ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

დღეისათვის , სატრანსფერო ბაზრის კუთხით , ბიანკონერის ბალანსი +1 ია . მარკო ბორიელო , პირველი ტრანსფერი გახდა , რომელიც კლუბმა 2012 წელს განახორციელა და სავარაუდოდ არა უკანასკნელი იანვრის თვეში , თუ გავითვალისწინებთ , რომ ჯუზეპე მაროტა აქტიურად ცდილობს დავიდე პისაროს და მარტინ კასერესის ხელში ჩაგდებას . თუმცა , ამასთან ერთად კლუბს აუცილებლად დატოვებს რამდენიმე სახე . განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ფეხბურთელების თავდასხმის ხაზში შეინიშნება  . უპირველეს ყოვლისა ტურინს დატოვებს ლუკა ტონი . ინტერესი მის მიმართ საგრძნობლად დიდია სხვადასხვა საფეხბურთო ლიგაში  , მაგრამ ბოლო ინფორმაციით მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა კარიერა შესაძლოა ” სიენაში ” გააგრძელოს . თავის მხრივ ანტონიო კონტე ეცდება ტოსკანური კლუბიდან მატეა დესტრო დაიმატოს , რომელიც ამჟამად გენუის ” სამპდორიაში ” არენდის წესით ასპარეზობს . რაც შეეხება კარვალო ამაურის , მისი გზა როგორც ჩანს ფლორენციისკენ მიემართება  .

წყარო : tuttosport

4 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება

  1. დესტროს სანაცვლოდ ტონის გაშვება მართლა იდეალური ვარიანტი იქნება, მატიას დესტრო იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება..თუ ფიორენტინამ ფლორო ფლორესი ვერ დაიმატა იქნებ ამაურიზე არ თქვას უარი, რამდენი ფეხბურთელი გვყავს ტყუილად რაა :no

    P.S – ბორიელომ 69 ნომერი აიღო..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.