ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : ” ჩემი ქალაქი – ტურინია ”

დღეს , France Football – ის ჟურნალისტები , საკმაოდ დიდხანს ესაუბრებოდნენ ალესანდრო დელ პიეროს . ბიანკონერის კაპიტანმა რამდენიმე საინტერესო მომენტი გაიხსენა საკუთარი კარიერიდან …

იაპონია : ” ჯერ კიდევ 1996 წელს გავიცანი ეს უმშვენიერესი ქვეყანა , როდესაც საკონტენტაშორისო თასსზე მოგვიწია ასპარეზობა  ” რივერ პლეიტის ” წინააღმდეგ . გულთან ახლოს მიმაქვს ის ყველაფერი რაც იქ ხდება . შემიყვარდა მათი კულტურა , სტუმარ – მასპინძლობა და ზოგადად მათი დამოკიდებულება სხვა ერის ადამიანებთან . როდესაც მარტში , ეს ქვეყანა უდიდესი კატასტროფის წინაშე იდგა , უბრალოდ არ შემეძლო გვერდი ამეარა ამ ყველაფრისთვის . ფეხბურთის დახმარებით და პლიუს რა თქმა უნდა გულშემატკივრების ხელშეწყობით , 700 000 დოლარის შეგროვება მოვახერხეთ ” .

ტურინი : საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში , პინტურიჩიო ტურინს ახასიათებდა , როგორც ჩაკეტილ და წყნარ ქალაქს , როგორც ჩანს დღეისათვის სიტუაცია შეცვლილია : ” წლიდან წლამდე ქალაქი იცვლება , ისევე როგორც მე მასთან ერთად .  ჩემი ქალაქი – ტურინია , სადაც ჩემი ცხოვრების და კარიერის უმნიშვნელოვანესი წლები გავატარე ” .

სპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში : ” უმაღლეს დონეზეა . ლოს ანჟელესში და ორლანდოში ყოფნის დროს , ნბა-ს ფინალს დავესწარი . უდიდესი სიამოვნება მივიღე ასევე ამერიკული ფეხბურთით და ჰოკეით . თუმცა , ბოლო კვირების განმავლობაში , სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი და კერძოდ , ახალ ზელანდიაში გასამართ ფინალურ მატჩზე რაგბში . All Blacks – მა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და უბრალოდ არ შემეძლო გამომეტოვებინა მათი ასპარეზობა სან სიროზე ” .

ინგლისური ფეხბურთი : ” მომწონს მათი სტილი . დღიდან დღემდე ფეხბურთით ცხოვრება . მოედანზეც დიდ სიამოვნებას ვიღებდი , როდესაც ბრიტანულ კლუბებს ვუპირისპირდებოდი და განსაკუთრებით მანჩესტერ იუნაიტედს ” .

ფრანგები : ” საოცარია , ისეთი გრძნობა მაქვს , რომ მთელი ცხოვრების მანძილზე , ფრანგებთან რაღაც მაკავშირებდა . იყო დადებითიც და უარყოფითიც . კლუბში ჩემს გვერდით უამრავი ფრანგი ასპარეზობდა . ყოველ მათგანთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გამაჩნია . მაგალითად , ზიზუ , რომელმაც უამრავ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა , რომლის ორგანიზატორი თავად გახლდით ” .

წყარო : France Football

67 thoughts on “დელ პიერო : ” ჩემი ქალაქი – ტურინია ”

  1. მე ვნახე შენი კომენტარი , წაკითხვას ვაპირებდი ეხლა და ვეღარ ვნახე : | წაშლით არ წაუშლია არავის … გაქრა : |

  2. ჩემი კომენტარი სად გაქრა? რამხელა კომენტარი დავწერე თან… წაშალეთ თუ არ დაიწერა? არადა იყო…
    ბაჯოზე და დელპიეროზე ვსაუბრობდი…

