ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


580 thoughts on ““იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )

  1. პარმას და სიენას 10 კაცით მოვუგეთ, აბა ჯაკერინი უკან აბრუნებდა ბურთს და ვერ უტევდა და… ერთი გოლის ეპიზოდში გაიქნია ფეხი და გადამაყოლეთ მთლად რა, სანამ მატრიმდე მივიდოდა პასი 2 კაცი შეეხო კიდევ ბურთს და იძახით აქ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობაო :lool: :lool: :lool:

  2. albertoaquilani

    იმიტომ რომ კრასიჩი დიდ ძალას წარმოადგენს… :kiss:

    შენი კომ წავიკითხე, ასვენებს კრასიჩს და მილანთან დააყენებსო, კაცო მილოშს ფორმაში შესასვლელად თამაში არ უნდა??? თითო-თითო ტაიმები მაინც ეხლა ბოლონია-კატანიასთან, რომ მილანთან ფორმაში იყოს… ასევე ელია უნდა გაუშინაურდეს გუნდს…

    1. პეპეთი და ჯაკერინითი ბოლონიას მოუგებ მილანს ვერა და ამიტომ ბოლონიასთან კრასიჩი არ უნდა ათამაშო და მილანთან კიდევ პეპე ასე რომ კონტემ თუ მილანთანაც პეპე და ჯაკერინი დაგიყენა მერე აკრიტიკეთ და არა ეხლა როცა პარმასთან და სიენასთან მაგათითაც იგებს…

    2. მაგას ვინ ამბობს ძმა ?
      უბრალოდ ვთქვი რო შეგიძლია პეპე და ჯაკერინით მოიგო რად გინდა ელია?
      მთავარი მოგება არარის თუ ? ხოდა იგებს ეს კაცი აცალეთ რა იცის თავისი საქმე … :forza:

  3. რა არ მესმის თქვენი იცით რა გირჩევნიათ კრასიჩით და ელიათი წაგება თუ პეპეთი და ჯაკერინით მოგებაა? და მეორეც წინა წელს ყველა იმას გავიძახოდით კრასიჩი დაიღალა და უნდა დაასვენოსო დელნერიმ ეხლა კონტე რაც შეიძლება მაქსიმალურად ზოგავს ძალებს და იძახით მთავარ ჩვენ დამრტყმელ ძალას რატომ არ ათამაშებსო? ციგლერს რაც შეეხება კონტეს გადაწყვეტილებას მანდაც სწორედ ვთვლი კი მაგარი იყო რეტო მარა კონტეს მაგაზე მაგარი ჭირდება იცოდა რომ მაროტა არავის არ იყიდიდა რეტოს და დეჩელიეს იმედზე მაგ ორიდან კიდევ არცერთი არ არის ის დონე რაც ლიგაზე გამოგვადგება ასე რომ ეხლა მაროტას კოლაროვზე ან ცაპდევილაზე ჩალიჩი უეჭველი მოუწევს მაგედან კი ორივე მირჩევნია რეტოს… შეიძლება თქვათ ეხლა რატომ დეჩEლიე არ გაყიდესო მარა გეტყვით რომ ჯერ ერთი არავის არ ჰქონია სურვილი მაგის ყიდის და მეორეც მე პირადად იუვეს გაზრდილი პაოლო მირჩევნია იგივე ასაკის რეტოს… მთავარია სკუდეტო დაიდოს და თან კარგი თამაშით მეტი არაფერი არ უნდა გვანაღვლებდეს…

    1. მართალი მგონიხარ მარა ეგეთი კომნტარები არ უნდა დაწერო აქ რაიცი რას მოაყოლებენ. :lool: მთავარია მოვიგეთ და გინდა გროსო იყოს სასტავში და გინდა ჯაკერინი. ვინც დაიმსახურებს ის ითამაშებს. მაგას არ ვამბობ ან კრასიჩი ან ვინმე არ იმსახურებს თამაშს მაგრამ აცალეთ კაცს რა ტრამვა აქ პეპე მშვენივრად ცვლის მას და რას ერჩით ამ კონტეს ვერ გამიგია რა .. ეგეთი ძლიერები ძლიერი გუნდებისტვის შემოვინახოთ მაგ : მილანი , ნაპოლი… ინტერს რა დავარქვა არ ვიცი : ))) იბრძოლოს მაგან სერია ა ში დარჩენისთვის ისეთი რაგაცეები მესმის მის გარშემო რო ეგეთი წარმოდგენა მრჩება მართლკა რო 90 წლების ინტერი გვიბუნდება მარა მაგარი მკიდია : )) მთავარია იუვე დაბრუნდეს ძველი რაც იყო წლების წინ
      ისეთივე ანგარიშგასაწევი ძალა იყოს სხვა გუნდებისთვის და დანარჩენზე არ იდარდოთ : )))) ხო კიდე დღეს უეჭველად ვიგებთ :juvee:

  4. ბავშვებო იმის მერე რაც კრასიჩის სასტავში ყოფნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ჩვენი კუში 1.29ზე ჩამოვიდა…

  5. ერთი რამე ვაღიაროთ რომ შედეგის მიუხედავათ აქ მყოფთა 70-80% უკმაყოფილოა კონტეს გადაწყვეტილებით… მინდა ანალიზი გავუკეთო კონტეს საქციელებს და შესაბამისი ვარიანტები შემოგთავაზოთ…

