ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი : “სკუდეტოსთვის ნაპოლი და იუვენტუსი იბრძოლებენ”

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი, მარჩელო ლიპი სკუდეტოს მოგების მთავარ პრეტენდენტად ტურინის “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” მიიჩნევს.

“მიუხედავათ იმისა, რომ ნაპოლიში ჯერ სკუდეტოზე არ საუბრობენ, ამ გუნდს იტალიის ჩემპიონობა შეუძლია.ეს იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი აღმოჩენაა, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება.გუნდი, რომელიც თამაშობს მანჩესტერში ასეთ დონეზე და “მილანს” 3-1 ამარცხებს, სერიოზულ ძალას წარმოადგენს. ვალტერ მაცარიმ სიტყვა სკუდეტოთი უნდა იცხოვროს და მისი მთავარი მიზანიც ამ ტიტულის დაუფლება უნდა იყოს.ედინსონ კავანი საოცრებაა, მცველებს მისი გაჩერება არ შეუძლიაათ.როცა გუნდში ასეთი სწრაფი ფორვარდი თამაშობს, უკანახაზელებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ.”

“ნაპოლი” “იუვენტუსთან”, “უდინეზესთან” და “კალიარისთან” ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება : “კონტემ “იუვენტუსს” ენთუზიაზმი, გამარჯვების სურვილი და მონდომება შემატა, სწორედ ასეთი ფეხბურთელი გახლდათ თავად ანტონიო.ანდრეა პირლო ის მოთამაშეა, რომელიც ბიანკონერებს სჭირდებათ.”იუვენტუსს” შეუძლია იბრძოლოს ჩემპიონის ტიტულისთვის, იმ 3 თუ 4 გუნდთან ერთად.”

ყველაზე რთულ სიტუაციაში ამ მომენტისთვის ჯან პიერო გასპერინი, ლუის ენრიკე და ედი რეია იმყოფებიან : “გასპერინის ბევრი მუშაობა მოუწევს, “ინტერში” პრობლემებია.გუნდიდან გაუშვა სამუელ ეტო’ო და ასპარეზობა ჩვეულებრივ განაგრძო – შეუძლებელია.რაც შეეხება რომას, ვფიქრობ, რომ ეს გუნდი სწორ გზაზეა.”ინტერთან” მატჩში მათი გეგმა დავინახე.გულშემატკივრებს კარგად ესმით, რომ წარმატების მიღწევისთვის დროა საჭირო.პრობლემებია “ლაციოშიც,” ტიფოზები უკეთეს თამაშს ელიან.ფაქტია, კარგ სატრანსფერო პოლიტიკას მილანში დასრულებული 2-2 ადასტურებს, მაგრამ ფანებს მეტი სურთ, რადგან ედი რეიას ლაციოსთვის მეტის მოტანა შეუძლია.

წყარო : Football Italia

57 thoughts on “ლიპი : “სკუდეტოსთვის ნაპოლი და იუვენტუსი იბრძოლებენ”

  1. ისე ახლა რა შუაშია მაგრამ ერთი რამ გამიტყდა აშკარად იუვესგან,6 ნომერი ამოღებული უნდა იყოს ჩემი აზრით შირეას საპატივცემულოდ,იუვესთვის ეგ კაცი არც ბარეზიზე და არცმალდინიზე ნაკლები იყო…

    1. მაგას არ ვეთანხმები,მასე 11 ნომერი,10 ნომერი,1 ნომერი უნდა ამოვიღოთ ნედვედის,დელპიეროს პლატინის,ძოფის და სხვების პატივისცემის ნიშნად და 33 და 67 ხო არ ეწერებათ ზურგზე,მითუმეტეს ყველა ნომერზე შეიძლება ვთქვათ რომ 2 კაცის გამო მაინც გვაქვს ამოსაღები ხმარებიდან

      1. არა,ეგ სხვა პონტია,ეგეთებს ძირითადად მცველებს უკეთებენ,აბა 1 და 10 რომ ამოიღო რა უაზრობაა?თან შირეა დაიღუპა 35 თუ 36 წლის,ახალგაზრდა იყო რა და მაგ პონტში ვამბობ…

  2. ვაა მილანში მგონი ჩვენი კაცი გვყავს, :modee: იმათ საიტზე ვიყავი და წითელი ფორმა აცვია და აშკარად ვიდალია,ან მოჯიმ იეშმაკა რაღაც ან ჯერ არ იციან რომ ვიდალი ჩვენთანაა :bicho:

  3. შენ აბა განა გევასება თუ მაპუტუს ტომი?რა არის ეგ სურათი აბა?:) ,მე თურქიშა გვარის გამო მაქვს და არა იმის გამო რომ თურქეთი მევასება :mrgreen:

  4. გეხვეწები,მაგას ნუ მეუბნები რა,მე რომ იუვე მევასება კი არადა მიყვარს,არავინ თქვას რა,ჩემს ძმასთან მიჩხუბია სერიოზულად იუვეს გამო და იუვეს გამოც ხშირად მიტირია,ეხლა აღარ რა თქმა უნდა,იუვე რომ გავარდებოდა რომელიმე ტურნირიდან,იქ სრულდებოდა ჩემთვის ის ტურნირი,ასევე ვარ იტალიის ნაკრების მიმართაც და გეხვეწები ეგეთებს მე ნუ მეუბნები და სხვას ვისაც გინდა უთხარი :),ან რატომ მეუბნები საერთოდ??

