ვაბშე მაგარი იქნება :D

| Newsphere by AF themes.
580
0
Would love your thoughts, please comment.x