ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” ყოველთვის არ გაგვიმართლებს “

გუშინ ბუფონმა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. “ლაციოს” ფორვარდებს არაფერი გამოსდიოდათ და ეს სწორედ მისი დამსახურება იყო. ერთ-ერთი სეივის შემდეგ, პირლომ თანაგუნდელს ისე მიულოცა, როგორც გოლის ავტორებს ულოცავენ ხოლმე და ძველი მეგობარი გულში ჩაიკრა: ” როცა ეს პირლოსნაირმა ჩემპიონმა გააკეთა, იგივე შეგრძნება ყველა თანგუნდელს დაეუფლა. ჩემპიონები თავიანთ განსაკუთრებულობას მრავალი გზით აჩვენებენ ხოლმე, პირლომ გუშინ ეს უბრალო ჟესტით გააკეთა. ამ გადახვევას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თავშეკავება გვმართებს, დიახ, დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბრმავოს. ყველაფერი კარგად დამთავრდა, რადგან იღბალი ჩვენს მხარეს იყო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ლაციომ” არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. კარგ ფორმაში ვართ და ასეთი გამარჯვებები საკუთარი ძალების რწმენას გვიზრდის. აუცილებლად დადგება დრო, როცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართება და არ მინდა ვიღაცამ განსაკუთრებულად განიცადოს, თუ მომავალში რაღაც ქულებს დავკარგავთ. ოპერაციის შემდეგ 6-7 თვიანი სარეაბილიტაციო კურსი გავიარე, მოედანზე დაბრუნება და ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენება ცოტა გამიჭირდა. თუმცა დაუღალავმა შრომამ და მოტივაციამ თავისი როლი ითამაშა. ” -აცხადებს ბუფონი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

10 thoughts on “ბუფონი: ” ყოველთვის არ გაგვიმართლებს “

  1. ჯიჯი ყოველთვის სწორად აზროვნებს :love: გასაგებია გუშინ ცოტა გაგვიმართლა და სხვა დროს შეიძლება აღარ გაგვიმართლოს, მაგრამ მეორე მხარე ისაა რომ გუნდის შეცდომები დაინახა კონტემ და ყველაფერს გააკეთებს რომ გამართლებამდე აღარ მიიყვანონ საქმე

  2. პირველ რიგში ყველას გილოცავთ იუვეს კიდევ ერთ უდიდეს წარმატებას !!!!! მაგრამ მინდა განსაკუტრებით მოგილოცოთ მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარის დაბრუნება ბოლო 2 თამაშია ბუფონი ბუფონია !!!! :forza:

    1. ბოლო ორი რა პალერმოსთან არც გაგვჭირვებია და აი ნაპოლისთან რთულად იქნება საქმე არანაირად არ იქნება თანახმა ნაპოლი რომ 2-თამაში 1 ქულა აიგოს
      ასე რომ მეტი ყურადღება დაგვჭირდება ნაპოლიში მოსაგებად

  3. ჯიჯი რო ნომერი 1 ეს ისედაც ვიცოდით.. აი მარკეტიმ კი მკვდარი ბურთები გამოიღო.. სლოვაკეთთან თამაშის შემდეგ არაფრად მიმაჩნდა გუშინ კი გადამარწმუნა..
    :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.