ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “არავის გვეშინია”

“არავის გვეშინია” – სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ანტონიო კონტემ “მილანთან” მატჩამდე გამართული პრესკომფერენცია და ეს ფრაზა, ზუსტად შეესაბამება კვირას გასამართ დაპირისპირებას : “მილანს, როგორც იტალიის მოქმედ ჩემპიონს უდიდეს პატივს ვცემთ, მაგრამ მათი გეშინოდეს – სულ სხვაა.ჩვენი დამოკიდებულება მოწინააღმდეგის მიმართ ერთნაირია, იუვენტუსი ვალდებულია მატჩი მისი კარნახით მიმდინარეობდეს.ხვალ პირველი დიდი მატჩი გველის, მაგრამ ნებისმიერ შეხვედრაზე კონცენტრირება და სამი ქულისთვის ბრძოლაა აუცილებელი.”

“იუვენტუსისა” და “მილანის” მსგავსად, ერთმანეთს “ინტერი” და “ნაპოლი” დაუპირისპირდებიან, ამ უკანასკნელ მატჩს “სკუდეტოსთვის ბრძოლაც” კი შეარქვეს : “ინტერმა ორი წლის წინ ყველაფერის მოგება მოახერხა, ნაპოლი კი ევროზონაში მოხვდა.ჩვენთან შედარებით, მათ ერთად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება აქვთ.იუვენტუსი ჯერ კიდევ სწავლისა და პროგრესირების პროცესშია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ბებერი ქალბატონია – უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების გუნდი.ზედმეტი წარმოდგენების შექმნას არ ვაპირებ, სკუდეტოზე საუბარს დავიწყებ მაშინ, როცა უმაღლეს წერტილს მივაღწევ.ამ მომენტისთვის, ჩემი გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია.”

რა სქემით იასპარეზებს “იუვენტუსი”, 4-1-4-1 თუ 4-2-4, ჯერ კიდევ გამოცანად რჩება : “გამიმართლა, რადგან მოედნის ცენტრში ფართო არჩევანი მაქვს.შემიძლია ვითამაშო 2 ან 3 ცენტრალური ნახევარმცველით.გვაქვს უპირატესობა, იუვენტუსში ნებისმიერ ფეხბურთელს ალტერნატივა ჰყავს.კარგად გვესმის, რომ მილანს ბევრი სწრაფი ფეხბურთელი ჰყავს და ისინი ბურთზე კონტროლის მოპოვებას შეეცდებიან.ჩვენი პლიუსების შესახებ კარგად ვიცით, ვთვლი, რომ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ დამაჯერებლად თამაში შეგვიძლია. “

წყარო : Juventus.com

242 thoughts on “კონტე : “არავის გვეშინია”

  1. ნაჩკე აჭარაბეთში მივდივარ მითხრა იქ ვიქნებით სასტავიო და თუ გინდა წამოდიო და რომ დაუკავშირდე მაგისთვის მინდა ნომერი თორემ იუვენტინოებს თუ არ შევხვდი იქ რაღა აზრი ექნება იქ წასვლას

  2. მდაა საინტერესოა კიელინი მარცხნივ მემგონი საუკეთესო ვარიანტია ჯერ ჯერობით (გროსო დე ჩელიეს ნდობა საშიშია ) პლიუს ბონუჩი თავს დადებს მოედანზე

    4 3 3 ვიწინასწარმეტყველე ფორუმზე :lool:

    მემგონი კარგი წყობა იქნება იმიტომ რომ პირლოს უმოწყალოდ ამოკეტავენ ფაქტია და ვიდალი მარკიზიო პირლოთი ცენტრში დავასვარკებთ

  3. უახლესი ინფორმაცია – – – დააკლიკე – – –

    ჩვენი მაესტრო მაგრადაა ძირითადში იქნება ანდრეა, კიელინი მარცხნივ..

    ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, კიელინი; პირლო, მარკიზიო, ვიდალი, პეპე, კრასიჩი, ვუჩინიჩი :juvee:

  4. Sebastian Gi0vinc0

    არა რა მეწყინოს :lool: ძალიან მაგარი მცველია დაინელი გააგდეს წინა თამაშში და დღეს ვერ ითამაშეს ეტყობა უკანახაზში.. :kiss:

    1. აიბრუალა გიო შენი კახი სებამ :lool:

      გუშინ ხომ იძახდი დაცვას რომ ამაგრებს კახი კია ჯენოა ზემოთო… მაგ გამახსენდა და მაგარი ვიცინე :lool: :lool: :lool: :lool:
      ჩემი ძმა ხარ არ გეწყინოს, ხომ იცი სებას წარმატებით ეიფორიაში ვარ ეხლა :chuvak:

  5. არ მიჯერებდით…

    მე კი სებასი მჯეროდა…

    მიდი ჯოვინკო შენია ეს სეზონი…
    შენ იუვეში თამაშს იმსახურებ და მინდა შენი გოლებით იუვეს ეხმარებოდე…
    შენი ფანი ვარ სადაც არ უნდა იყოოოოოოოოო :love: :kiss:

  6. ჰა სად ხართ სებას მაგინებლებო???

    აეეეეეეეეე გენაცვალე სება

    4 თამაშში 5 გოლი გაიტანააააა….

    ჩემი პირობა ხომ გახსოვთ კაგათ???

    15-17 გოლს გაიტანსთქო და მეტის მეტიაო ხო???

    იეჰუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ :love: :kiss: :kenwvla:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.