ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “არავის გვეშინია”

“არავის გვეშინია” – სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ანტონიო კონტემ “მილანთან” მატჩამდე გამართული პრესკომფერენცია და ეს ფრაზა, ზუსტად შეესაბამება კვირას გასამართ დაპირისპირებას : “მილანს, როგორც იტალიის მოქმედ ჩემპიონს უდიდეს პატივს ვცემთ, მაგრამ მათი გეშინოდეს – სულ სხვაა.ჩვენი დამოკიდებულება მოწინააღმდეგის მიმართ ერთნაირია, იუვენტუსი ვალდებულია მატჩი მისი კარნახით მიმდინარეობდეს.ხვალ პირველი დიდი მატჩი გველის, მაგრამ ნებისმიერ შეხვედრაზე კონცენტრირება და სამი ქულისთვის ბრძოლაა აუცილებელი.”

“იუვენტუსისა” და “მილანის” მსგავსად, ერთმანეთს “ინტერი” და “ნაპოლი” დაუპირისპირდებიან, ამ უკანასკნელ მატჩს “სკუდეტოსთვის ბრძოლაც” კი შეარქვეს : “ინტერმა ორი წლის წინ ყველაფერის მოგება მოახერხა, ნაპოლი კი ევროზონაში მოხვდა.ჩვენთან შედარებით, მათ ერთად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება აქვთ.იუვენტუსი ჯერ კიდევ სწავლისა და პროგრესირების პროცესშია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ბებერი ქალბატონია – უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების გუნდი.ზედმეტი წარმოდგენების შექმნას არ ვაპირებ, სკუდეტოზე საუბარს დავიწყებ მაშინ, როცა უმაღლეს წერტილს მივაღწევ.ამ მომენტისთვის, ჩემი გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია.”

რა სქემით იასპარეზებს “იუვენტუსი”, 4-1-4-1 თუ 4-2-4, ჯერ კიდევ გამოცანად რჩება : “გამიმართლა, რადგან მოედნის ცენტრში ფართო არჩევანი მაქვს.შემიძლია ვითამაშო 2 ან 3 ცენტრალური ნახევარმცველით.გვაქვს უპირატესობა, იუვენტუსში ნებისმიერ ფეხბურთელს ალტერნატივა ჰყავს.კარგად გვესმის, რომ მილანს ბევრი სწრაფი ფეხბურთელი ჰყავს და ისინი ბურთზე კონტროლის მოპოვებას შეეცდებიან.ჩვენი პლიუსების შესახებ კარგად ვიცით, ვთვლი, რომ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ დამაჯერებლად თამაში შეგვიძლია. “

წყარო : Juventus.com

242 thoughts on “კონტე : “არავის გვეშინია”

  1. bero-juve10
    დიდი მადლობა მოლოცვისთვის-ომარ ენრიკე მართლაც უდიადესი იუვენტინო იყო-გიჟმაჟი ბუნების ფრინავი ბიანკონერი-მოედანზე თურმე სასწაულებს სჩადიოდა და სისხლს უშრობდა გოლკიპერებს-მე კიდევ ძმის დაბადების დღეს მოგილოცავ-უფალი იყს მისი მფერველი, მზეგრძელი ყოფილიყოს და მიზნებმიღწეული ერის საამყო შვილი!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.