    1.კონტე რასისტია – 10%
    2.კონტეს უნდა თავი გამოიდოს იმით, რომ ვააა, კასიჩი და ელია სკამზე დასვა და ჯაკერინი და პეპე აათამაშაო, ანუ თავი მოიწონოს, 2 ტური გამოუვიდა მეტოკის სისუსტიდან გამომდინარე, მაგრამ მალე ჩაისვრის მაგათზე დაყრდნობით… შესაბამისად ამ ვარაუდის სისწორეს – 60% მივანიჭებ
    3.კონტე მალავს გუნდის სიძლიერეს, ხვდება რომ სიენასა და პარმას ნაირ გუნდებს ჯაკერინი-პეპეთი მოუგებს, თუ არადა ზამენა მის ხელთ არაა… ასე რომ ჯერ ელია ადაპტაციას გადის, ენის ბარიერს აგვაებს და მილოში ტრამვას ბოლომდე იშუშებს და დღეს ძირითადშიც ველოდები.. ამ ვარაუდსაც ასევე – 60% მივცემ…
    4.კონტეს თავი სიენაში ჰგონია, და ჰგონია, რომ მის ყველა ხუშტურას გაიტანს. ერთი მილოში წავიდეს გუნდიდან და სანამ კონტე არ წავა იუვედან მანამდე იუვეს თამაშს არ ვუყურებ… ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილებები აქვს. ჩააჯინდა მარკიზიოს, დააბრუნა 6თვე უთამაშებელი გროსო, ფლანგებზე ჯაკე-პეპე გაგვიჩითა…
    წელს რომ მაგას შანსი აქვს, მასეთი შანსი აღარ ექნება კონტეს, მარტო სერია-Aს თამაშობს და შებამასისად 36 ფინალი დარჩა 2 მოვიგეთ…
    რა ალეგრი მოვიდა შაშან და დადო კაცმა სკუდეტო. რა არ თქვათ ეხლა ძლიერი გუნდი ყავდაო და აწყობილიო…
    მოკლედ ცოტასაც ვითმენ ამ კონტეს ხუშტურიებს, მერე კი ვიცი მის მიმართ გავუშვებ 9 სართულიანებს და იუვეს წინააღმდეგ ბალეშიკობას, მაგრამ დებილი მწვრთნელის გამო გუნდმა რატომ უნდა აგდოს სეზონი:(
    კაროჩე რა… დღეს ჯაკე-პეპე არ დავინახო ერთი!11 თუ იქნენ და ნეა მოუგოს ბოლონიამ რა!!!

  6. მთავარია 1-0 არ მოიგონ და გოლი არ გაუშვან და ყველა ანგარიში გამიხარდება ყველაზე სასურველი იქნება 3-0 რადგან ეს ჩემი საყვარელი ანგარიშია მინდა რომ ალექსამ გოლი გაიტანოს 3 საგოლე გადაცემა უკვე მიითვალა აქედან პეპემ გამოიყენა 2 კი ვიდალმა და მატრიმ გააცუდეს.

  7. დღეს კრასიჩი ელია ძირითადში იყოს და ლამაზი თამაშით მოვიგოთ, მერე კი შემოათრიოს ჯაკერინი და პეპე, რადგან შაბათს კატანიაში ჩავდივართ და ამ 2 თამაშში აუცილებლად 6 ქულა გვაქვს ასაღები… მერე კი მოდი მილანოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო :forza:

  8. იმდენად არადამაჯერებელია ინტერის შემადგენლობა ისიც საკითხავია მწვრთნელის შეცვლა თუ უშველის, მითუმეტეს დელეო როსი ან რანიერი დაინიშნებაო..კლაუდიო არ მინდა ნერიაძურიში მაგრად მევასება ეგ მწვრთნელი მენანება ინტერისთვის, დელეო როსი კიდევ ყველამ ვიცით რა ნაგავია პალერმოდან :lool:

    1. მეც ეგ დავწერე ზუსტად, არ მინდა რანიერი ინტერში თქო… ორი ვარიანტია, ან თავს გაიბანძებს საბოლოოდ, ან და მართლა ძლიერ ინტერად აქცევს

    1. კლაუდიო რანიერი და დელიო როსი სახელდებიან კანდიდატებად და ნეტა რანიერი არა რა… არ მინდა მაგ გუნდში მივიდეს კლაუდიო…

  9. ————- ბუფონი ————-

    ——- ბარძალი — კიელინი ——-

    ლიხტშტაინერი ————- დეჩელიე

    —-ვიდალი—-პირლო—-მარკიზიო—-

    —-ვუჩინიჩი———–კვალიარელა—
    —————მატრი—————

    ანუ 4-3-3

    ფლანგების მთლიანი კონტროლი ლიხშტაინერს და დეჩელიეს მხრიდან ტავის შეტევაში ჩართვით, მარკიზიო ვიდალის დაზღვევების იმედად… თავდასხმა შესაბამისად შემტევია…

    ეს ტაქტიკაც გამოადგება როდესმე

    1. ————- ბუფონი ————-

      ლიხტშტაინერი——- ბარძალი — კიელინი

      —-ვიდალი—-პირლო—-—-

      კრასიჩი—-მარკიზიო—-ესტეგარიბია

      —-ვუჩინიჩი———–კვალიარელა—

  10. ხო,მართლები ხართ,პეპე არაა ცუდი ამ ეტაპზე,ძალიან მშრომელია,უბრალოდ ჩაწოდებას და ერთი-ერთზე კაცის მოტყუებას თუ დაამუღამებს ვაბშე მაგარი იქნება :D

Leave a Reply to გიო დარჯანია Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.