ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლეჩე” – “იუვენტუსს” ბერგონცი განსჯის

კვირას გასამართ მატჩში, სადაც “იუვენტუსი” გასვლით შეხვედრაში “ლეჩეს” დაუპირისპირდება, მთავარი არბიტრი მაურო ბერგონცი იქნება. “ბიანკონერის” თამაშზე არბიტრი მეათეჯერ იმსაჯებს. განვლილ 9 შეხვედრაში, რომელსაც ბერგონცი სჯიდა, “იუვენტუსმა” 5-ჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება, 3-ჯერ ითამაშა ფრე და ერთხელ დამარცხდა. ამ არბიტრმა მიმდინარე სეზონში უკვე იმსაჯა “იუვენტუსის” მიერ ჩატარებულ შეხვედრაში, სადაც ტურინული გრანდი საკუთარ მოედანზე სიცილიურ “პალერმოს” დაუპირისპირდა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. ბერგონცის ასისტენტობას მაჯანი და ნიკოლაი გაუწევენ, მეოთხე არბიტრი კი დოვერი იქნება.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიცილური ვებ-გვერდი

3 thoughts on ““ლეჩე” – “იუვენტუსს” ბერგონცი განსჯის

  1. ძალიან მომენატრა იუვენტუსის თამაშები.. ალ ჰილალთან ვისიამოვნე, მაგრამ სერია A სხვა სფეროა!!! :forza:

Leave a Reply to ika..juve..10 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.