ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” ვუჩინიჩს გაცილებით მეტი შეუძლია “

ბოლო მატჩებში “იუვენტუსს” ქულების დაგროვება უჭირს, გუნდის შემადგენლობიდან კი ერთ–ერთი, ვისაც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ, მირკო ვუჩინიჩია. მონტენეგროელი ფეხბურთელის აგენტმა, დეიან სავიჩევიჩმა, TMW – ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან სცადა თავისი კლიენტის უღიმღამო ასპარეზობის მიზეზი აეხსნა…

“მირკო თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ აჩვენებს. მას მუხლის ტრავმა აწუხებს, სწორედ ამის გამო დაჰყო მონტენეგროს შემადგენლობაში სათადარიგოთა სკამზე 45 წუთი. ვუჩინიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა “იუვენტუსის” ტიფოზერია არავის არაფერს პატიობს. როცა მას დაცვაში აქტიურად თამაში და მცველად გარდაქმნა უწევს, შეტევაში იმდენად სარგებლიანად  ასპარეზობა უჭირს. მირკოს მოედანზე მეტი თავისუფლება სჭირდება, ამის შემდეგ ის გუნდს მეტ სარგებელს მოუტანს. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჩემს კლიენტს რთული პერიოდი აქვს, მას გოლი სჭირდება და შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.” – განაცხადა სავიჩევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ვუჩინიჩი “იუვენტუსში” გასულ ზაფხულს, 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმობარგდა და შავ–თეთრი მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იგი ანტონიო კონტეს 4–3–3 სქემაში გამოკვეთილ ფორვარდად არ თამაშობს და ძირითადად მარცხენა ფლანგზე იკავებს ადგილს.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

34 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
achaia
12 years ago

გადადექით გადადექით :oldman: :juvee: :italy: :forza: :juventus:
:bugi:

ოქრო ჩხიკვაძე

მეტი რა უნდა შეძლოს რაც არ იცის. ყოველთვის ნაგავი იყავი და ეგრეც დარჩები.

malxazi ediberidze
12 years ago

მირკო რომაში გაცილებით უფრო პროდუქტიული იყო,იუვეში იავნად ვერ ქაჩავს,ზალიან მინდა დავიჯერო რომ მოუმატებს მაგრამ არ ეტყობა

kirsona
12 years ago

გადადექი! :forza:

BESO BARAMIA
12 years ago

მახსოვს იყო მოსაზრებები მრავლად იმაზედ, რომ ვუჩინიჩი უძლიერესი ფორვარდიაო, ესაო და იუვეს მაგრად მოერგებაო, იუვეს ძველი დიდების სახელის აღდგენის ერთ-ერთი სულისჩამსდგმელი იქნებაო—და სადაა ეს, თუ კიდევ დრო უნდა მივცეთ გამოამჟღავნოს თავისი ექსტრა-კლასი-ეეეეჰ, ეს ყველაფერი არის ფიქცია, ვუჩინიჩი არის კარგი ფიორვარდი, მაგრამ იუვეს დონემდე ის ვერ მივა-სამწუხაროა……მაგრამ რეალობაა….. :blin:

mamuka makharadze
12 years ago

ეს რო მოედანზე გამოდის იმენა ნერვები მეშლება. იმენა ფოე ფოე მოთამაშეა. მართლა ზარმაცი მცონორა. მეზარება თუარა გავლანძგავდი კარგად. :D :D :D

giorgi kodua
12 years ago

მაგარი საჩოკია ეს ვუჩინიჩი… იმენა მაგარი ზარმაცია… მაგიტომაც გაუშვეს რომადან… თავში უვარდება დრო და დრო :blin: ცონტეს შეხურება უნდა დედის მისამართით რამოდენიმეჯერ ვარჯიშზე და გაუვლის! ყველა მკიდია ვინც გუნდის ინტერესებს უკანა პლანზე დააყენებს! დელპიეროც კი! იუვენტუსი ერთI ფეხბურთEლის გუნდი არასოდეს არ იქნება! :forza: :forza: :forza:

Z u R a noniashvili
12 years ago

ამაზე მაგარ ფორმაში დელპოა :forza: და უნდა ითამაშოს ბოლობოლო მე რომ იუვეს მაისური ჩავიცვა ასე მგონია ვიფრენ :lool: რით ვერ გაითავისა რომელ გუნდშია .მკვდარივით თამაშობს ამ კონკრეტულ ეტაპზე

12 years ago

მეც ვიცი რომ მეტი შეუძლია.. მაგრამ ან ზარმაცობს.. და ან კიდე ზარმაცობს : DD

datka juveeeee
12 years ago

ვეთნხმები იმათ ვინც იძახის ივეს ძირითასდში არუნდა იყოს, მაგარი ზარმაცია

seba
12 years ago

ახლა ამის აფეთქებას ელოდე რა. ბურთზე გაკიდება ეზარება ტიპს. დაახვიოს აქედან, თუ გოლების გატანა არ შეუძლია. მოსიარულე მკვდარი ესა.