  3. mamuka1313

    პარმას რო მარტო მოუგო თAმაშები ეს მის სიდიადეზე ლაპარაკობს თუ რა ? ბრეშა ათრია ეგრე მარტო და პერსონალურად შეუნარჩუნა ზედიზედ ორჯერ სერია ა-ში ადგილი . არ იყო ინტერში ისეთივე როგორიც ფიორეში , ბოლონიაში , იუვეში და მილანში . თუმცა მილანშიდაც არ ბრწყინავდა . იუვეში ნაჩვენები თAმაშების ფონზე … მაგრამ ინტერს ამწარებდა ))) 95 წლის შემდეგ რობიმ ბოლონიაში და ბრეშაში აჩვენა შედეგიანი და ფეერიული თამაში . ვერ ვგებულობთ როგორც ჩანს ერთმანეთის ნათქვამს და თუ სპორტ კაფეში ვნახავთ ერთმანეთს მერე გავაგრძელოთ და უკეთესად აგიხსნი რას ვგულისხმობდი ბაჯოს ნერიაძურიში თამაშების ჩაგდებას . ხელის შემშლელი გარემოება ბევრი იყო , მაგრამ უშუალოდ სამი გრანდიდან ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება მაინც ინტერში დატოვა . ძალიან კარგია რომ 90 -იანებიდან უყურებ , მე ვუყურებ 95 იდან და მაგითი რაიმე იცვლება ? მშვენივრად მახსოვს ყველაფერი . ბაჯოს გამო დავიწყე საერთოდ ზოგადად ფეხბურთის ყურება , ზუსტად 94 ის მუნდიალის გამო . მე და შენ ერთი და იგივეს ვიძახით ხელის შეშლაზე , მაგრამ ისე გამოგყავს თითქოს მე ბაჯოს ვაკნინებ . რა სისულელეა , უმჯობესია თუ კარგად წაიკითხავ ხოლმე იმას რასაც ვწერ . ბაჯოს უშუალოდ რამდენიმე კონკრეტულმა მწვრთნელმა და სისტემამ შეუშალა ხელი . ზუსტად იუვენტუსიდან მისი წასვლა იყო დამღუპველი კარიერული თვალსაზრისით და არა ბუდიზმი როგორც შენ იძახი . მაგრამ თუ ეგრე ფიქრობ , აზრი არა აქვს საუბარს მართალი ხარ .

    და საერთოდ რას მოჰყვა ეს საუბარი ? როდესაც იუვეს გულშემატკივარი იძახის რომ დელ პიეროს გუნდიდან აგდებენო , არ ახსენდებათ ბაჯო , რომელსაც არ მისცეს შანსი რომ გამხდარიყო ლეგენდა და მე დარწმუნებული ვარ რომ გახდებოდა . ბაჯოზე ვერ იტყვი რომ ის გუნდისთვის ერთი რიგითი იყო ! არ იყო ! რობერტო ბაჯო მე პირადად მიმაჩნია იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ! მისი გაშვებით იუვემ შეცდომა დაუშვა . ძალიან დიდ რისკზე წავიდა , როდესაც ალეს არგუნა მისი შემცვლელობა . კი იყვნენ მაშIნ გუნდში რავანელი და ვიალი , მაგრამ ბაჯოსნაირი ნომინალურად არცერთი არ ყოფილა და ამიტომ იყო გათვლა ალეზე !

  4. რაო ინტერში ჩააგო ტამაშებიო?:) პარმას გადათამაშება მარტომ რომ მოუგო ის არ გახსოვს? კარგი ძმაო შენ თუ თვლირომ მისი ბუდიზმი არაფერ შუაშია მე აქ შევწყვეტ შენთან კამათშ …ყველას თავისი აზრ იაქვს…რაც შეეხება მილანს და ინერს იქ რამდენჯერაც დააყენეს სასტავში იმდენჯერ დაგლიჯა და ტყუილადარ მედავო ეხლა ეტყობა კარგად არ გახსოვს…მე ფეხბურტს 1990 წლიდა ვუყურებ და მახსოვს ყველაფერი ძაან კარგად…ეხლაც შეიძლება იმ მატჩების მოძიება… და საერთოდ ბაჯოსთვის ხელი რომ არ შეეშალათ შეიზლებოდა სადაოც არ ყოფილიყო დღეს რომ ის უდიდესია…ჩემტვის ის პელეს, მარდონას, პლატინის და კრუიფის გარდა ყველაზე დიდია

