ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეპე: ” ეს ჩვენი სიგნალია “

გუშინ პეპემ “იუვენტუსის” მაისურით სეზონში რიგით მეოთხე გოლი გაიტანა და ამით “ბებერ ქალბატონს” ქულა და საკუთარი ძალების რწმენა შემატა. იტალიელი ნახევარმცველი “ნაპოლისთან” შეხვედრაზე საუბრობს: ” ნამდვილად არ მახსოვს ბოლოს ამდენ შეხვედრაში სამი გოლი როდის მქონდა გატანილი. საერთოდაც არ მახსოვს ოდესმე ამაზე მეტი თუ გამიტანია –ხუმრობს პეპე– ცენტრალური ნახევარმცველი არ ვარ, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების ძალისხმევის შედეგად ჩემი როლის მიღმაც მომეცა თამაშის საშუალება. როცა სივრცე ვიგრძენი, თავს მშვიდად ვგრძნობდი, რადგან პირლო და ვიდალი მაზღვევდნენ, წინ სვლის გასაგრძელებლად სივრცეებს მიქმნიდნენ. გოლი “ლაციოს” კარში? ეს უფრო რთული იყო, რადგან ბურთის ფეხით თრევამ მომიწია. ამ ფრისგან მიღებული სიხარული გამარჯვებისას უტოლდება. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ და არასდროს ვნებდებით, ეს არის სიგნალი, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით. ” -აცხადებს პეპე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

22 thoughts on “პეპე: ” ეს ჩვენი სიგნალია “

      1. კი ოფიციალურ საიტზე დაიწერა, რომ მეოთხე ყვითელი მიიღო და გამოტოვებს ჩეზენასთან მატჩს

        რახან იუვენტუსის ოფიციალურმა საიტმა დაწერა ესეიგი მართლა მიუღია, მარა მე თამაშს დროს არ დამინახავს რო ყვითელი მისცეს და ერთ–ერთ სანდო საიტზეც გადავამოწმე და არ უწერია

        რავიცი…

  1. ჩეზენასთან პირლოს აქვს დისკვალიფიკაცია, ერთით კარგია დაისვენებს და რომასთან იქნება ჯიგრულ ფორმაში.. :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.