ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლეჩე” – “იუვენტუსი” ( წინასამატჩო )

სერია A, ტური 17

დრო : კვირა, 8 იანვარი, 18:00 სთ ( თბილისის დროით )

ადგილმდებარეობა : “ვია დელ მარე”, ლეჩე ( 36 285 )

“ლეჩე”

  • გასულ სეზონში, მანამ, სანამ “ლეჩე” ბიანკონერებს საკუთარ მოედანზე დაამარცხებდა, ტურინელებს ზედიზედ 6 მატჩში ჰქონდათ გამარჯვება მოპოვებული.
  • მიმდინარე სეზონში “ლეჩეს” საკუთარ მოედანზე არ გაუმარჯვია, სახლში მათ მხოლოდ 1 ქულა აიღეს.
  • ბოლო 10 შეხვედრაში “ლეჩეს” ფეხბურთელები მუდმივად უშვებენ გოლს.

“იუვენტუსი”

  • “იუვენტუსი” ევროპის მასშტაბით ერთადერთი გუნდია, რომელიც მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობს.
  • ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში ბიანკონერებმა ფრედ ითამაშეს.
  • ანტონიო კონტე მწვთნელის რანგში პირველად თამაშობს მშობლიური გუნდის წინააღმდეგ.

სიახლეები მეტოქეთა ბანაკებიდან

“ლეჩე” – ჯანდონატო და ფალკონე ტრავმირებულნი არიან.

“იუვენტუსი” – ბიანკონერებმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკვე დაიმატეს მარკო ბორიელო.

მთავარი გმირები

“ლეჩე” – ბოლო ტურში, “ინტერის” წინააღმდეგ მურიელმა შესანიშნავი გოლით დაგვამახსოვრა თავი.ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მონდომებულია.

“იუვენტუსი” – სიმონე პეპე კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.იტალიელ ნახევარმცველს მნიშვნელოვან მატჩებში გააქვს გოლები და დამაჯერებლად ასპარეზობს.ფლანგზე მის წინააღმდეგ ახალგაზრდა ბრივიო ითამაშებს, რომელსაც წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს სიმონეს შეჩერება.

სავარაუდო შემადგენლობები

“ლეჩე” ( 3-5-2 ) – ბენასი; ოდო, ტომოვიჩი, ფერარიო; კუადრადო, ჯაკომაცი, ობოდო, ოლივიერა, ბრივიო; მურიელი, დი მიკელე

“იუვენტუსი” ( 4-3-3 ) – ბუფონი; ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; მარკიზიო, პირლო, ვიდალი; პეპე, მატრი, ვუჩინიჩი

პროგნოზები

სკუდეტოსთვის ბრძოლაში იუვენტუსისმთავარი კონკურენტი “მილანია”, ბიანკონერები ვალდებულნი არიან სამი ქულა აიღონ და როსონერის წინ გაჭრის შანსი არ დაუტოვონ.

სავარაუდო შედეგი

“ლეჩე” 0-3 “იუვენტუსი”

ტვ – ტრანსლაციები

NTV + Football 18:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

NTV + Football HD 18:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

GMG სპორტი 1 18:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

145 thoughts on ““ლეჩე” – “იუვენტუსი” ( წინასამატჩო )

  1. გაგვიჭირდება ცოტა. რახანია არ მოუგია ლეჩეს და მაგარი მონდომებულები იქნებიან თან სახლში თამაშობენ :forza:

  2. ისე გასვლით მატჩებს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი და აღფრთოვანებული ვარ იუვეს შედეგებით
    – ინტერი და ლაციო გავაკარით ბეჭებზე, არ წავაგეთ სანპულოზე(არნახულად ძლიერ ნაპოლისთან) რომა ბეწვზწ გადაგვირჩა. პრინციპში უდინეზესთანაც მძლავრად ვითამაშეთ(მატრის ქონდა ჩავარდნა)

  3. იმედია ბევრს არ გვანერვიულებენ დღეს!!! დავიჯერო ალ ჰილალზე ბევრად ძლიერი გუნდია ლეჩე?? :D

  4. იუვეს შემადგენლობას ბოლომდე მალავს კონტე? :D ამდენი ხანი არასდროს გაწელილა შემადგენლობის დასახელება.

  5. მირკო ძალიან ბევრს შრომობს და აკეთებს ყველაფერს იუვესთვის,თამამად ვამბობ რომ მირკოს ტრანსფერმა გაამართლა.დღეს იმედია გაიტანს.ასევე იმედი მაქვს რომ დელპოს ვიხილავ მომენატრა :) :forza:

  6. ოქრო მოტეხილი ხარ გუნდიდან :D :D :D სულ ამაზე როგორ შეიძლება ვიკამათოთ? ვუჩინიჩზე მაგარი გუნდში დღეს აარვინ გვყავს:))

  7. დათკა
    თუმცა არც მაგი არ ეშლება და პირლოსთან ერთად ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია გუნდში
    მირკო რომადან მოყოლებული მარცხენა შემტევ ნახევარმცველად თამაშობს და ჩემთვის ნახევარმცველი უფროა ვიდრე ტავდამსხმელი
    თავდამსხმელად თამაშობს ნაკრებში

    1. კი მართალი ხარ . მირკო რომაშიც არ იყო გამოკვეთილი ფორვარდი . ძირითადათ ფლანგებიდან იწყებდა ხოლმე შეტევას . ეგ რო მკიდია ტიპი არ იყოს ვაფშე ბომბა იქნებოდა . მაგრამ ეგ მკიდიობაც უხდება რა , თავისებური ჩუვაკური სტილი აქვს :chuvak:

      1. ხო რაღაცნაირად მარტივათ უყურებს რასაც აკეთებს, კაცის მოტყუებაზეც ჩვეულებრივად მარტივად მიდის ფინტების გაკეთებაც უყვარს ხანდახან
        მოლედ თავიდანვე იუვეში რო მოხვედრილიყო უკეთესი იქნებოდა მარა ახლაც არაა გვიან
        დღეს უნდა გაიტანოს უკვე დროა

Leave a Reply to ოქრო Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.