ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი: ” არაერთი შოკის მომგვრელი შეუსაბამობაა “

მოჯი ნეაპოლური სასამართლოს მიერ გამოტანილ ვერდიქტს ასაჩივრებს. დღეს პროკურატურამ ყოფილი გენერალური დირექტორი კიდევ ერთხელ სცნო დამნაშავედ და პირობითი ხუთწლიანი სასჯელიც შეუფარდა…

ყველა იმ მტკიცებულების შემდეგ, რაც მე წარვადგინე, ამას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, საბოლოო განაჩენი უკვე დაწერილი იყო. არაერთი შოკის მომგვრელი შეუსაბამობაა, ამ დეტალებს გასაჩივრებისთვის აუცილებლად გამოვიყენებთ. იმედია , ფრაზა “კანონთან ყველა თანასწორია” რეალობად იქცევა, დღევანდელი სხდომის შემდეგ თავს განტევების ვაცად ვგრძნობ. მე ყოველთვის ფეხბურთისთვის ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა ყველამ ზურგი მაქცია.” -ყოფილი დირექტორი ოფიციალური “იუვენტუსის” განცხადებამაც გააღიზიანა, სადაც ნათქვამი იყო, რომ წლების წინ მომხდარში მხოლოდ კერძო პირები იყვნენ დამნაშავენი: ” ძალიან უცნაურია, რატომ დაიბანეს ხელები”იუვენტუსში”, მოედანზე მე კი არა, ფეხბურთელები გადიოდნენ. ასეა თუ ისე, ეს დიდი ჩემპიონებისა და ოქროს ბურთის მფლობელების: ზიდანის, ნედვედის, კანავაროს და, რა თქმა უნდა, “იუვეს” სიმბოლოს დელ პიეროს გუნდი იყო. ” -მომხდარზე ისაუბრა “მილანის” ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც, შვედი ფორვარდი საკუთარ ინტერვიუში საკმაოდ კატეგორიული იყო: “ ეს ყველაფერი სისულელეა. სიმართლე ერთია, ჩვენი გუნდი ზედმეტად ძლიერი იყო და ჩვენი განადგურება ამ გზით გადაწყვიტეს ” -აცხადებს იბრაჰიმოვიჩი.

წყარო: football italia

13 thoughts on “მოჯი: ” არაერთი შოკის მომგვრელი შეუსაბამობაა “

  1. რაც ხდება იბრამ ათიანში მოარტყა!!! ასევე მოჯიმაც კარგად იცის რაც ხდება.. მაგრამ გინდა შუაზე გაიფხრიწოს მაინც ვერაფერს შეცვლის სამწუხაროდ :euf:

Leave a Reply to robi baggio Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.