  5. ეხლა სამ ფეხბურთელს დავასახელებ, ესენი რომ ვიყიდოთ ორ წელში დიდი ალბათობით ლიგა დაიდება!!!

    1 – კოლაროვი(მარცხენა მცველის პრობლემას მოგვიგვარებს)
    2 – კრისტიან ერიკსენი(19 წლის ვუნდერკინდი აიაქსიდან)
    3 – ბენზემა (წარდგენა არ ჭირდება)

    ერთადერთი ფრანგი რომელსაც ამ ეტაპზე იუვენტუსში ვისურვებდი არის ბენზემა!!!

  6. lexo_delpi
    ჩვენია და რაცაა მე იმით ვკმაყოფილდები როცა მეთვითონ არ შემიძლი შეცვლა, მე მირჩევნია რო მირკოს მაგივრად დროგბა გვეყიდა მარა რადგან მირკო ვიყიდეთ ჩემთვის მირკო პირველი

  7. lexo_delpi
    მე კი არ ვნახე თმაში, კონტე უყურებს ვარჯიშზე, მე კიდე კონტესი მჯერა :chuvak:
    მირკოს უკლასობაზე ვერ დაგეთანხმები, ერთერთი საუკეთესო მაგ კუთხით სერია ა_ში

    1. ხოდა ეგ არის სერია ა-ს უბედურება. თითზე ჩამოსათვლელი მაღალიკლასის თავდამსხმელები არიან. აბა სხვა ლიგების თავდამსხმელებს შეადარე, ეგ ახლა დროგბასთან და ვან პერსისთან მოვა კლასით? ვარჯიშები არ ვციი მე, მოედანზე არაფერი ეტყობა მაგ კაცს სიბერის. ვინც წინ შეხვდება ყველას ბავშვივით ატყუებს.

  8. 1juve

    კი, ჩემი აზრით, ასაკის მიუხედავად მატრისაც და ვუჩინიჩსაც ერთად აღებულს სჯობს. ორივე უკლასოა, მე რომ მკითხო. ტექნიკისა და კლასის ხარჯზე ალექსა სჯობს ორივეს. ისე რომ ამბობთ დაბერდაო, რომელ თამაშში ნახეთ ერთი რომ ან ვერ გაიქცა და ან არ ირბინა? შესაშურ ფიზიკურ ფორმაშია კაცი.

  9. lexo_delpi
    მაგი რა პრობლემაა, მასეც იქნება, მე მაგას ვიძახი რო ლიგას ითამაშებს და მერე წავა, ანიელიმ რაგაცა წამოაყრანტალა მაგის გჯერათ, რასაც კონტე და ალექსა იტყვის ისე იქნება ყველაფერი
    100% დარწმუნებული ვარ რო ალექსა ლიგაზე დაბრუნდება იუვეს მაისურით, ზამენაზე იქნება, 10 წუთი თუ 5 წუთი მაგი უკვე კონტეს საქმეა

  10. lexo_delpi
    ესეიგი შენ ამბობ რო დელპიერო ვარჯიშებზე ჯობია მატრის და კონტე მაინც მატრის ათამაშებს? შანს არაა, კონტეს ის გამოყავს მოედანზე ვინც ამას ვარჯიშზე დაიმსახურებს
    დელპიერო რაცარუნდა უმაღლესი დონის იყოს ასაკის გამო კონკურენციას ვერ გაუწევს ვერც მატრის და ვერც მირკოს
    და საერთოდ, აქამდე მთავარ პრობლემად ტრეინერი ითვლებოდა და მოგვარდა, ახლა კიდე ახალი პრბლემა გამოჩნდა, მემგონი ჯობია ყველაფერში უარყოფითი არ ვეზიოთ და დავტკბეთ გუნდის თამაშის ყურებით და მოგებით, ეს ჩემი აზრია და ისე ყველამ თავის საქმე თვითონ იცის
    :italy:

  11. კარგი რა ) რა შუაშია ბუდიზმი ? ბაჯოს საქმე აირია იმ პენალტის შემდეგ ზოგადად , მაგრამ იუვენტუსიდან წასვლა ეს არაფერ შუაშია . მე პატარა არ ვარ და ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი . ბარსელონაზე ვთქვი უბრალოდ რომ არ მახსოვსთქო და ეხლა შენთვის ცვლის თუ არა რამეს არ ვიცი ეგ , მე უბრალოდ ჩემი პოზიცია დავაფიქსირე .

    მე არაფერს არ ვამტკიცებ , უბრალოდ ფაქტია , რომ ფიორენტინადან ნაყიდი , საკმაოდ მაღალ ფასში იმ პერიოდისთვის ბაჯო , მიდის გუნდიდან , რომელსაც ნომინალურად არ მოჰყავს მისი შემცვლელი . რა უნდა ამიხსნა ამასთან დაკავშირებით არ ვიცი , არც დამტკიცება უნდა და არც არაფერი . ფაქტია რომ აქცენტი დელ პიეროზე გაკეთდა . ამას ლიპიმაც შეუწყო ხელი , მაგრამ მარტო მაგის სურვილზე არ იქნებოდა ეს . იქ მთელი სისტემა იყო ჩAრთული . რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ ბაჯოს გაშვებით , მწვანე შუქი აუნთეს დელ პიეროს .

    ხო რაც შეეხება ისევ ბუდიზმს და ბაჯოს დიდ კლუბებს . გავიხსენოთ – სად გადავიდა იუვედან ბაჯო ? მილანში ! ლოგიკური კითხვა , რისთვის იყიდა გრანდმა თუ რელიგიური პრობლემების გამო შემდეგ სკამზე დასვამდა ?

    ვაი იტალიელი მწვერთნელბის ახირებებია , რომ ბაჯომ 90-იანების მეორე ნახევარში ეგეთ მიზერულ შედეგებს მიაღწია .

    გრანდებიდან რობიმ ინტერში ჩააგდო თამაშები … სხვათაშორის თუ სწორად მახსოვს მაშინ ლიპის მისვლა იყო ინტერში მაგისთვის მომაკვდინებელი . მომენტალურად გაუშვეს .

    მოკლედ ბაჯოს რელიგიური მიმართულება არ იყო ხელის შემშლელი ფაქტორი მისი კარიერისთვის . უბრალოდ გადახედე იტალიელ მწვრთნელებს . ყველას თავისი ჩაციკვლა აქვს .

    აბა 141 შეხვედრაში , კაცს 78 გოლი ჰქონდა გატანილი და უშვებ გუნდიდან და აყენებ დელ პიეროს . ნუ რაზე უნდა ვილაპარაკოთ ეხლა საერთოდ . იყო ლიდერი , გუნდის უპირობო ლიდერი . ყიდიან და არ მოჰყავთ არავინ . ნათელია რისთვისაც გააკეთეს . გარისკეს და გაამართლა ! ეს იყო და ეს

  12. ნუ “მამენტ” პადოვა ყველაზე მისაღებია.
    აქ გაიჟღერა, რომ თითქოს მილანიო …… (რათქმაუნდა ჭორის დონეზე)
    ეგრე რომ მოხდეს თავი სად გამოვყო მერე? :blin:

    მოკლედ, ცუდ არჩევანს ნამდვილად არ გააკეთებს და თავს არ შეირცხვენს!
    ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია :forza:

  13. აუ ნეტა ესპანეთში გადავიდეს სადმე რა. ბარსელონას სტილს იდეალურად მოერგება მაგალითად. ნეტა გადავიდეს ძლიერ გუნდში, რომ დაინახოთ რა შეუძლია ამ კაცს კიდევ და შემოირტყას თავში ხელები ანიელიმ…

    დათკა, მეტი გამოსავალი არ დაუტოვეს კაცს და ახლა კალთებს ხო არ დაახევდა დავრჩებიო? რა ექნა….