  5. ეგ იყო შარშან მემგონი . საიტზეც სისტემატიურად იდებოდა ხოლმე ნიუსი . ეხლა , კიდე უბრალოდ მოუცლელობის ამბავია . დიდი ხანია არ შევკრებილვართ

  6. ჯიგრებო,ახლა მოვედი სახლში და დამხვდა,მაგრამ რა დამხვდა :):) ,არა უშავს,მოდით არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი,ერთს ვიტყვი და მოვრჩები,მე არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა,ყველას თავისი აზრი აქვს რა თქმა უნდა,მაგრამ ეგ იმ დროსაც უნდა გაითვალისწინოთ,როცა მე ვაფიქსირებ ჩემს აზრს და არავის ვახვევ,დაცინვები დაიწყე ბევრმა და რაგაც უაზრო კომ-ების წერა და მაგიტომ გავბრაზდი….სხვა მხრივ ყველა იუვენტინოს მაგრად ვაფასებ,მითუმეტეს ამ წარუმატებლობის ფონზე….ეხლა რაც შეეხება სხვა საკითხს,ადრე დავწერე,მაგრამ არავინ მიპასუხა და მაგრად მაინტერესებს,იუვეს ფანებს თუ გაქვთ ის გუნდი შექმნილი,რომ აპირებდით?ფეხბურთის გუნდი რა,დღეს მაგ. მანჩესტერის გულშემატკივრების გუნდში ვითამაშე,დამიმატეს,არ მინდოდა,მაგრამ რა ვქნა,ფეხბურთის თამაში მინდა და თუ გყავთ გუნდი,იქნებ შემეხმიანოთ და არ შეგარცხვენთ….მერე ვილაპარაკოთ სხვა რამეებზე :)

  7. მშბიდად დავჯდები და დაველოდები ნაპოლის აჭრას… ზუსტად ვიცი რომ ეს გუნდი ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს. წარმოუდგენელია გუნდმა ხუთი მაღალი დონის ფეხბურთელით იბრძოლოს… ძღაპარია ზღაპარიიი.. თან ენ რაოდენობის მატჩების ჩატარება მოუწევთ. ნუ რა ვიცი მე ვფიქრობ რომ შეიძლება ხუთეულში შესვლაც გაუჭირდეს!!!

    შარშან რომაზე ვთქვი და ახდა კიდეც, ეხლა ეს დამიმახსოვრეთ : )))

  8. არამგონია ნაპოლიმ (ყოველშემთხვევაში ზამთრამდე) აქცენტი სკუდეტოზე გააკეთოს.
    მე მაინც მგონია რო თვითონ ფეხბურთელებსაც და გულშემატკივებსაც, მონატრებულ ლიგაზე ურჩევნიათ, მინიმუმ ჯგუFიდან გასვლა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ
    ნაპოლი და სიტი გავა ჯგუფიდა, საინტერესო თამაში იქნება ნაპოლი – ბავარია

    1. ბაიერნი გავა ჯგუფიდან , ამაშინ 100 % – ით ვარ დარწმუნებული . სიტი არაფერი გუნდი არ არის საერთოდ . ფულჰემთან მატჩში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი

      იმედი მაქვს გერმანულ/იტალიური დიასპორა გავა ჯგუფიდან

  9. ტაკს უშუალოდ ლიპის განცხადებას რაც შეეხება . ნაპოლი მართლა კარგი გუნდია და ვეთანხმები იმაში , რომ მაცარი სკუდეტოზე უნდა ფიქრობდეს , მაგრამ მეორე საკითხია შემადგენლობა … ჩემი აზრით პაციენცა მაგათ არ უნდა გაეშვათ … მაგათ უფრო გამოადგებოდათ სკამზე ვიდრე ჩვენ . სკამი ძალიან სუსტი ჰყავთ რა … ის სამეული რაც წინ ჰყავთ ჰამშიკი – კავანი – ლავეცი , არის ფაქტიურად შეუცვლელი ტრიო … არანაირი პანდევები მსგავსი სუბიექტები ვერ უშველიან გაჭირვებისას … ლიგაზე რო არ იყვნენ , ვიტყოდი რომ უეჭველი იბრძოლებდნენ ჩემპიონობისთვის … ეხლა კიდე … ვნახოთ , თუ ნაპოლი იქნება მოწინავე პოზიციებზე , მაშინ დე ლაურენტისი 1-2 ტრანსფერს იანვარში დადებს .

    იტოგში წელს , იუვენტუსმა თავისი კლასი ამ გუნდთან უნდა ანახოს … მაგარი საინტერესო ჯახი იქნება ) მილანთან და ინტერთან უფრო მეტად ნაპოლისთან მაინტერესებს როგორ ვითამაშებთ

Leave a Reply to mamulashvili ako Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.