ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსის” ოფიციალური პასუხი ცილისწამებაზე

“იუვენტუსმა” “ჩეზენას” წინააღმდეგ შესრულებულ პენალტთან დაკავშირებულ “უსუსურ და უტაქტო ცილისწამებასთან” დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. საუბარია იმ მომენტზე, როცა ანტონიოლის გაძევების შემდეგ კარში მდგარი გილერმე როდრიგესი ხელით აკეთებს მოძრაობას, რითაც, მეორე მხარის მტკიცებით, ვიდალს თავისი მოძრაობის მიმართულებაზე მიანიშნებს. ამასთან, საინტერესოა, თუ შეთანხმებულ თერტმეტმეტრიანთან გვაქვს საქმე, მაშინ, რატომ მიუთითებს თავისი მოძრაობის, და არა დარტყმის მიმართულებაზე. კარის დარაჯები ხშირად ცდილობენ მეტოქეთა დაბნევას. მოძრაობა, რომელსაც როდრიგესი ხელით აკეთებს, შესაძლოა საერთოდაც არ ჩაითვალოს მნიშვნელოვან დეტალად, მაგრამ თუ მას განზრახ ქმედებად მივიჩნევთ, უნდა ჩავთვალოთ, ის ვიდალის შესაცდენადაა გაკეთებული: მიუთითებს თავისგან მარჯვენა მხარეზე და თავადაც მოძრაობს იქით. ესეც რომ არა, წინასწარი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რატომ უნდა მიენიშნებინა მიმართულება ზუსტად დარტყმის მომენტში, ანუ მაშინ, როცა ყველა კამერა ამ ორი ფეხბურთელისკენაა მიმართული.თანაც რაში დასჭირდებოდა თერთმეტმეტრიანების დარტყმაში დაოსტატებულ არტურო ვიდალს დახმარება იმაში, რომ პენალტი გოლად ექცია, როცა კარში არა მეტოქეთა მეკარე, არამედ მცველი იდგა.იხილეთ “იუვენტუსის” ოფიციალური განცხადება და ვიდეო. 

პენალტის ჩანაწერის ირგვლივ არსებული სპეკულიაციები და იმის მტკიცება, რომ არტურო ვიდალი და “ჩეზენას” კარში მდგომი ფეხბურთელი შეთანხმებულად მოქმედებენ, “იუვენტუსის” ცილისწამების უსუსური მცდელობაა. “იუვენტუსი” კლუბისა და ფეხბურთელის ღირსებას დასაცავად, შესაბამის ზომებს მიიღებს. ”

28 thoughts on ““იუვენტუსის” ოფიციალური პასუხი ცილისწამებაზე

  1. თფუ დაქლიავდა ეს იტალია,ამათი მაფიოზი დედა ვატირე,სანამ მილანელების ხელში იქნება ყველაფერი არც გამიკვირდება ესეთი უაზრობები,მერე მოჯია დასაჭერიო იტყვიან კიდე,ყველა ბინძური ხერხით გვებრძვიან,რაკი ორივე მილანური ჩავიხიეთ

  2. მოიცა და შეთანხმებულები იყვნენ, რომ მეკარეს გააგდებდნენ და კარში ეგ ფეხბურთელი ჩადგებოდა? თუ მეკარს გაგდების მომენტში შეთანხმდნენ, არტურ, მაგარი კაცი ხარ, გოლს გაგატანინებო, ალბათ ეგრე უთხრა :D

  3. რომც წამოგებულიყო დავიჯერო მცველი პენალტს აუღებდა ? :mrgreen: მეეჭვება რაღაც, ის მცველად არ ვარგა მე – 18 ადგილზეა ჩეზენა მოუნდა ვიდალზე პენალტის აღება :loool: სასაცილო და სამარცხვინოა იტალიური ფეხბურთის მმართველების მხრიდან ))

  4. რა სისულელეა.. ეგეთი რაღაც მეც გამიკეთებია, ერთგან მიმინიშნებია და მეორეგან გადავმხტარვარ.. მაგას დამაბნეველი მანევრი ქვია – რაზეც ვიდალი რა თქმა უნდა არ წამოეგო : ))

  5. მაგ თამაშს როგორ არ ვუყურე, თამაშის მერე იმხელა განხილვა მოვაწყეთ პენატის თაობაზე, ყველა ფეხბურთელი არ მახსოვს ახლა ვინ იყო და ვინ არა :chuvak:
    ბუნდესლიგის გრანდების თამაშის ყურებას სერია ა_ს აუთსაიდერების ყურება მირჩევნია

  6. 1juve

    დელ პიერო, პირლო, მარკიზიო, კვალიარელა, მატრი, პეპე მოედანზე არ იყვნენო ეგეთი შეკითხვა დასვი, თამაშს ნუ ყურადღებით ხარ ნაყურები ხომ შეიძლება 1 ფეხბურთელი მაინც დაგამახსოვრდეს რომელიც მოედანზე იყო ? კვალიარელა იყო მახსოვს, პირლოს დისკვალიფიკაცია ჰქონდა ჩეზენა გამოტოვა, მერე კვალიარელამ დაურტყა მეკარე – მცველს და იმან ფეხით აუღო..არ ჩამიხედავს ეხლა მატჩის შემდგომში ვინ ითამაშა და ვინ არა, მაგრამ მახსოვს, შეიძლება უბრალოდ მახსოვრობის დამსახურებაა )))

