ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რატომ არ წავიდა პეპე “ზენიტში” ?

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი სიმონე პეპე მის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, მაგრამ ზაფხულში ის “ზენიტში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. ფეხბურთელის თქმით მას “იუვენტუსში” დარჩენა ანტონიო კონტემ ურჩია. “ჩემი ბოლო წარმატებები განპირობებულია იმით, რომ მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები, ვცდილობ მწვრთნელის დავალებები შევასრულო და ძალიან მონდომებული ვარ. ზაფხულში როდესაც პრესაში ჩემი “ზენიტში” გადასვლის შესახებ დაიწერა, კონტემ მითხრა: “არსად არ წახვიდე”. ჩემთვის ეს იო ძალიან მნიშვნელოვანი, მივხვდი რომ “იუვენტუსში” საჭირო ფეხბურთელი ვიყავი” – განაცხადა პეპემ. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ლუჩიანო სპალეტის “ზენიტი” ფეხბურთელში 10 მილიონ ევროს იხდიდა, მაგარამ საბოლოოდ “იუვენტუსისგან” უარი მიიღო. 

წყარო : news.sport-express

7 thoughts on “რატომ არ წავიდა პეპე “ზენიტში” ?

  1. ეს ხო იყო უკვე?
    მარა კაი იყოს პეპე იმსახურებს :chuvak:
    საჭირო კაცია მოედანზე, კარში არ დგება თუარა, დაცვის ფლანგზეცაა ცენტრშიც, ნახევარდაცვაშიც ასევე და წინა თამაშში ცენტრფორვარდადაც ვნახეთ
    :italy:

  2. მე მაგრად მევასება როცა საჭიროა მცველებს ეხმარება როცა შანსი აქ გააქ ან საგოლე პასს აკეთებს .. არაფერს ისეთს არ შვება რო ცუდი ითქვას ამ ფეხბურთელზე რამე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.