ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძოლა : “კონტეს რომ ტევესი ჰყავდეს…”

როგორც სჩანს, ტურინის “იუვენტუსის” კარლოს ტევესისადმი ინტერესი უფრო და უფრო რეალური ხდება.27 წლის ფეხბურთელი მანჩესტერ “სიტის” დატოვებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აპირებს და ჯუზეპე მაროტა არგენტინელის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებს.Daily Mirror – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა სულ მალე ქალაქელებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, რომლის თანახმადაც ბიანკონერები ტევესს არენდით აიყვანენ, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.

ბოლო დღეებია პრესა ტევესს “იუვენტუსს” აქტიურად უკავშირებს, ამ თემას კი იტალიური ფეხბურთის ერთ ერთი  ლეგენდა, ჯანფრანკო ძოლა გამოეხმაურა : “ტევესის ყიდვით იუვენტუსი საოცრად გაძლიერდება.მიყვარს ბებერი ქალბატონი და მსიამოვნებს, რომ ამ გუნდს ანტონიო კონტე წვრთნის.ის ძლიერი სპეციალისტია და ყურადღებას ტაქტიკურ მონახაზებზე ამახვილებს.მას რომ ტევესი ჰყავდეს…”

“დანამდვილებით შეუძლებელია ვთქვა, რომ ტევესის სიტუაციაში მხოლოდ მანჩინია დამნაშავე.კარლოსი ნამდვილი ჩემპიონია და მას თამაში უნდა – ეს ცალსახაა.არგენტინელი მებრძოლი ხასიათისაა და მისი გაფორმებით იუვენტუსი სერიოზულად იბრძოლებს სკუდეტოსთვის.ევროპაში ხმაურიანად დასაბრუნებლად კონტეს გუნდს უმაღლესი დონის მოთამაშე სჭირდება, ტევესი სწორედ ასეთია.

წყარო : Tuttojuve ; Football Italia

19 thoughts on “ძოლა : “კონტეს რომ ტევესი ჰყავდეს…”

  1. ვისაც ესმის ფეხბურთი მას უნდა რომ ტევესი იუვეში გადმოვიდეს! :forza: მერე პირლოზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული მთლიანად…

    1. ტევეზის ფოტოც დაგიყენებია უკვე :lool: მეც მინდა რომ მოვიდეს ორონდ არენდიტ! თუ რამე და რომ გაატრაკებს აუშვებენ სახლში

  2. ყველას ფალკაოს მოსვლა მირჩევნია მე როგორც ასეთი მარა …
    არც ესარის ცუდი, დაჟე ძალიან კაია თუ მოვიდა გამოგვადგება :forza:

  3. აუ ეს მოვიდეს და გადავხევთ ყველას შუაზე. სწორია ეს კაცი ტამაში უნდა. იმ მოძალადე ჯეკომ უნდა ითამაშოს და კაპიტანი სკამზე უნდა იყოს? მოდი ტევეზ მოდი. :forza:

  4. ისე მართლა ამაური და კვინტა იღებენ იმდენს ამას რომ ეყოფა და დაჟე შეიძლება მოგვრჩეს და საერთოდ თუ ვერ გაყიდიან კონტრაქტი მაინც გაუწყვიტონ და ტევესი სასწრაფოდ გადმოიყვანონ… ისე კი არენდა და მერე 30 მილიონით უეჭველი ვითრევთ კარლოსსს…. მაგრად მინდა იუვეშიიი უეჭველი დელპის წასვლას მერე ცოტათი მაინც ვეღარ ვიგრძნობთ

  5. აუ მაგრად მინდა მკაცრი მწვრთნელი უნდა სწორედ ისეთი როგორც კონტეა ძალიან გამოგვადგება კარლიტო, მებრძოლი, ტექნიკური და გოლის საოცარი ალღოს მფლობელი..იაკინტა, ტონი და ამაური წავიდნენ, ტევესი მოვიდეს არენდით :juvee:

  6. ვეთანხმები ძოლას ტევესი რომ გვყავდეს ნებისმიერ გუნდს გავხევდით შუაზე თან მაგარი ძლიერია ფიზიკურად და დაჟე დარწმუნებული ვარ ეგ რომ ვითრიოთ იბრა მონაგონი იქნება სერიააში… :forza: კარლიტოს გულით და სულით მივესალმები შენს გაბიანკონერებას… :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.