ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დავიდსი : ” დღევანდელი გუნდი – რეალურ ძალას წარმოადგენს ”

გუნდის , პირადი მუზეუმის გახსნას , ედგარ დავიდსიც ეწვია , რომელმაც TuttoJuve.com – ს მცირე ინტერვიუ მისცა …

ედგარ , მუზეუმის გახსნისთანავე , თქვენც თითქოს წარსულში გადაინაცვლეთ …

” დიახ . გამახსენდა ის ბრწყინვალე დრო , როდესაც არა ერთი ტიტული მოვიგეთ . ვფიქრობ , ეს საკმაოდ კარგი ინიციატივაა . ადამიანები უფრო უკეთესად გაიგებენ თუ რას ნიშნავს ” იუვენტუსი ” და შეიტყობენ მისი ისტორიის შესახებ ბევრ საინტერესო ფაქტს ” .

მეორე კლუბი , რომელსაც თქვენს გულში გამორჩეული ადგილი უჭირავს არის ” აიაქსი ” . ამსტერდამელებმა უკვე დიდი ხანია რაც საკუთარი მუზეუმი გახსნეს…

” დიახ , თუმცა ის ოდნავ განსხვავებულია , იუვესთან განსხვავებით , ” აიაქსის ” მუზეუმი ქალაქის ცენტრში მდებარეობს ” .

მოგწონთ დღევანდელი იუვე ? რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე მეტი შთაბეჭდილება ? დღევანდელ გუნდს , იმ ლეგენდარულ კოლექტივს ადარებენ , რომელშიც თქვენც ბრწყინავდით …

” მომიწია რამდენიმე მატჩისთვის თვალყურის მიდევნება და ფეხბურთელების მაქსიმალური თავგანწირვა თითოეულ დაპირისპირებებში საოცარი რამ იყო . ეს ნამდვილად რომ რეალური ძალაა უკვე . თუმცა , შედარებებისგან მაინც შევიკავებდი ჯერ ჯერობით თავს ” .

ფეხბურთელი , რომელიც სათამაშო მახასიათებლებით ძალიან გგავთ , არის არტურო ვიდალი . იმსახურებს იგი თქვენში სიმპატიებს ?

” მთავარია , რომ ფეხბურთელმა ყველა გააკვირვოს , მაგრამ ისეთი გუნდი როგორიც ” იუვენტუსია ” უმაღლესი საფეხბურებითვის უნდა იბრძოდეს და ისეთ მოთამაშეს კი არ უნდა ეძებდეს , რომელიც აქ რამდენიმე წლის წინ ასპარეზობდა ” .

წყარო : TuttoJuve.com

5 thoughts on “დავიდსი : ” დღევანდელი გუნდი – რეალურ ძალას წარმოადგენს ”

  1. ჯერ ადრეა ამათი შედარება..კრასიჩივით არ დაემართოს :lool: ნედვედიაო აქ ბევრი ყვიროდა….

  2. იმედია ვიდალი დავიდსზე უკეთესი იქნება და ტიტულებიც მეტი ექნება . (იუვესთა ერთად)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.