  14. lexo_delpi
    დელპიერო ჩემთვის კერპი იქნება 100 წელი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო 100 წელი ითამაშოს ფეხბურთი
    ხო იყო 10-15 წელი ლიდერი ახლა მარკიზიო იქნება 10-15 წელი

    1. აუჰ დიდი ამბავი ახლა ერთი წელი ლიგაზე თუ დაბრუნდა და ითამაშა რა?! ასე ეზიზღებათ, რომ 1 წელი ვეღარ უძლებენ? ეს კაცი არაფერს არ ითხოვს, არც ძირითად შემადგენლობაში გარანტორებულ ადგილს და დამამცირებელ ხელფასზეც თანახმაა. რას ერჩიან ვერ გავიგე….

  15. ბარსაზე თ უარაფერი გაგიგია ეგ არაფერს ნიშნავს იყო ეგეთი ვარიანტი და მე არ ვიგონებ , მეორეც საკუთარ კადრზე აქცენტსი გაკეთება და ვიგაცის გამო ვიგაცის გუნდიდან გაშვება სხვადასხვა რამეა, მესამე: ბაჯო ვინ იყო ყველა იტალიელმა გულშემატკივარმა კარგად იცის მეც სჰენ პონტში ვარ ალე პირველ რიგში მაგრამ ბაჯო ჩემი სუბიექტური აზრით პელეს და მარადონას დონე იყო და ახლა ნუ ვიდავებთ მაგაზე ძნელია ვიცი ჩემი მხრიდან ამის დამტკიცება…უბრალოდ ბაჯოს პრობლემები ყოველტვსი სხვა შეხედულეებეი ყიო და ბოლოს საერთოდაც ბუდისტი გახდა ქვეყანაში სადაც ვატიკანია…აი რეალური მიზეზი ბაჯოს დაძირვის მცდელობისა ყველა კლუბის მხრდიდან… თორემ ზენითში მყოფ ფეხბურტელს არავინ გაუშვებს დელ პიერო კი არა ვინც გინდა მოდიოდეს შემცვლელეად რომელსაც დასამტკიცებელი აქ ბევრი რამ..მიზეზი სხვაიყო მეტქი და უკვე ავხსენი იმ მიზეზის ერთი ნაწილი თორე უამრავი სხვა იყო კიდე…დააკვირდი რას უშვრებოდნენ ნებისმიერ კლუბში ბაGოს ნებისმიერ დიდ კლუბში…

  16. lexo_delpi

    უკეთესი როცა არ გყავს რა ვქნათ?
    რადგამ ალექსა ადრე მაგარი იყო მიტო დავტოვოთ და სება არ ვიყიდოთ?
    კარიერის საუკეთესო წლები არ თამაშობს ფეხბურთ, დღეს ვინ რა ფორმაშია მაგია მთავარი

  17. ხო უნდა დაფიქსირდეს არა, რომ იუვენტუსი აგდებს გულშემატკივრების კერპს, კაპიტანს ალესანდრო დელ პიეროს. დალშე ვის სწორად მიაჩნია და ვის არა ეს სხვა საკითხია….

  18. გაგდებაზე გავაკეთებ კიდევ კომენტარს . მე მაგალითად მოჯის პერიოდი მახსენდება და კონკრეტულად ის , რაც კაპელოს მოსვლის დროს ხდებოდა . ტანიკარდის გაგდება გახსოვთ თქვენ ? როგორ მოისროლეს გუნდიდან ? იმსახურებდა ეგ კაცი მაგას ?

