ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი: ” პირველი სამეული? ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა! “

“იუვენტუსი” ბრძოლას არ წყვეტს. “კალჩიოპოლის” საკითხზე იტალიაში ისევ დიდი დაძაბულობაა. გუშინ საქმეზე მომუშავე ერთ-ერთმა გამომძიებელმა საკმაოდ სენსაციური განცხადება გააკეთა, დღეს კი სამართლიანობის აღდგენას ანდრეა ანიელი ითხოვს. ტემპერატურა ტურინში ცივი ზამთრის დროსაც არ ეცემა. პრეზიდენტი ისევ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს და გუნდის მომავალ გეგმებსაც გვაცნობს…

“მშვიდობის მაგიდასთან” შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან იქ ამ საქმეში გარეული ყველა პირი ერთად შეიყარა. თავის პოზიციას არავინ ტოვებს, მაგრამ საბოლოოდ ყველა დოკუმენტაცია ამტკიცებს, პროცესი ნაჩქარევი იყო. აუცილებელია მთლიანი სურათი დაიხატოს. უამრავი რამაა, რაც უნდა გადაიხედოს, მათ შორის სასამართლოს არათანასწორი დამოკიდებულება. ”

“იუვემ” მომხდარის გამო ზედმეტად დიდი საფასური გაიღო. რომ არა ფრთხილი მუშაობა და გუნდის კაპიტალის გაზრდა, ახლა ქვედა ლიგებში ვიქნებოდით. თავს ვერ მოვიტყუებთ, ვითომ არაფერი მომხდარა და ვერ დავივიწყებთ, როგორ გაგვწირეს. ”

ზარალის ასანაზღაურებლად ასეულობით მილიონ ევროს ვითხოვთ. ჩვენ პირადად მორატისა და “ინტერის” წინააღმდეგ არ გამოვდივართ, ასევე მოციქცეოდით მის ადგილას სხვა კლუბი რომ იყოს, ჩვენ ხომ ომში არ ვართ. ზედიზედ სამი წლის ჩემპიონ მაურინიოს “ინტერს” კაპელოს 2004-2006 წლების “იუვე” 3-0 -ს მოუგებდა.

ასეა თუ ისე, ახლა ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც კიდევ უფრო ვითარდება. ეჭვი არცერთ ჩვენგანს არ ეპარებოდა, რომ ანტონიო კონტე სწორი არჩევანი იყო. გამოცდილების კუთხით, ტიტულები აკლია, მაგრამ იმავეს ხომ ჩემზეც ვიტყოდი. ”

ანიელიმ ცოტა ხნის აღნიშნა, რომ ეს სეზონი ალესანდრო დელ პიეროსთვის “იუვეს” მაისურში უკანასკნელი იქნებოდა. ამის გამო პრეზიდენტმა გულშემატკივრების წყრომა დაიმსახურა: ” ვწუხვარ, რომ ეს ჩემი სიტყვები ალესანდროს მიმართ უპატივცემულობას მიაწერეს, ეს ასე არაა.

“სკუდეტოსთვის” ბრძოლაში კიდევ 22 მატჩის ჩატარება მოგვიწევს და ჩვენი მიზანი მხოლოდ “ჩემპიონთა ლიგა” ნამდვილად არაა. კარგად შევაფასებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც სატრანსფერო ფანჯარა გვაძლევს.

წყარო: football italia

23 thoughts on “ანიელი: ” პირველი სამეული? ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა! “

  1. ikajuve1011
    მაშინ, ლიხშტაინერი, პირლო, ჯაკერინი, ესტიგარიბია, უჩინიჩი და რაც მთავაია კონტე არ იყო და მეშვიდე ადგილს მარტო მელოს აბრალებ?

    1. არა რა თქმა უნდა.. მაგრამ იმ გუნდში მელო და კრასიჩი იყვნენ ლიდერები.. ხო და ძალაუნებურად მაგათზე მხრებზე გადაიარა იმ წელმა.. ხო და შედეგიც სახეზე იყო – პარმები და ლეჩეები გვაფორთხიალებდნენ

  2. ამ სიტყვებიდან ჩანს რო შეიძლება მაგარი ვინმე ვიყიდოთ ამ ზამთარს – ჩვენი მიზანი მხოლოდ “ჩემპიონთა ლიგა” ნამდვილად არაა. კარგად შევაფასებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც სატრანსფერო ფანჯარა გვაძლევს. ”

  3. tabajuventino
    ხო ვიდალი ცდილობს, შეიძლება ბევრ რამეს კარგად აკეთებს მარა მელო მაინც სხვა დონეა, ჩემი აზრით
    მაგის დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იქნება
    პირლო———მელო———-მარკიზიო

    1. კი მარა მელო აგერ არ გვყავდა ორი წელი??? ხო და მეშვიდე ადგილს ვერ გავცდით.. ეხლა ვნახოთ ვიდალის იუვე რა შედეგს დადებს ; )

    1. ბოლო ათი კი არა,დაჟე ბოლო 20 წლის საუკეთესო მეკარედაა დასახელებული,ეგ უეჭველი ვიცი,ვაბშე მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარეთა სამეულში შედის,იაშინი,ძოფი და ბუფონი…

  4. ზედიზედ სამი წლის ჩემპიონ მაურინიოს “ინტერს” კაპერლოს 2004-2006 წლების “იუვე” 3-0 -ს მოუგებდა. ”

    ეს მომეწონაა…

    ეხლა იუვე რაგაც დაძაბულად თამაშობს ყველა ფრთხილობს. ლაღად უნდა ითამაშონ…

    1. მართალია… ახლა უფრო კარგად ჩანს ინტერის ძალა როცა იუვე და მილანი თავიანთ ადგილებს დაუბრუნდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.