მაროტა : “კონფლიქტი გუნდის არცერთ ფეხბურთელთან არ გვაქვს”
მილოშ კრასიჩი Juventus Club Mottarone – ს მიერ დაწესებული პრიზის, Castagno d’Oro – ს მფლობელი გახდა.ჯუზეპე მაროტამ სერბის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა : “მილოშის აგენტთან არ მისაუბრია, თუმცა ბუნებრივია, მისი სიტყვები მოულოდნელი იყო.კრასიჩთან ხშირი კონტაქტი გვაქვს, მას კი კლუბის დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს.ამ მომენტისთვის სერბი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ მისი თანაგუნდელები უკეთეს სათამაშო ფორმაში იმყოფებიან.კონფლიქტი კლუბის არცერთ ფეხბურთელთან არ გვაქვს.როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, მზად ვართ კრასიჩთან დაკავშირებით ყველა წინადადება განვიხილოთ, მაგრამ ამ მომენტისთვის, მოლაპარაკებები ნამდვილად არ მიმდინარეობს.”
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება : “ამ დროისთვის მოგვარებული არცერთი ტრანსფერი არ გვაქვს.იანვრის მოახლოებისას ანტონიო კონტეს შევხვდებით, მის მოთხოვნებს გავეცნობით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველი ფეხბურთელები დავიმატოთ.ზამთარში იუვენტუსი მეგა ტრანსფერს არ განახორციელებს, მაგრამ კარგი მოთამაშეები ბებერ ქალბატონში აუცილებლად ჩაერიცხებიან.გუნდს მისი პრინციპი აქვს, რაზეც მე და ჩემი კოლეგები შეთანხმებულნი ვართ.”
ინტერვიუს ბოლოს სპორტულმა დირექტორმა კლუბში შექმნილ ვითარებაზეც გააკეთა კომენტარი : “ახლა იუვენტუსში ყველა ბედნიერია, მაგრამ სავარაუდო შეფასებები მხოლოდ სეზონის ბოლოს გაკეთდება.დრო გადის, გუნდი იმარჯვებს.კლუბის ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და ხელმძღვანელობას შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ჩვენს მიზნებზეც აისახება.”
კრასიჩის გაშვება ამ წუთას დიდი შეცდომა იქნება.
მაგაზე უკეთესი ნახევარმცველი დღესდღეობით გუნდში არ არის, უბრალოდ ფორმაში არ არის ამ წუთას.
ვფიქრობ სეზონის ბოლომდე მაინც უნდა აცალონ
კიდე კაი ბოაში რო არ დანიშნეს ტრეინერად, პორტუ 1 წლიანი გუნდი იყო ისევე როგორს დორტმუნდი

და ამ გერმანიამ რა უნდა ქნას მომავალ წელს ლიგაზე 4 გუნდი რო უნდა გამოიყვანოს? ჰოფენჰაიმით აფირებენ გამოსვლას
gio_juventino


მინდოდა დაწერა მარა ვერ შევძელი
კვინტა მაინც ჩვენიანია
ჯერ უნდა გაარკვიო ვინ მიდის და მომსვლელებზე მერე იფიქრონ
და ევროპაში ყველაზე ბევრი ფეხბურთელი გვყავს შემადგენლობაში

ამ ზაფხულზე ისე გააკეთეს რო ფეხბურთელები მოგვჩა
———————————————
ამაური, მოტა, დეჩელიე, პაციენც, ელია, ტონი, დელპიერო, ესენი წავლენ ალბათ
მაქსიმალურად უნდა განთავისუფლდეს გუნდი ნარჩენებისგან
დელპიეროს არ ვგულისხომბ
kvintac
ამაური, მოტა, დეჩელიე, პაციენც, ელია, ტონი, დელპიერო, ესენი წავლენ ალბათ
დელპოს წასვლას ვერ შევეგუები ვერანაირაად
ნეტა არ მოვიდეს ეს დრო არასდროს
საინტერესოა კარგ ფეხბურთელებში ვინ იგულისხმა მაროტამ
ეჭვი მაქვს ცენტრალურ მცველს დავიმატებთ ან მარცხენა მცველს და შესაბამისად კიელინი ისევ ცენტრში შეიწევს
დატოვეთ კრასიჩი არ უნდა გაუშვან,დიდი სისულელე იქნება კრასიჩის გაშვება.უბრალოდ ფორმაში არაა ეხლა და მაგის გამო ნუ გავკიცხავთ.მიდი მილოშ მიაწექი მაგარი იგროკი ხარ,მევასება მაგრად კრასიჩი.
mocemულ მომენტში. კასიჩზე ნაკლებად ტექნიკური პეპე მშვენივრად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ვნახოთ მომავალში რა მოხდება.

მადლობთ
ფორცა იუვე !!!
