ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო კომენტარი

ანტონიო კონტე “ნაპოლისთან” მატჩის წინ მომავალი შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს. სატურნირო ცხრილში “ბებერ ქალბატონსა” და “ნაპოლის” 11 ქულა აშორებთ, თუმცა ნეაპოლელები მესამე ადგილისათვის ბრძოლაში აქტიურად არიან ჩაბმულნი და სამი ქულისთვის ძალებს არ დაიშურებენ…

” დღევანდელი გამარჯვება “ჩემპიონთა ლიგისკენ” გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. პირდაპირი საგზურის მოპოვება შესანიშნავი იქნება. ამასთან ფხიზლად უნდა ვიყოთ და ვეცადოთ, “მილანის” ნებისმიერი ფეხის დაცდენა საჩვენოდ გამოვიყენოთ. ”

” ვიცით, რომ რთული გამოცდა გველოდება გუნდთან, რომელმაც იტალიის თასში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. “ნაპოლი” არც “ჩემპიონთა ლიგაზე” გამოიყურებოდა ცუდად და ცოტა გამოცდილების ქონის შემთხვევაში, ალბათ, ნახევარ-ფინალშიც ვიხილავდით. ურთულესი მატჩი იქნება, ამიტომაც, მხოლოდ საკუთარ თავებზე ვართ კონცენტრირებულნი და სხვა გუნდების მიერ ნაჩვენები შედეგი არ გვაინტერესებს. ”

” ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ფეხბურთელები იმ ფორმაში იყვნენ, რომელიც შესაძლებლობათა მაქსიმუმის ჩვენებაში დაეხმარებათ. როცა ვხვდები, რაღაც არასწორად მიდის, ფეხბურთელები საშუალებას მაძლევენ მეორე სათამაშო სქემაზე გადავიდე, რადგან კარგად არიან მათში განსწავლულები. ორივე “მილანურ” კლუბთან თამაშისას, ჯერ 3-5-2 -ით დავიწყეთ, შემდეგ კი 4-3-3 -ზე გადავედით. ”

” მატჩი თავისუფლად შეიძლება ბორიელომ ან კუალიარელამ დაიწყოს. ორივეს დიდი მოტივაცია აქვს სათამაშოდ, რადგან ნეაპოლი მათი მშობლიური ქალაქია. კუალიარელას ტრავმის შემდგომი სირთულეების გადალახვა უწევდა, ნელ-ნელა ჩვეულ სახეს იბრუნებს. ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ბორიელო რომ ზაფხულში მოსულიყო, თუმცა ისიც ნელ-ნელა ეწერება კოლექტივში და შეუძლია, წარმატებაში თავისი როლი ითამაშოს. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

28 thoughts on “ანტონიო კონტეს წინასამატჩო კომენტარი

  1. კარგით რაა ბორიელოს დაყენება მარაზმია უბრალოდ არ მჯერა რო გაამართლებს, ტყუილად დაკარგული ფეხბურთელია 10 კაცით თამაშობენ თითქმის, მითუმეტეს ნაპოლის სუსტი დაცვა არ ჰყავს.. :loool: კვალიარელა, დელ პიერო, მატრი – სამივე ჯობია იმ იდიოტ ბორიელოს და მაინცდამაინც ის თუ ათამაშა :blin:

    1. მეტი რაღა ნდობა უნდა ინტერთან იყო ძირითადში და გულის შეტევა ამკიდა კინაღამ

      მატრის როგორ არ ენდობა ყველაზე მეტი სათამაშო დრო ფორვარდებიდან მაგას ეძლევა მთელი სეზონი, მირკო – მატრი არის ძირითადად მარა დღეს ღირსია რო სკამზე დასვას

      1. ბოლონიაში უფრო სწორად.. ფიორეს ვგულშემატკივრობ ეხლა გამწარებული და მაგიტო შემეშალა : D

    1. აჰაა აი ეგ არის ტრეზეგე.. ეგეთ გოლს ალბად სხვა ვერავინ გაიტანდა.. უბრალოდ ვერც კი მოაფიქრდებოდათ კარში დარტყმა

  2. ბორიელო არ იქნება ძირითადში, შანსი არაა. კრასიჩს რაც შეეხება იუვეში კი არა საერთოდ ფეხბურთი არ უნდა ათამაშო. რა აქვს მაგარი ერთი გამაგებინეთ რა.მარტლა ნედვედი ეგონა თავისი თავი და აუვარდა თავში

  3. ეე კაი რა კონტე რა ბორიელო ტო არ ათამაშო რა ეგ უნიჭო.
    დაცვაში რამე სასაცილო შეცდომა თუ არ დაუშვით ნაპოლი ფეხებსაც ვერ მოგვჭამს !!!!!

  4. ამ ბორიელოსაც აგარ უნდა მაინც ვერ ვიტანო და ეს კონტე ძალაზეა :mad: :mad: ესეთ მნიშვნელოვან მატჩებში დელ პიეროო დაააყენეე :mad:

  5. რა ბორიელოოოოოოოოო აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: ხო ხედავ რო ფეხბურთი არაა მაგის საქმე რაღას აყენებ ძირითადში ფუფუფუფუფფფ :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.