ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” მალე ვნახავთ ვინ ვართ და ვინ გვინდა რომ ვიყოთ “

ანტონიო კონტე თავის შეგირდებს აქებს. “იუვენტუსმა” დღეს სიცილიურ “პალერმოს” უმასპინძლა და სამბურთიანო სხვაობით, დამაჯერებლად სძლია კიდეც…

ბიჭები შექების ღირსნი არიან, ამხელა შესვენების შემდეგ მალე დაუბრუნდნენ რეალობას. ეს იყო საკმაოდ სახიფათო შეხვედრა ძლიერ გუნდთან, რომელსაც, რომ არა ჩვენი კარგი თამაში, ბევრი პრობლემის შექმნა შეეძლო. 22 -დღიანი შესვენების შემდეგ ურთულესი ტურების სერია ნამდვილად ბედნიერი ფეხით დავიწყეთ. “

” როცა 7-8 კაცით შეტევაში მიდიხარ, უკან სივრცეები გრჩება და ეს ჩვეულებრივი რამაა, იმავე ხდება თუნდაც “ბარსელონას” თამაშის შემთხვევაშიც. გამარჯვებებისთვის ვიბრძვით, მაგრამ პროგრესირება და ამავე ტემპით მუშაობა ისევ საჭიროა.

რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, მას მხოლოდ პირველი წრის დასრულების შემდეგ შევაფასებ, მაშინ, როცა ცხრამეტივე მეტოქესთან მოვსინჯავთ ძალებს. მაშინ ვნახავთ ვინ ვართ, და ვინ გვინდა, რომ ვიყოთ. ასევე მინდა გულშემატკივარსაც მადლობა გადავუხადო, ისინი ნამდვილად მე-12 მოთამაშეები იყვნენ, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში გვედგნენ მხარში. ”

წყარო: football italia

23 thoughts on “კონტე: ” მალე ვნახავთ ვინ ვართ და ვინ გვინდა რომ ვიყოთ “

  1. გაუმარჯოს ჯიგრებს,პირველ რიგში იუვეს გამარჯვებას გილოცავთ,შემდეგ ფან-კლუბის შეკრებას და ღირსეულ თამაშს,იმედია მომავალში მეც დაგემატებით,მანჩეს კაპიტანმა დაურეკა თავისიანებს და უთხრეს რომ ძლიერი გუნდი იყო ძალიან და ნარავნიზე მოვუგეთო,ერთი სიტყვით როგორც ჩანს გუნდი კარგია,იმედია მეც შემოგემატებით შემდგომ და თუ არ გაგაძლიერებთ,არც დაგასუსტებთ:mrgreen::mrgreen: …და კიდევ ერთი თხოვნა,თამაში მქონდა და ვერ ვუყურე თამაშს და სრულ ლინკს ვერ დადებთ???

  2. საიტის ბაზაზე ნუ ტვირთავთ სურათებს . მანჩესტერთან თამაშის სტატიები მე წავშალე და თუ დადებთ ისევ , სურათები სხვა ჰოსტინგზე ატვირთეთ

          1. ხო , ტვირთავ სხვა საიტზე და შემდეგ კოდს უთითებ და ეს სურათები უშუალოდ ჩვენი საიტის ბაზაზე იყო ატვირთული , მაგას ვამბობ მეც . ნაჩკეს მიეცით ეგ სურათები და მიხედავს . მე გასვლა მიწევს სამწუხაროდ ეხლა .

            ეხლა ძირითადი გუნდის სიახლეებით არის დაინტერესებული ხალხი . ხოდა სადღაც სამშაბათს დადეთ ჩვენი გუნდის სიახლე , არაა საჩქარო ეხლა

            პ.ს. კაი გუნდი გვყავს ისე , შეთამაშება და მშვენიერი იქნება :up:

  3. რა ცუდია რომ მატრის და პეპეს გოლები ვერ ვნახე მადლობა ბიჭებს და ასევე ყველა იმ ტიფოზს რომლებმაც ბოლომდე უგულშემატკივრეს ასევე დიდი მადლობა ანტონიოს სერიოზულ მწვრთნელად ყალიბდება
    იმედია დელ პიეროს უფრო მეტ დროს მისცემს ხოლმე.

  4. საოცარ სტადიონი გვაქვს და ფანები მათლაც ფანტასტიკურ ატმოსფეროს ქმნიან, დღეს დავაკვირდი როგორ ღრიალებენ და შეუჩერებლად ქომაგობენ გუნდს. მათ როგორც ჩვენ მოწყურებულები ვიყავით ისეი იუვეს ნახვას როგორიც ეხლა გვყავს…

    ეხლა მთავარია ლაციოში-რომაში და ნაპოლში არ წავაგოთ და ძაან მაგარი იქნება წრეს წაუგებლად დავასრულებთ, ეს კი იმის მიმანიშნებელი იქნება რომ ძლიერები ვართ… მე2 წრეში კი რა ქულებიც ვკარგეთ

    კიევო-კატანია-ბოლონია-ჯენოასთან აწი აღარ დავკარგავთ…

Leave a Reply to Dutch Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.