ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” იტალიის ფეხბურთის ფედერაციას “უტევს”

ნეაპოლური სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ოფიციალურ “იუვენტუსს” 2006 წელს განცდილი 120 მლნ. ევროს ოდენობის ზარალის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა. მიუხედავად პროკურატურის ამგვარი პოზიციისა, ანდრეა ანიელი და მისი კომპანიონები სამართლიანობისთვის ბრძოლას განაგრძობენ, უკვე დაწყებულია სააპელაციო წერილზე მუშაობა, რომელიც სასამართლოს უახლოეს მომავალში გადაეცემა. მოსარჩელე მხარე “იუვენტუსია”, მოპასუხეს კი იტალიის ფეხბურთის ფედერაცია წარმოადგენს. მიუხედავად იტალიურ კლუბებზე დადებული ბრალდების შედარებითი მსგავსებისა, ტურინული კლუბი განსაკუთრებით მძიმედ იქნა დასჯილი. იხილეთ “კალჩიოპოლის” სკანდალის შედეგად განცდილი ზარალის დაახლოებითი შეფასება…

1. გუნდის ლიდერების წასვლა (ემერსონი, იბრაჰიმოვიჩი, ტიურამი, ძამრბროტა, ვიეირა, კანავარო და სხვ.): 121 მლნ. ევრო.
2. სასპონსორო და სარეკლამო შემოსავალი: 21 მლნ. ევრო.
3. შემოსავალი რადიო და ტელე-ტრანსლაციებიდან: 25 მლნ. ევრო.
4. შემცირებული შემოსავალი სტადიონიდან: 10 მლნ. ევრო.
5. დანაკარგი ბირჟაზე: 53 მლნ. ევრო.

თანხის მთლიანი ოდენობა დაახლოებით 250 მილიონი ევროა, “იუვენტუსი” მხოლოდ მისი ნაწილის ანაზღაურებას მოითხოვს, რაც ასევე საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია.

წყარო: tuttojuve

6 thoughts on ““იუვენტუსი” იტალიის ფეხბურთის ფედერაციას “უტევს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.