    კიდევ ერთი ტკივილი ენცო მარესკა იყო . ამ ბიჭისთვის შანსი რომ მიეცათ ეხლა მემგონი პირლოს მოყვანა არ იქნებოდა საჭირო . როჟა იმენა შეყვარებული იყო იუვეზე , მაგისი გაგდება ყველაზე ძლიერ განვიცადე , მიუხედავად იმისა , რომ იმ პერიოდში რაღაც მეგა დონე არ ყოფილა , მაგრამ … თან ვის სანაცვლოდ ? ბლაზის გამო ! აი ეს არის გუნდიდან გაგდება ! როცა შეუძლია და შანსს არ აძლევენ და იფრიალებენ გუნდიდან როგორც ნაგავს ! მაგრამ დელ პიეროს შემთხვევაში ეს ასე არ არის – იყო შეთანხმება , იყო დელ პიეროს ინტერვიუ სადაც თავადვე ადასტურებდა ფაქტს ! პლიუს რამდენიმეჯერ ნათქვამი ასაკიც . დროა უკვე ) აგერ ნედვედმა , კაცმა რომელსაც თავისუფლად შეეძლო კიდევ ერთი სეზონი ეგორავებინა ბურთი . მაგრამ ადგა და წავიდა

    1. და ამ აკცს არ უნდა წასვლა და უნდა კიდე თამასი და რომ ეუბნები შენთვის ბოლო სეზონიაო თუ გაგდება არ ქვია ამას, აბა რა ქვია?

      1. მე არ მესმის ეს ფრაზა . არ უნდა ) არ მინდა მეც ბევრი რამე , მაგრამ ნუ რას ვიზამთ . ით’ს თაიმ თუ სეი გუდ ბაი

        1. ხო, ანუ გაგდება გამოდის მაინც. უნდა დარჩენა და ეუბნები შენთვის ბოლო სეზონიაო. ანუ გუნდს აღარ სჭირდებიო. ამას ეუბნება იუვენტუსი დელ პიეროს?! აი, ეს მიმაჩნია სირცვილად ზუსტად.

          1. გაიმართA მოლაპარაკებები ? გაიმართა . მოახერხეს შეთანხმება ? მოახერხეს . გამოდის რომ დელ პიერო თანახმა იყო ანიელის წინადადებაზე . ეს ასე რომ არ ყოფილიყო ალე არ დათანახმდებოდა კონტრაქტს და უკვე წავიდოდა , ხომ ვარ მართალი ? ამერიკაში რო უნდოდა ბოლო სეზონის თAმაში ესეც ხო არ არის ახალი ? ყოველთვის ამბობდა ამას ინტერვიუებში .
            მე მაგალითად თუ წავა , გამიხარდება თუ პადოვაში დაასრულებს კარიერას ) სიმბოლური იქნება )

  19. რა სება რა მარკიზიო ხალხო, ვის ადარებთ კაპიტანს. დელ პიერო მაგათ ხელა ევროპას აზანზარებდა. მარკიზიოსა და ჯოვინკოს საფეხბურთო მონაცემებსა და შესაძლებლობებს როგორ ადარებთ დელ პიეროსას. ეგენი შეგიძლიათ შეადაროთ დი ლივიოს, რავანელის, ტურამს, მაქსიმუმ კონტეს და ფერარას, მაგრამ დელ პიეროს როგორ ადარებთ ტო?

  20. ამაზე შეიძლება მთელი დღეები იკამთო (და არა იდაო, ყველა ჩვენი სუბიექტური აზრი გვაქვს)
    “უბრალოდ” ერთი რაგაც: დრო არ მოვიდა კონტემ, დელ პიერო ათამაშოს? (ამ სითყვის პირდაპირი მნიშვნელობით) “უბრალოდ” ნახოს როგორ ფორმაშია.
    დავიჯერო ინთერთან ერთიერთზე გაცუდებული მომენტი, კონტეზე დიდ მნიშვნელობას მოახდენდა (უარყოფითს ვგულისხმობ?)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.