აგენტი : “იანვარში ილიჩიჩი პალერმოდან არ წავა, ივნისში – შეიძლება”
ტურინის “იუვენტუსი” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იოსიპ ილიჩიჩის შეძენას გეგმავს.”პალერმოს” 23 წლის ნახევარმცველი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმოთხოვნად ფეხბურთელად ითვლება, რამეთუ მის მიმართ ინტერესს გარდა ბებერი ქალბატონისა ლონდონური “ჩელსი” და “ტოტენჰემიც” იჩენენ.Tuttojuve – თან საუბარში სლოვენიელის აგენტი, ამირა რუზნიჩი სამომავლო გეგმებზე საუბრობს…
“ამ მომენტისთვის პალერმო და იუვენტუსი ილიჩიჩის თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ, ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ.ბრიტანელების ინტერესი ? – არაფერი ვიცი, შეიძლება კონტაქტი კლუბებს შორის შედგა, მაგრამ ჩემთვის არავის მოუმართავს.ილიჩიჩი – ძვირადღირებული ფეხბურთელია, რომელიც საოცარი ტექნიკითაა დაჯილდოვებული.ძალიან მინდა, იოსიპი წარმატებული დიდ გუნდში ვნახო.ეჭვი მეპარება, პალერმომ ზამთარში წამყვანი მოთამაშის გასხვისება ისურვოს, ბოლო დღეებია გუნდთან ერთად ვიმყოფები, ტრანსფერის შესახებ კი არავინ საუბრობს.ზაფხულში მოლაპარაკებები უფრო რეალურია, რადგან სიცილიურმა კლუბმა ილიჩიჩის შემცვლელი უნდა ეძებოს.თვალი ვადევნე იუვენტუსთან შეხვედრას, პალერმომ სულ 3 მომენტი შექმნა, ორში კი მთავარი მოქმედი სწორედ იოსიპი იყო.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარია უდიდესი ტალანტზე.”
ფას უწევენ წინდაწინ იქნებ 40 მილიონად შეტენონ აბრამოვიჩს
ver xedavt zviradxirebulio. daafaseben 45 milions da azrii??
არც მე ვემხრობი ამ ტრანსფერს..
მაგარიააააა ამაზე მაგარი არცერთი ფლანგელი არ გვყავს
ოო ზუსტად ეგაა, პალერმოს ფეხბურთელი იუვეს ყველა ფლანგელს ჯობია..პეპე გადაჭამს თავს
კარგი პერსპექტიული ფეხბურთელია, ტექნიკური, კარგი მწვრთნელი სჭირდება..მე ვემხრობი მის ტრანსფერს, მაგრამ მალევე ძირითადში მოხვედრა გაუჭირდება
კაი ფეხბურთელია და თუ გადმოვიდა როგორც აფელია დაიკარგა ისე იქნება ესეც, კონკურენციას ვერ გაუძლებს, ჯობია სხვა გუნდი მოძებნოს,მაგალითად რომა
მაინცდამაინც არც მე ვემხრობი ამ ტრანსფერს