ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გვიდოლინის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

ტურინის ” იუვენტუსსა ” და ” უდინეზეს ” შორის , სატურნირო ცხრილში მხოლოდ სამი ქულაა სხვაობა , რაც დამატებით ინტრიგას სძენს ამ დაპირისპირებას . ყველაფერთან ერთად , მატჩზე დასასწრები უკლებლივ ყველა ბილეთი რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა . უდინური კლუბის თავკაცი კი აღტაცებაში სწორედ ბიანკონერის ახალ არენას მოჰყავს : ” ” იუვე ” ყველას უსწრებს იმიტომ , რომ მათ პირველებმა აიშენეს საკუთარი არენა . პირველად ვესტუმრებ ამ სტადიონს , რომელსაც მნახველი აღტაცებაში მოჰყავს . აუცილებელია კალჩომ კურსი ამ მიმართულებით აიღოს , რადგან გულშემატკივრებისთვის კომფორტის შექმნა ფეხბურთის ყურების დროს უმნიშვნელოვანესია ” …

” რაც შეეხება ” იუვეს ”  , ჩვენ საქმე გვექნება უაღრესად ტექნიკურ კოლექტივთან . სიმართლე გითხრათ ბოლო პერიოდში ეს გუნდი ლიპის დროინდელ ბებერ ქალბატონს მახსენებს . კონტემ გუნდს ძველი სული დაუბრუნა , გამარჯვებული , უდრეკი და მრისხანე . მის განკარგულებაში 3-4 მსოფლიო დონის ფეხბურთელია და ასევე უამრავი ბრწყინვალე მოთამაშე . ის რასაც ისინი აკეთებენ არ მაოცებს , პირიქით აღფრთოვანებას იწვევს ! ეს გახლავთ ხელმძღვანელობის და გუნდის ერთობლივი დამსახურება ” .

მიუხედავად ამისა , უდინეზე არ აპირებს ტურინში უბრძოლველად დანებებას : ” მოგვიწევს საკუთარი თამაშის პოვნა და ძლიერი მხარეების გამოყენება . ტაქტიკური კუთხით რამდენიმე ვარიანტი გამოვცადეთ , უპირველეს ყოვლისა კი კონტრ შეტევებზე მოგვიწევს აგრესიულად ასპარეზობა . მოგვიწევს იმაზე ფიქრი , თუ როგორ გამოვიყენოთ სისწრაფე და ინიციატივის საკუთარ ხელში აღება , მოგვიწევს დი ნატალეს ეფექტურად გამოყენებაზე ფიქრცი … ჩემს საფეხბურთო ფილოსოფიაში არ შედის ის , რომ ვიჯდეთ საკუთარ ნახევარზე გუნდთან , რომელიც ასე კარგად ფლობს ბურთს . მეტოქე რეალურად მრისხანეა და ძლიერი , მოგვიწევს ძალების მოკრება და შეტევაში წასვლა , როცა ამისი საშუალება მოგვეცემა ” .

გვიდოლინის არა ერთი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ასპარეზობა , შესაძლოა მათ რიცხვში ისლაც შევიდეს : ” ნამდვილად არ ვიცი ზუსტად შესძლებს თუ არა იგი ჩვენს დახმარებას , თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გუნდთან ერთად გაემგზავრება ტურინში . პრობლემები რა თქმა უნდა გვაქვს და არ ღირს თავის მოტყუება და მშვიდად ყოფნა . მოგვიწევს შევეგუოთ ამას და ბოლომდე ვიბრძოლოთ . ბატოკიო ?შესაძლოა იგი პირველსავე წუთებზე გამოჩნდეს , ან მეორე ტაიმის მსვლეობისას . დარწმუნებული ვარ ყველა ის ფეხბურთელი რომელიც მიიღებს მონაწილეობას ამ დაპირისპირებაში 100 % – ით დაიხარჯება . ” იუვენტუსი ” თავის მხრივ მართლაც ძლიერია და ნებისმიერ სიტუაციაში რთული იქნებოდა მათთან ასპარეზობა ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

11 thoughts on “გვიდოლინის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

  1. მე მგონია რო გოლს სადღაც 65-ე წუთზე შევაგდებთ და შეიძლება ერთადერთი გოლი იყოს ანუ 1-0 დამთავრდება თუ უფრო დიდი ანგარიშით მოვიგებთ მთლად უკეთესი :forza: :forza: :forza:

  2. ასამოა პინზი ტოტო თუ გავაჩერეთ კაი იქნება და კარში ჰანდანოვიჩმა თუ არ გაიგიჟა თავი უეჭველი მოვიგებთ თუარადა ნიჩია უეჭველია
    კაი გუნდია უდინეზე მარა იტალიური ფეხბურთისთვის ჯობია თუ არ გავა სამეულში
    :italy: :achuu: :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.