ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პალიარდი ახალგაზრდა იუვენტინოებზე საუბრობს …

სილვიო პალიარდი – გახლავთ აგენტი , რომელიც საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ” იუვენტინოს ” წარმომადგენელია და ასევე იმ მოთამაშების , რომლითაც ბებერი ქალბატონია დაინტერესებული ( მაგალითად გაბიდიანი , რომელსაც უკვე არა ერთი თვეა რაც ტურინულ კლუბს უკავშირებენ ) . TuttoJuve – სთან საუბარში , მან რამდენიმე მათგანის მომავალზე ისაუბრა …

სილვიო , თავდაპირველად ფაუსტო როსის შესახებ გვიამბე …

” მიმდინარე სეზონში , მას ჰქონდა ტრავმა რომელიც თავდაპირველად არ გამოიყურებოდა სერიოზულად , თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში მაინც იჩინა თავი . ამ ეტაპზე კი იგი სრულად გამოჯანმრთელად და არაჩვეულებრივად ათამაშდა . გასულ ტურში , ბრეშას რიგებში ორმა და ასევე გუშინდელ შეხვედრაში , ახალგაზრდული ნაკრების მაისურით გატანილმა ერთმა ბურთმა , უნდა დაადასტუროს ჩემი სიტყვები  ” .

მის კონტრაქტთან როგორ არის საქმე ? აქვს შანსი დაბრუნდეს ტურინში , თუ ბრეშა სამომავლოდ დაიტოვებს მას ?

” ის იმყოფება არენდის წესით , გამოსყიდვის პრესპექტივით და ასევე უკან გამოსყიდვის უფლებით . ვნახოთ რა ელის მას მომავალში . მინდა დავაფიქსირო ის , რომ როდესაც ვესაუბრე პარატიჩის , მან მითხრა , რომ დიდი იმედი აქვს როსისი და ის ნამდვილად შედის გუნდის სამომავლო გეგმებში , რაც ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია ” .

ესაუბრეთ მას გაბიდიანის თაობაზე ?

” მასსზე საუბარი ნამდვილად არ გვქონია . ჩვენ მხოლოდ როსიზე და ჯიანდონატზე ვსაუბრობდით  . მესმის , რომ მას შემდეგ რაც ბოლონიას კარში მოახერხა გოლის გატანა , სხვადასხვა გაზეთებმა ის დიდ კლუბებში გაუშვეს . თუმცა , ჯერ ძალიან ადრეა რაიმე კონკრეტულზე საუბარი ” .

რა ხდება ჯიანდონატოს თავს ?

” იმყოფება ელემენტარული არენდის წესით , ხოლო ივლისში კვლავინდებურად ტურინში დაბრუნდება . სწორედ მაშინ მივიღებთ ყველასათვის იდეალურ გადაწყვეტილებას . მიმდინარე სეზონში მას დებიუტი ჰქონდა სერია ა-ში და გარკვეული სახის გამოცდილებაც დააგროვა . ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის , ეს ნორმალური მოვლენაა , მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ პოტენციალს რაც მას გააჩნია ” .

თუმცა , იყო თუ არა შეცდომა როდესაც პარატიჩიმ იგი ლეჩეში გაუშვა ? გუნდში , რომელიც ჩემპიონატის პირველი ტურიდან გადარჩენისთვის იბრძოდა …

” კოსმი ენდობა მას , სხვაგვარად მანუელს არ მიეცემოდა სან სიროზე მილანის წინააღმდეგ და შემდეგ კალიარისთან დაპირისპირებაში თავის გამოჩენის საშუალება . რომ არ ჯეროდეს მისი შესაძლებლობების , მაშინ ერთი წუთითაც კი არ გამოიყვანდა მოედანზე . ამიტომ , ამ მხრივ თავს მშვიდად ვგრძნობ ” .

წყარო : TuttoJuve

5 thoughts on “პალიარდი ახალგაზრდა იუვენტინოებზე საუბრობს …

  1. მოლაპარაკებები მიდის ჯერ . ან პოგბას ან და ვერატის დავითრევთ ) პოგბას ფერგიუსონი თაფლავს ყოველდღე

    1. პოგბა რო დილიტ ახელს თვალს და ფერგიუსონს ფართუკში და ფოდნოსით ხელში რო ხედავს . ის ყავას და ნამცხვარს რო აჭმევს :lool:

Leave a Reply to gio_juventino Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.