ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” გიოტცეს ყიდვას ეცდება

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” დორტმუნდის “ბორუსიას” გერმანელი თავდამსხმელის მარიო გიოტცეს გადმობირებას გეგმავს. 19 წლის ფეხბურთელმა ბრწყინვალე თამაშით უკვე მიიპყრო ევროპული გრანდების ყურადღება, მისით “იუვენტუსთან” ერთად, “მანჩესტერ იუნაიტედი” და მიუნხენური “ბაიერნი” ინტერესდება. თუ La Gazzetta -ს დავუჯერებთ, ბეპე მაროტას გერმანელი ალესანდრო დელ პიეროს მემკვიდრედ მიაჩნია და მისდამი განსაკუთრებული სიმპათიებითაა განწყობილი. ასეა თუ ისე, ტრანსფერი იოლი ნამდვილად არ იქნება, ჯერ კიდევ თინეიჯერის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ევროა, თუმცა თანხის შემცირება “იუვეს” ბარტერის სახით მილოშ კრასიჩისა ან ელჯერო ელიას ჩართვით შეუძლია.

წყარო: football italia

18 thoughts on ““იუვენტუსი” გიოტცეს ყიდვას ეცდება

  1. კაი ფეხბურთელია მარა შანსი არაა მაროტა მაგას ბავარიას და მანჩესტერს ვერ აახევს, სანამ ეს ივაჭრებს დააკელიო დაბერდება გიოცე, ან რა გიოცე ჯოვინკო ჩვენია და იმას არ აბრუნებს, ელიას და კრასიჩის გაცვლა ფეხბურთელში რომელიც სერია ა-ს ან ითამაშებს ან ვერა ზედმეტია

  2. არ ვიცი ფეხბურთI ვის როგორ ესმის მაგრამ,ეგ ტრასფერი ყველაზე მაგარი იქნება მაგრამ არამგონია იუვეში რო გადავიდეს ეს ბიჩი…გიოტცე დძააან მაგარა!!!

  3. ikajuve1011
    კრასიჩის ლანძღვის მეტი არაფერი არ მიკეთებია ამ სეზონში, გაიგდებს ბურთს და ვეღარ ეწევა მერე :chuvak:
    გერმანელი თუ მოგყავს უნდა იყოს ჩამოყალიბებული ფეხბურთელი და არა მომავალი, რომელიც ან გაამართლებს იტალიაში ან არა, პოდოვსკი, შვაინშტაიგერი, გომესი, ამ სამიდან ერთერთი კიდე შეიძლება, მარა ვინ გამოგატანს ამგენს :chuvak:
    :italy:

  4. ikajuve1011
    რამდენი თამაში გაქ ნანახი ამის?
    რაც შარშან იყო კრასიჩი 1 ნახევარში ისეთ ვერასდროს ვერ იქნება გიოტსე ტუ რაც ქვია, ამან ჯობია ჯერ ბავარიაში მოსინჯოს ძალები თუ მიიღებს ვინმე, ამას ელიაც ჯობია :chuvak:
    :italy:

    1. ერთი ათი თამაში მაინც მაქვს ნანახი… გერმანიის ბოლო ოც წლეულის ალბათ საუკეთესო ფეხბურთელია!!! მალე მიულერებს და კროოსებს ჯიბეში ჩაისვავს..

      ჩემთვის ამოუცნობი მოვლენაა თუ რატომ გიჟდებით კრასიჩზე.. არ ვიცი ვერ ვხვდები და მომკალით. ეტყობა ფეხბურთის აზზე არ ვარ და ვერ ვხედავ მის ამოუწურავ ტალანტს :mrgreen:

  5. დიდი სიამოვნებით დაუთმობდი ელიას და კრასიჩს გიოტცეს სანაცვლოდ : ))) და საერთოდაც ნი ვიჟუს გავუკეთებდი იმ ფაქტს რომ გერმანელია :lool:

  6. აუ იმენა გიჟია, ძაან მაგარია :)) პრო ევოლუშენში ავისრულე ეს სურვილი და ვათამაშებ კაი ხანია :D

    1. ეგ არ მოხდება.. კრასიჩისგან განსხვავებით გიოტცემ ფეხბურთის თამაში იცის.. მილოშა ჯობია სხვა სპორტში გადაერთოს – ჩემი აზრით ას მეტრიანს სავსებით ნორმალურად გაირბენს :lool:

  7. კითხვა ასე კი არ უნდა დაისვას

    გერმანელი იუვეში?

    არამედ

    გერმანელი?? იუვეში : )

    ნემცების ნაკრებს რო გადახედავ ერთ არიელს ვერ ამოაგდებ შვაინშტაიგერის მეტი მემგონი

    ისე ზოგადად ტრაბსფერი კარგია მაგრამ ძალიან არ მგონია მაროტამ ეგ ვინმეს აახიოს

  8. ყველაზე მეტად გიოტცე იუვეში მე მინდა რადგან ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია და მართლა გამოგვადგება ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული კრასიჩი + ელია = გიოტცე ანუ ორივეს შეველევი ამ მოთამაშის სანაცვლოდ ასევე ძალიან მინდა დი მარია და კოლაროვი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.