ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ანტონიო კონტე მომავალი ორი კვირის განმავლობაში ფიზიკური კონდიციების სტაბილიზაციისთვის შემადგენლობის როტაციას გეგმავს. “პარმასთან” მატჩის გადადებამ კონტეს გუნდს საქმე კიდევ უფრო გაურთულა, “ბიანკონერები” ორი კვირაზე ნაკლებ დროში ხუთ შეხვედრას ჩაატარებენ…

აუცილებელია, ეს ურთულესი პერიოდი მაქსიმალურად კარგად დავიწყოთ. “სიენას” ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, საკმაოდ უხერხული მეტოქეა. 13 დღეში წინ ხუთი მატჩი გველოდება. საბედნიეროდ, ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან, რაც ვარირების საშუალებას მაძლევს. მთელი შემადგენლობა დამჭირდება. ფეხბურთელები ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კუთხით უნდა შევაფასო. რაც შეეხება მარტინ კასერესს, იმედია, “სიენასთან” შეხვედრაში ჩემს განკარგულებაში იქნება.

ტურინში ცივი და სუსხიანი ამინდია ნავარაუდები. პირადად მე, რუმინეთში “სტიაუა ბუქარესტის” წინააღმდეგ მინუს 18 გრადუსზეც მითამაშია. არცერთ ქვეყანაში ამაში პრობლემას ვერ დაინახავდნენ, მაგრამ იტალიაში სირთულეები გვექმნება. გუნდების სამასპინძლოდ საჭირო გარემო არ არსებობს, ეს უნდა შეიცვალოს. საბედნიეროდ, ჩვენ ჩვენი საკუთარი არენა გვაქვს, მიწისქვეშა გათბობით და სანახაობას საფრთხე არ ემუქრება.

მინდა მედიას ჩვენი “სერია ა” -ს ფავორიტად გამოცხადებისათვის მადლობა გადავუხადო. პრესის მიხედვით, ივნისსა და ივლისში შესრულებული სამუშაო საშინელება იყო: არც უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჩამოსულან და არც მწვრთნელი იყო სათანადო დონის. საოცარია იმის ხილვა, თუ როგორ იცვლება აზრები სულ რაღაც ექვს თვეში. ამასთან მინდა აღვნიშნო, ჩემპიონატის უდავო ფავორიტად “მილანს” მივიჩნევ. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

72 thoughts on “ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

    1. არა ლიდერი ნამდვილად არის დღესაც, თუნდაც წინა თვეები გავიხსენოთ, ჯეონა 3 მცველით რო თამაშობდა, და ცენტრში მარტო კალაძე რო ყავდა. ეგ იმას ნიშნავს რო ლიდერი არის დაცვის, ცენტრში მარტოს ათამაშებდა მწვრთვნელი :forza: :italy: ვივა კალადზე :D

  1. 1juve გეთანხმები სავსებით შესაძლებელია, კალაძეს აქვს კაპიტნის თვისებები, მაგრამ როგორც შენ აღნიშნე 2 წელი არ არი დიდი დრო რო მასზე ააწყონ მომავალი, ყოველშემთხვევაში ეგრე თუ იქნება ჩემზე კმაყოფილი არამგონია იყოს ვინმე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.