    კლოზე კონკრეტული პიროვნებაა მისი აზრი გააჩნია, ბუნდესლიგის ნებისმიერმა მოქმედმა თუ ყოფილმა ფეხბურთელმა შეიძლება სხვა აზრი გამოთქვას ( კანი, ლიზარაზუ, რობენი ან თუნდაც რიბერი ), გააჩნია თავად ინდივიდს..მე მაგალითად ბუნდესლიგის მაგარ თამაშს პალერმო – ჯენოას ყურება მირჩევნია, მაგრად მევასება იტალიური ფეხბურთი და იმიტომ, შეიძლება ბევრმა დამცინოს კიდეც )) მაგრამ ბავარია – ბორუსია სუპერ თამაშია ამას ვაღიარებ, ეხლაა დორტმუნდი სერიოზულ ფორმაში და იმიტო, თორე ბავარია ყველას ამარცხებდა

  7. Darja
    საიდან დაასკვენი რო ჩეზენასთან თამაში არ მინახია? :chuvak:
    2 თამაში არ მინახია სულ იუვესი ლაივში, ერთი კიევოსთან და ერთი კალიარისთან და ვერ მოვიგეთ :chuvak:
    კლოზემ რა თქვა ნახე? იტალიაში ყველაზე მეტად უყვარს ხალხს ფეხბურთიო, კლოზემ თქვა და კი დაეჯერება მაგას კაი ფეხბურთელია :chuvak:
    :italy:

  8. 1juve

    ბუნდესლიგის დიდად მოყვარული არც მე ვარ, გერმანიის ნაკრების თამაში კი მაგრად მევასება, ეხლანდელი თაობა რა თქმა უნდა )) იუვე – ჩეზენაზე გითხარი, ევროპაში პარალელურად მოთამაშე გრანდებზე რა გითხრა, მაგრამ ბევრი თამაში ძალიან მაგარი აქვთ გერმანელებს..)) გულშემატკივრობაში ვერ შეედრება ვერავინ, ბოლო ადგილოსანი გუნდის სტადიონიც კი ნებისმიერ შეხვედრაში გადაჭედილია

    ევროპაში პარალელურად მოთამაშეს რატო ადარებ, ზოგადად გერმანული ფეხბურთი შეიძლება გაინტერესებდეს, პარალელურად 100 გუნდი თამაშობს საუკეთესოს უყურებ რა თქმა უნდა, მაგრამ რეალი – ბარსას პარალელურად იუვეს თამაშს ხო უყურებ ? ეგრეა ბევრი, თუ გიყვარს კონკრეტული გუნდის ან ქვეყნის ფეხბურთი, ნებისმიერს გადაუსვამ ხაზს

  9. Darja
    რომელ თამაშზე მეუბნები?
    ბუნდესლიგაზე თუ ამბობ, რატო უნდა გინდოდეს კაცს დორტმუნდი – ლევერკუზენის ყურება როცა პარალელურად, ამდენი გრანდი თამაშობს ევროპაში?

  10. Nachke
    დელპიეროზე პირლოზე მარკიზიოზე და კვალიარელაზე
    მე მაშინვე გამიკვირდა ამან რო დაარტყა, მარა სისულელეი იმაზე ლაპარაკი რო წინასწარ შეთანხმებულები იყვნენ, ან ვაფშე რა მნიშვნელობა ქონდა ამ გოლს,ისედაც ვიგებდით იმ თამაშს

    1. აბა ტო, სასაცილოა რა ნერვებზე თამაშობენ უბრალოდ. ათკაციან ჩეზენას ვუგებდით, კარში მცველი ედგათ და მოგვაგებინეს რა ფაქტიურად :mad:

  11. რა ქნა როდრიგესმა იდგა მარცხნივ გამოიწია მერე მარჯვნივ წავიდა, ისღა აკლია იუვენტუსს ჩეზენას “მცველთან” მოილაპარაკოს პენალტის გატანა – არ გატანა :mad:

      1. არც პირლო იყო არც დელ პიერომ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს იდეალურად ასრულებს არტურო პენალტებს, ბუნდესლიგაში სულ ეგ ურტყამდა ხოლმე )) გეყურებინა ისე თამაშზე ნახავდი..)

  12. ვიდალი მცველებს ვეღარ უტანს თურმე პენალტს იმათ თუ არ მიანიშნა :mad: და სერიოზულად ლაპარაკობენ ამაზე არც ეცინებათ :mad:

  13. მიდი გამოდი როდრიგესი და თქვი რა მოხდა სინამდვილეში თუ არ მიგარჭვეს უკვე მილიონები :mad: ეს აფერისტები აღარ იციან ახლა რა ქნან რითი გვიკბინონ :mad:

  14. თქვენი :mad: მიდით გვებრძოლეთ ყველანაირად :mad: რისი თქმაც მინდოდა სტატიაში დავწერე, რა აბსურდზეა ლაპრაკი საერთოდ, თუ მართლა მოძრაობაა რაც ჩანს მაშინ მოსატყებლად გააკეთა რად უნდა ამას ტლიკინი :mad:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.