ვიდალი : ” სკუდეტოსთვის ბევრი გუნდი იბრძოლებს ”
მანამ სანამ , ტურინელები საუდის არაბეთში გაემგზავრებოდნენ , ადგილობრივმა ჟურნალისტებმა არტურო ვიდალისგან , მცირე ინტერვიუ აიღეს …
” აპენინებზე თავს მშვენივრად ვგრძნობ . ოცნება მქონდა , რომ კარიერა სერია ა-ს ერთ ერთ ტოპ კლუბში გამეგრძელებინა და მოხარული ვარ , რომ იტალიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში ჩავირიცხე . კარგად მესმოდა , რომ ვერ ვიასპარეზებდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში , მაგრამ საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის , რომ იქ მომავალ სეზონში მოვხვდეთ ” .
არტუროს სიტყვებით , ჩემპიონობისთვის მარტო ” იუვენტუსი ” და ” მილანი ” არ იბრძოლებენ : ” ჩვენსა და ” მილანის ” შემდეგ , გამოვარჩევდი ” ინტერს ” , ” უდინეზეს ” , ” ნაპოლის ” და ” რომას ” . შეცდომა იქნებოდა , კონცენტრაცია მარტო ” მილანზე ” რომ მოგვეხდინა ” .
რა სხვაობაა იტალიასა და გერმანიას შორის : ” აპენინებზე , განსაკუთრებულ ყურადღებას ტაქტიკურ მონახაზებს უთმობენ . გუნდები ბოლო წუთამდე იბრძვიან სასურველი შედეგის მისაღებად და ეს ყველაფერი დიდ მოტივაციას მმატებს ” .
” იუვენტუსის ” ნახევარდაცვას ევროპაში , ერთ ერთ საუკეთესო რგოლად მიიჩნევენ : ” პირლოს და მარკიზიოს დამსახურებით , ჩვენი შუა ხაზი მართლაც გამორჩეულია . ევროპაში ვფიქრობ , მხოლოდ ” ბარსელონას ” და ” რეალს ” , იტალიაში კი უდინეზეს გამოვარჩევდი ” .
ტაქტიკაზე და გუნდის ერთიანობაზე : ” დღევანდელი ” იუვენტუსის ” მთავარი ძალა არის ერთიანობა . ჩვენ ყველანი ერთმანეთისთვის , როგორც ძმები ისე ვართ . არაჩვეულებრივი ატმოსფერო ტრიალებს გუნდში . რაც შეეხება ტაქტიკას , პირადად ჩემთვის უმთავრესია დაცვით ფუნქციებში მივიღო აქტიური მონაწილეობა , რის შემდეგაც შეტევაზეც შეიძლება კონცენტრაციის მოხდენა . 4-3-3 ტაქტიკურ მონახაზში , თავს როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობ . ცოტა ბურთები გამაქვს ? ამაში საგანგაშო არაფერია . მთავარია , რომ სატურნირო ცხრილის სათავეში ვიმყოფებით და ჯერ ჯერობით მარცხი არ გვიწვნია . რა თქმა უნდა , სასიამოვნო იქნებოდა კიდევ რამდენიმე გოლის გატანა , მაგრამ გუნდის მიერ მიღწეული ნებისმიერი გამარჯვება , ყველაფერზე მეტად ფასობს ” .
ბორიელოზე და პისაროზე : ” მარკოს გაშლილი ხელებით შევხვდებით . კარგი იქნებოდა ასევე , თუ პისაროც შემოგვიერთდებოდა ” .
ვარგასსზე : ” არაჩვეულებრივი ფეხბურთელია . იმედი მაქვს , ნეაპოლში ბევრს მიაღწევს ” .
წყარო : TuttoJuve
კანავაროს ყოფილ კლუბს ვეთამაშებით მგონი.
NEDVEDA11..
ცხრის თხუთმეტ ცუთზე:D
დღეს იუვეს თამაში რომელზეა ჩვენი დროით?!
ადრეა 20:15 ჩვენი დროით