ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიეგო : “იუვენტუსის” წარმატება გამიხარდება”

რთულია, დიეგო რიბას და კუნიას ტურინულ კარიერას შთამბეჭდავი უწოდო, თუმცა ფაქტია, ბრაზილიელი ნახევარმცველი ყოფილი გუნდისადმი სიმპათიებს არც ახლა მალავს.ამჟამად მადრიდის “ატლეტიკოში” მოთამაშე ტრეკვარტისტა გუშინ ევროპის ლიგის ფინალში გავიდა და ტიტულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.Mediaset Premium – თან საუბარში დიეგომ როგორც ახლანდელ, ისე ყოფილ გუნდზე ისაუბრა : “ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ლიგის ფინალში გასვლა მოვახერხეთ.რთული მატჩი გველის და მაქსიმალურად შევეცდებით, მიზანს მივაღწიოთ.არ ვიცი, რა ვღირვარ, ეს უფრო “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობის საქმეა, მაგრამ კარგ სეზონს ვატარებ და ეს მახარებს.”იუვენტუსი” ? – ბედნიერი ვარ, რომ ეს გუნდი წარმატებით ასპარეზობს, ისინი სკუდეტოს მოგებასთან ძალიან ახლოს არიან.საკუთარი წარმატების შემდეგ ბიანკონერების გამარჯვება განსაკუთრებით გამიხარდება.”

წყარო : Tuttojuve

16 thoughts on “დიეგო : “იუვენტუსის” წარმატება გამიხარდება”

  1. ეს რო გაუშვეს მანდ შეცდნენ რააა უმაგრესი კაცია ყველაფერი აქვს მას რაც დღეს გვჭირდება ჩვენ პასი,დარტყმა დრიბლინგი და რავიცი რააა უმაგრესი კაცია და სულ მიხარია ამისი წარმატება იმედია ტურინში დაბრუნდება როგორც კასო დააბრუნეს

  2. მე დღემდე ვფიქრობ რომ ნორმალურად თამაშობდა.. უბრალოდ ფორვარდები არ გვივარგოდნენ..

    და ძალიან ბევრს თხოვდნენ იმ პერიოდში დიეგოს.. ნედვედი ახალი წასული იყო, ტრეზეგეც, ხო და ამათი ვტირთი დიეგოს აკიდეს, პლიუს ლიდერობაც უნდა ეტვირთა ანუ ალექსაც უნდა შეეცვალა : DDD
    ლამის ყულფში გააყოფინეს საწყალ დიეგოს თავი :blin:

  3. ეს კონტეს სქემაში ვერ ჩაჯდა თორე კარგი იყო, კონტესაც ქონდა იმედი მეორე ფორვარდადაც ათამაშა მარა შეატყო რო ვერ იყო ის რაც კონტეს უნდოდა.. ისე კი ძაან მაგარი ფეხბურთელია :juvee:

  4. უნიჭო ფორვარდები ჰყავდა წინ, ამაურის და იაკინტას ვგულისხმობ, განსაკუთრებით უფორმობა დაემთხვა დიეგოს პერიოდს, ამაურის გოლი არ გაუტანია ფაქტიურად :no წინ თუ გამტანი ფორვარდები არ გყავს, რთულია იმ წყობაში კარგად თამაში..4-3-1-2 თამაშობდა ფერარა და ძაკერონი..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.