McCa1N
12 years ago

ამაზე მაგარი ფორვარდი დღესდღეობით არ გვყვავს და მასტი უდიდეს სამუშაოს რომ ასრულებს მოედანზე მაგის დაუნახაობაც არ შეიძლება, მარტო გოლებს რომ უყურებთ აბა საგოლე გადაცემებსაც შეხედეთ, თან დაცვაშიც მაგრად გვეხმარება და მე პირადად მომავალშიც მინდა რომ იუვეს ასნავნოის იგროკი იყოს !!!

Marchizio
12 years ago

აგენტო! :D დაგვანახოს თუ მეტი შეუძლია !!! ალექსამ და მატრიმ რო დაიწყონ გაასწორებს..

Arancia Meccanica
12 years ago

კიევოსთან ბურთს დაკარგავდა თუ არა იმის მაგივრად რომ ეცადა ბურთის დაბრუნება იდგა და უყურებდა ვირების კონტრშეტევას… ასე რომ ამ მხრივ კიევოსთან მის გამართლებას აზრი არ აქვს.. მარცხნიდან კი რომაშიც მშვენივრად თამაშობდა და სტორარისაც კი ჩაუსვა საოცარი ბურთი.. ასე რომ ღირსი იყო სტვენის გულშემატკივართა მხრიდან.. სულ უფშტვენს ამ ბოლო დროს.. დაფშტვენილი ხებერია.. :lool:

datka juveeeee
12 years ago

ბოლონიას უნდა მოუგო

ბოლონასთან 3ქულა გვინდა უეჭველი
……..ვუჩიონიჩი 11 კაცსჰი არ უნდა იყოს ჩემი აზრით თქვენ რას იტყვით

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  datka juveeeee

გეთანხმები ძმა თუ იყო კიდე უეჭველი დელპიეროსთან ერთად უნდა იყოს აუ ეს მატრი კიდე რას უდებილებს ხომე ზოგჯერ თავს მაგარს გაიგიჯებს ხომე და ზოგჯერ მაგარი დებილდება კიევოსთან მასტი ვაფშე არ ჩანდა თან თავდასხმაში რო არ გამოჩნდები უფრო ტეხავს :chuvak:

Z u R a noniashvili
12 years ago

მირკოს საცოდავობით ვკვდები იმენნა რა :((((

datka juveeeee
12 years ago

გაუმარჯოს ივეს ფანებს მე ახალი ვარ :forza: :juvee: :forza: :forza: :juvee: :juvee: :italy: :italy:

nika kakabadze
12 years ago
Reply to  datka juveeeee

გაუმარჯოს :kiss:

d a v i d
12 years ago
Reply to  datka juveeeee

გაუმარჯოს ჯიგარო :davliot:

carvalho amauri buffon
12 years ago
Reply to  datka juveeeee

zd dzma :kiss:

tabajuventino
12 years ago
Reply to  datka juveeeee

:davliot: :juventus:

Z u R a noniashvili
12 years ago
Reply to  datka juveeeee

:forza: :forza: ფორზააა

bacho kochlashvili
12 years ago

ბარო ძმა კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენ ოჯახში :c:

Nodari gogaladze
12 years ago
Reply to  datka juveeeee

:davliot: :juventus:

david alkhanishvili
12 years ago

ცენტრში უნდა მისცენ შანსი

Di Francesco # 1
12 years ago

ხო რა უჩინიჩი დაცვაში მე არ გამიგია, სადაც უნდა იქ უნდა ითამაშოს, თამაშის მსვლელობაში ხან მარცხნივ იქნება ხან გამთამაშებლათ და ხან ცენტრალურ თავდამსხმელად

gvasa
12 years ago

კრასიჩს შანსი უნდა მიეცეს :(

Gio Darja
12 years ago

ფორმაში არაა მირკო, თორემ გაცილებით მეტი რომ შეუძლია ჩვენც ვიცით..იმედია კვალიარელას შანსი მიეცემა ხვალ..

12 years ago

მეტი თავისუფლება ჭირდება რა ვუყოთ ახა წავლენ სხვები და ითამაშოს მარტ.. გაანძრიოს ერთი ადგილი თორე გავყიდით ზენიტში

nika kakabadze
12 years ago

მაგას ყველაზე მეტად ვერ ვიტან, რომ წერენ მეტი შეიუძლია და ვერ შვებაო, თუ შეუძლია უნდა გააკეთოს, თორემ ტალანტი და შესაძლებლობა რა ჯანდაბად უნდა. თუ გოლის გატანა უნდა, იმის ბრალი არ არის სად დგას, მარცხნივ თუ ცენტრში, რამდენჯერ გადის ხოლმე დასარტყმელ პოზიციაზე და შემდეგ სულელურ პასებს აკეთებს.
რათქმაუინდა შეიძლება ფეხბურთელს ჩავარდნა ქონდეს და თავის ნიჭს ვერ იყენებდეს, მაგრამ ამდენი ხანი რომ ვერ გამოდიხარ წესიერად, არასისტემატიური ხარ ესეიგი და იუვეს დონის გუნდში არ უნდა იყო :blin: :blin: :blin:

bacho kochlashvili
12 years ago

ვინ დააავალა მერე მცველად გრადაიქმენიო ამ კონტემაც ცენტრ ფორვარდად ათამაშოს იქნებ მართლა გამოსწორდეს

bacho kochlashvili
12 years ago

იმდენი თქვენ რა გითხარით

| Newsphere by AF themes.
34
0
Would love your thoughts, please comment.x