კუალიარელა: ” თავს კარგად ვგრძნობ! ”
მოქმედ სეზონში ფაბიო კუალაირელას მოედანზე გამოსვლის საშუალება იშვიათად ეძლევა. გასულ საფეხბურთო წელს ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ, იტალიელმა ფორვარდმა მძიმე ტრავმა გადაიტანა და მას მერე ადგილი უკვე თითქმის ერთი წელია სხვას დაუთმო. “ბებერი ქალბატონის” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ხშირად უწევს თავდამსხმელის მომავლის შესახებ კომენტარების კეთება და მასაც არაერთხელ უთქვამს, რომ ფაბიოს ფორმაში ჩადგომას ელოდება. თუმცა ეს ჭორების გავრცელებას ხელს არ უშლის. იტალიაში დადიოდა ხმები, თითქოს ფეხბურთელს ტრავმის რეციდივი მოუვიდა და რომ ის ფსიქოლოგიურ სირთულეებს განიცდის. ამ თემაზე კომენტარს თავად კუალაირელა აკეთებს: ” წამიკითხავს იმის შესახებ, რომ გულშემატკივარი ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან ღელავს. ნუ ღელავთ, მე თავს კარგად ვგრძნობ! როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად არანაირი პრობლემა არ მაქვს! ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ. ” -ნათქვამია ფეხბურთელის განცხდებაში.
ikajuve1011
რატო კვალი მალე ჩაჯდება სასტავში და ნაკრებშიც დაბრუნდება
იაკინტა, ამაური, ალექსა მიდის
მატრი, კვალი, ტონი, სება, 4 კაცი საჭიროა მინიმუმ, ამ 4-დან ერთი ტრამვას მიიღებს და ყველა მოუჭევს თამაში
ვეღარ ვეღირსეთ ფაბიოს დაბრუნებას რააა:-(:-(:-(
კვალი კარიერის ბოლომდე იუვეში დარჩება
ტრეზეგე-ალექსას რეკორდს მოხსნის მატრიარელა
რა უნდა კარიერის ბოლომდე იუვენტუსში??? შენ ეხლა სერიოზულად გაწირე ფაბიო კარიერის ბოლომდე სათადარიგო სკამისთვის
როგორ მომენატრა ფაბიოს თამაში, იქნებ პალერმოსთან მისცეს შანსი